იოგურტის ნაყინი

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

საჭირო ინგრედიენტები:
· 1 ჭიქა დაბალი ცხიმიანობის იოგურტი
· 1 ჭიქა ცოცხალი ან გაყინული მარწყვი
· 2 სუფრის კოვზი თაფლი
· სარწყავი ჭიქა
· კოვზი
· ბლენდერი
· 4 ქაღალდის ჭიქა
· ფოლგის ქაღალდი
· 4 პატარა ხის ან პლასტმასის ჯოხი
მომზადების წესი:
ბლენდერში გავთქვიფოთ იოგურტი, ხილი და თაფლი. მიღებული მასა ჩავასხათ ქაღალდის ჭიქებში, ისე რომ ბოლომდე გავავსოთ. ჭიქებს დავაფაროთ ფოლგა. ხის ჯოხები ჩავარჭოთ ფოლგის ცენტრში, ისე რომ სწორად იდგეს. შემდეგ ჭიქები შევდგათ საყინულეში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში. საყინულედან რომ გამოვიღებთ მოვაცილოთ ფოლგა და ჭიქები და მივირთვათ.

წყარო: www.puphynuphy.ge