ტკივილი სათესლე ჯირკვლებში

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: გამარჯობა, ვარ 24 წლის. დიდი ხანია მაწუხებს ტკივილი სათესლე ჯირკვლებში, განსაკუთრებით მარცხნივ. ორი წლის წინ აღნიშნული ტკივილების გამო რომ მივმართე ექიმს დამოდგინეს ვარიკოცელე, რის გამოც გამიკეთეს ოპერაცია, მაგრამ ტკივილმა მაინც არ გამიარა. ძალიან მაწუხებს და ეს შეგრძნება აუტანელი გახდა. რით შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ?

პასუხი – ტკივილი სათესლე ჯირკვალში ყოველთვის არ არის დაკავშირებული ვარიკოცელესთან. მართალია ვარიკოცელე ძალზედ ხშირია და მის გამო რასაკვირველია გარკვეული ღონისძიებები აუცილებლად მისაღებია, თუმცა ესეთი შედარებით იშვიათი მდგომარეობის არსებობა არ უნდა დავივიწყოთ. ამგავარ ტკივილის ძირითადად ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება იწვევს, შედარებით იშვიათათ ეგრედ წოდებული მოძრავი სათესლე ჯირკვალი, რაც განაპირობებს სათესლე ჯირკვლის ქრონიკულ შემოგრეხვას. ამიტომ აუცილებელია ტკივილის მიზეზის დადგენა. თუ დადგინდა ქრონიკული შემოგრეხვის არსებობა აუცილებელია ჯირკვლის მინიოპერაციული ფიქსაცია. ხოლო თუ ჩვენ საქმე გვაქვს ნერვული დაბოლოების ტკივილთან ამისათვის არსებობს სპეციალური პლასტირები რაც ეkვრება სათესლე ჯირკვალზე, კლავს ნერვულ დაბოლოებებს და შესაბამისად გადის ტკივილის შეგრძნება.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>