ვარიკოცელე

თქვენს შეკითხვებს პასუხობს უროლოგი, მედიცინის დოქტორი ალეკო ხელაია

თბილისი, M 300 არაგველი, წინანდლის ქ. 9, უროლოგიის ეროვნული ცენტრი, IV სართული;  საკონტაქტო ტელეფონი 8 55 30 50 51, 69 91 96 ელექტრონული მისამართი: alex_gruzinski@mail.ru მიღების საათები 9 – 16 საათი (სასურველია წინასწარი ჩაწერა ტელეფონით) შაბათ – კვირას შეთანხმებით

კითხვა: ვარ 27 წლის მამაკაცი, პერიოდულად მაწუხებს ტკივილი მარცხენა სათესლე ჯირკვვალში, დამიდგინეს ვარიკოცელე. მითხრეს გამოიწვევს უშვილობასო, საჭირო არის ოპერაციაო. ძალიან შემეშინდა. თქვენ რას მირჩევდით, რამდენად აუცილებელია ოპერაცია?

პასუხი: თქვენს კითხვაზე თუ როდის უნდა გაკეთდეს ოპერაცია ვარიკოცელეს გამო გიპასუხებთ ამერიკის უროლოგთა ასოციაციის და ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების პასუხით:

1. კლინიკურად პალპირებადი არის (იგულისხმება გასინჯვისას ნანახი გაგანიერებული ვენური წნულის ვენები);
2. წყვილი უშვილოა;
3. ქალ პარტნიორს უშვილობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს ან მათი გამოსწორება შესაძლებელია;
4. სპერმაში არის პათოლოგიური ცვლილებები.

ვინაიდან თქვენ ჯერ დაოჯახებული არ ხართ (2 და 3 პუნქტი რომ არ გავითვალიწინოთ), და დაგიდგინდათ ვარიკოცელე, უნდა გაიკეთოდ სპერმის ანალიზი და აუცილებლათ მაჩვენოთ პასუხი, რამეთუ გადავწყვიტოთ მკურნალობის ტაქტიკა.

…..

გადასვლა საიტზე “უროლოგია”  >>
გადასვლა საიტზე “სექსუალური ცხოვრების კულტურა” >>