რძე ბავშვებისთვის

გადასვლა საიტზე ,,ბავშვი”

რძეს დიდი ძალა აქვს. რძით ვიღებთ მაღალხარისხიან ცილებს, რძის შაქარს (ლაქტოზას), B-ვიტამინს, იოდს და აუცილებელ კალციუმს.
და მაინც, რომელი რძეა საუკეთესო ბავშვებისთვის?

ცილები, კალციუმი და იოდი 100გრ. რძეში
ცილები (გრ) კალციუმი (მგ) იოდი ენერგ. (კალ)
ცხიმიანი რძე (3,5%) 3,3 120 2,7 65
დაბალცხიმიანი რძე (1,5%) 3,3 118 3,3 48
უცხიმო რძე (0,1%) 3,4 123 3,4 34

რძის შემადგენლობაში შემავალი ღირებული ნივთიერებები, ცხიმის შემცველობისგან დამოუკიდებლად, სამივე ტიპის რძეში თითქმის ერთნაირია. პედიატრები ბავშვებისთვის დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ, რომელიც ნაკლებ ცხიმს და კალორიებს შეიცავს, ვიდრე ცხიმიანი რძე. პატარას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ მოხდილი რძე. თუმცა ბევრ ბავშვს ცხიმიანი რძე უფრო მოსწონს. ეს სრულიად ნორმალურია. სამაგიეროდ ცხიმი სხვა საკვებიდან შეგვიძლია მოვაკლოთ, მაგ. ავირჩიოთ ნაკლებცხიმიანი ძეხვი და ყველი.
პასტერიზებული ან ნატურალური რძის შეძენისას, უნდა დავგეგმოთ კიდევ როდის ვაპირებთ რძის ყიდვას. თერმული დამუშავების დროს ვიტამინების მხოლოდ მცირე რაოდენობა იკარგება, ასე რომ, ჩვენი პატარასთვის პასტერიზებული რძეც სასარგებლოა.

კალციუმი

კალციუმი ბავშვებისა და მოზარდებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მინერალურ ნივთიერებას წარმოადგენს, რადგან ის არის ძვლების და კბილების საშენი მასალა. ჩვილს დღის განმავლობაში 600 მგ კალციუმი ესაჭიროება. გარდა ამისა, კალციუმი ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია – ნერვული სისტემისთვის, კუნთების მუშაობისთვის და სისხლის სწორი მიმოქცევისთვის.

კალციუმის საკმარისი მარაგი ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ ზრდის განვითარებას პრობლემები ექმნება, ახალგაზრდა ძვლები მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, თუ დამატებით მოხდება კალციუმის მიღება. ეს შენების პროცესი მაქსიმუმ 35 წლამდე გრძელდება. ამ დროს ძვლები აღწევს ოპტიმალურ სიმკვრივეს. რამდენიმე წლის შემდეგ, სიცოცხლის მეოთხე ათწლეულში, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი უარესდება და იწყება ძვლების შესუსტება – თანდათან სიმკვრივეს და სიმაგრეს კარგავს. უარეს შემთხვევაში კი ძვლები ღრუბლისებრი სტრუქტურის ხდება, ადვილად დეფორმირდება და იმსხვრევა. ამ დაავადებას ოსტეოპოროზი ჰქვია. მას ხშირად ძვლების ატროფიას უწოდებენ. ხანშიშესულობაში ძვლების ბუნებრივი შესუსტების დიდი რისკია, თუმცა, ვინც ახალგაზრდობაში ყოველდღიურად კალციუმის საკმარის რაოდენობას იღებს, განსაკუთრებით მკვრივ ძვლები ექნება და ამით სიბერეში ოსტეოპოროზის საშიშროებაც საგრძნობლად მცირდება.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი, მაწონი, დო იმავე ნივთიერებებს შეიცავს, რასაც რძე. ამიტომ, რძის აუტანლობის შემთხვევაში, კალციუმის მიღება ამ პროდუქტებით შეგვიძლია. ხაჭო და ახლადამოყვანილი ყველი ბავშვებისთვის სასარგებლოა, თუმცა კალციუმის გარდა დიდი რაოდენობით პროტეინსაც შეიცავს. პატარას შეგვიძლია უფრო მაგარი ყველი, მაგ. გაუდა გავასინჯოთ, მასში კალციუმი ძლიერ არის კონცენტრირებული.
რჩევა: D ვიტამინი და სუფთა ჰაერზე გასეირნება ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის აღდგენას.
კალციუმის შემცველობა რძის პროდუქტებში:
პროდუქტები (100გრ) კალციუმის შემცველობა (მგ)
გაუდა, 45% 820
კეფირი 120
იოგურტი 114
დო 109
უცხიმო ხაჭო 92

ავტორი: მარინა ისაკაძე
2010, აგვისტო

წყარო: www.puphynuphy.ge

Share this...Share on Facebook
Facebook