შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!

შენი ჯანმრთელობა შენს ხელთაა!

ქალის რეპროდუქციული სისტემის ავთვისებიან სიმსივნეებს შორის პირველ ადგილს ძუძუს კიბო იკავებს, ხოლო მეორეს – საშვილოსნოს ყელის კიბო.

უკანასკნელი წლების განმავლობაში დაავადების მკვეთრი გახშირება შეიმჩნევა: საქართველოში ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 1200 ქალი ავადდება, ხოლო საშვილოსნოს ყელის კიბოთი – დაახლოებით 350.

მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობის მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოთი გარდაცვალების შემთხვევები მაინც იმატებს.

ამის მიზეზი უპირატესად ამ დაავადებების გვიანდელ სტადიაზე გამოვლენაა, რაც საგრძნობლად ამცირებს მკურნალობის ეფექტურობას.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა მოსახლეობის მასობრივი სკრინინგია (screen – ინგლ. გადარჩევა), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, პათოლოგიური პროცესი ადრეულ სტადიაზე იქნეს აღმოჩენილი და ნამკურნალევი.

ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ფართოდ არის დანერგილი მრავალ ქვეყანაში, სადაც ადრეული გამოვლენის წყალობით აღნიშნული პათოლოგიებით გამოწვეულმა სიკვდილობამ შესამჩნევად იკლო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სკრინინგში მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს მიზეზით გარდაცვლილთა რიცხვი 35%-ით შემცირდა!

….

სამედიცინო გაზეთი ,,მედი”, N13, დეკემბერი, 2010