მელსიკამი ფორტე

  მელსიკამი ფორტე

მელსიკამი ფორტეს ზოგადი ინფორმაცია

მელსიკამი ფორტე. MELSIKAM FORT. ოქსიკამების ჯგუფის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება. აქტიური ნივთიერება – მელოქსიკამი. Meloxicam. მწარმოებელი ფირმა – NOBELFPHARMA ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი).

მელსიკამი ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

მელსიკამი ფორტე. MELSIKAM FORTგამოდის 15 მგ ტაბლეტის ფორმით. ყოველი ტაბლეტი შეიცავს 15 მგ მელოქსიკამს

 მელსიკამ ფორტეს ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

მელსიკამ ფორტეს ფასები ფარმადეპოში
მელსიკამ ფორტეს ფასები ავერსში
მელსიკამ ფორტეს ფასები psp-ში
მელსიკამ ფორტეს ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც მელსიკამი ფორტე, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია მელსიკამი ფორტეს ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

მელსიკამი ფორტეს აქტიური ნივთიერება

მელოქსიკამი. Meloxicam. ქიმიური დასახელება – 4-ჰიდროქსი-2-მეთილ-N-(5-მეთილ-2-თიაზოლილ)-2Н-1,2-ბენზოთიაზინ-3-კარბოქსამიდ 1,1-დიოქსიდი. ბრუტო–ფორმულა: C14H13N3O4S2. მელოქსიკამს მიაკუთვნებენ აასს – ოქსიკამების ჯგუფს. CAS-კოდი: 71125-38-7.

მელსიკამი ფორტეს სინონიმები 

ზელოქსიმ ფორტე (ZELOXIM FORTE, Bilim, თურქეთი), ზელოქსიმი ი/მ საინექციო ამპულა (ZELOXIM I.M injection ampule, Bilim, თურქეთი), კამელოტი (CAMELOT, GMP, საქართველო), მელბეკი (Melbek, Asfarma, თურქეთი),  მელბეკი ფორტე (Melbek Fort, Asfarma, თურქეთი),  მელოფლამი(MELOFLAM, უნგრეთი, EGIS), მელსიკამი (Melsikam, Nobel, თურქეთი).

მელსიკამი ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • ართრიტი რევმატოიდული
  • ოსტეოართრიტი
  • ართროზი
  • სახსრის დეგენერაციული დაავადება
  •  სპონდილიტი მაანკილოზირებელი
  • ნევრალგიები
  • ლუმბალური ტკივილი, ხვადასხვა გენეზის
  • ტკივილი რევმატიული, რბილი ქსოვილების
  • ბურსიტი
  • ტენდინიტი
  • ტკივილი პოსტოპერაციული
  • სტომატოლოგიური პრობლემები

მელსიკამი ფორტეს საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
მელოქსიკამი არის ენოლის მჟავას წარმოებული,არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო,ტკივილგამაყუჩებელი,ანტიპირეტული საშუალება.
Aპრეპარატის მოქმედების მექნიზმი განპირობებულია სპეციფიური ფერმენტების ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბირებით,რის შედეგადაც მცირდება ანთებით კერაში არქიდონის მჟავასგან პროსტაგლანდინების წარმოქმნა,რომლებიც დიდ როლს თამაშობენ ანთებითი რეაქციების ფორმირებაში.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას მელოქსიკამი კარგად ადსორბირდება (89%). საკვები არ ცვლის მის ბიოშეღწევადობას.მელოქსიკამის Cmax მიიღწევა 4-5 საათის განმავლობაში. კონცენტრაცია და ადსორბციის ხარისხი არ იცვლება სხვადასხვა დოზების დანიშვნის დროს, რაც მიუთითებს მის ხაზოვან ფარმაკოკინეტიკაზე.
მელოქსიკამის კონცენტრაციის მეორე პიკი მიიღწევა დოზის მიღებიდან 12-14 საათში, რაც მიუთითებს გასტროინტესტინალურ რეცირკულაციაზე. საკვები და ანტაციდები არ ცვლის მის ბიოშეღწევადობას. თერაპიული დოზების ფარგლებში მელოქსიკამის დაახლოებით 99.4% დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან (ძირითადად ალბუმინებთან).
მელოქსიკამს აქვს აგრეთვე სინოვიალურ სითხეებში შეღწევის უნარი. ერთჯერადი ორალური დოზის მიღების შემდეგ მელოქსიკამის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში მერყეობს პლაზმის კონცენტრაციის 40-50%-ში. თავისუფალი ფრაქცია სინოვიალურ სითხეში 2.5-ჯერ მეტია ვიდრე პლაზმაში. მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება 4 ფარამკოლოგიურად არააქტიურ პროდუქტად. ძირითადი პროდუქტი, 5-კარბოქსი-მელოქსიკამი (დოზის 60%), წარმოიქმნება შუალედური პროდუქტის 5’-ჰიდროქსიმეთილ მელოქსიკამის დაჟანგვის შედეგად, რომელიც ასევე ექსკრეტირდება უფრო ნაკლები ხარისხით (დოზის 9%). ინ-ვიტრო კვლევები მიუთითებს, რომ ციტოქრომ P-450 მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი მეტაბოლიზმის ციკლში.
მელოქსიკამის ექსკრეცია ხდება ძირითადად მისი მეტაბოლიზმის პროდუქტების სახით და თანაბარი ხარისხით გამოიყოფა როგორც თირკმლების, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. Pრეპარატის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა არამეტაბოლიზირებული სახით – 0.2% თირკმლების და 1,6% განავლის საშუალებით. აგრეთვე აღინიშნება წამლის მნიშვნელოვანი ბილიარული და ენტერალური ექსკრეცია. საშუალო ნახევარდაშლის პერიოდი (ტ1/2) მერყეობს 15-დან 20 საათამდე. პლაზმის კლირენსი მერყეობს 7-დან 9 მლ/წთ-მდე, ეს რიცხვი მცირდება ასაკოვან პაციენტებში.
ჩვენებები
მელსიკამი არის არასტერიოდული,ანთებისსაწინააღმდეგო,ტკივიგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:
– რევმატოიდული ართრიტი;
– ოსტეოართრიტი (ართროზი, სახსრის დეგენერაციული დაავადება);
– მაანკილოზირებელი სპონდილიტის სიმპტომური მკურნალობა;
– ნევრალგიები;
– სხვადასხვა გენეზის ლუმბალური ტკივილი;
– რბილი ქსოვილების რევმატიული ტკივილი(ბურსიტი, ტენდინიტი);
– პოსტოპერაციული ტკივილი;
– სტომატოლოგიური პრობლემები.
მიღების წესები და დოზები
რევმატოიდული ართრიტი: 15 მგ დღეში, თერაპიული მოქმედების მიხედვით ის შეიძლება დაინიშნოს 7.5 მგ/დღეში
ოსტეოართრიტი: 7.5 მგ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ/დღე-მდე
მაანკილოზებელი სპონდილიტი: 15 მგ დღეში. პაციენტებში გვერდითი მოვლენების მაღალი რისკით, მკურნალობა უნდა დაიწყოს 7.5 მგ დღეში .
ნებისმიერი ტკივილის დროს დოზირება უნდა შერჩეული იქნას ექიმის მიერ, თუმცა მელოქსიკამის მაქსიმალური დღიური დოზა არის 15 მგ.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 7.5 მგ-ს.
ჩვეულებრივი დოზირება ბავშვებისათვის დადგენილი არ არის,რის გამოც 15 წლამდე დანიშვნა არარეკომენდებულია.
ტაბლეტები უნდა იყოს მიღებული წყალთან ან სხვა სითხესთან ერთად ჭამის დროს.
გვერდითი მოვლენები
გასტროინტესტინალური სისტემა:
განტროინტესტინალური სისტემის მხრივ გართულება, როგორებიცაა სისხლდენა, წყლული,კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის პერფორაცია,შეიძლება, განვითარდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალობდნენ სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით. მცირე დისპეპსიები შეიძლება, შეგვხვდეს ნებისმიერ დროს ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით მკურნალობისას. ცნობილია, რომ გასტროინტესტინალური წყლული, სისხლდენა ან პერფორაცია, გამოწვეული ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით, ვითარდება დაახლეობით პაციენტების 1%-ში, ყოველი 5 პაციენტიდან მხოლოდ ერთს უვითარდება სერიოზული გასტროინტესტინალური გვედრითი მოვლენები.,ომლებიც მკურნალობდნენ 3-6 თვის განმავლობაში და დაახლოებით 2-4%-ში 1 წლიანი მკურნალობის დროს.
ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები დიდი ყურადღებით უნდა დაენიშნოს პაციენტებს წყლულოვანი დაავადების ან ანამნეზში სისხლდენის არსებობის დროს.
მაღალი რისკის მქონე პაციენტებში გამოყენებულ უნდა იქნას ალტერნატიული მკურნალობა, რომელიც არ შეიცავს ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდულ საშუალებებს.
ანაფილაქსიური რეაქცა:
აღინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ალერგია ასპირინის მიმართ.
თირკმლის ქრონიკული დაავადებები:
თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს მელოქსიკამით მკურნალობა რეკომენდებული არ არის. თუ საჭიროა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით მკურნალობა, ასეთი პაციენტის თირკმლის ფუნქციური სინჯები ექვემდებარება მონიტორინგს.
ღვიძლი:
ღვიძლის ფუნქციური სინჯები,შეიძლება,შეიცვალოს პაციენტთა 15%-ში,რომელიც სწრაფად ლაგდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ALT da AST შესამჩნევი მომატება (ზღვრული ლიმიტის დაახლეობით 2-3ჯერ მეტი) აღენიშნებათ პაციენტთა 1%-ს.
თირკმლები:
სიფრთხილე უნდა დავიცვათ მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების წინ დეჰირდრატირებულ პაციენტებში. უმჯობესია, მოხდეს პაციენტის რეჰიდრატაცია და შემდგომ იქნას დაწყებული მკურნალობა.
ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების ხანგრძლივი დანიშვნა იწვევს თირკმლის პაპილარულ ნეკროზს და თირკმლის სხვა მედულარულ ცვლილებებს. თირკმლისმიერი ტოქსიურობა იქნა ნანახი ასევე პაციენტებში, სადაც თირკმლის პროსტაგლანდინები კომპენსატორულ როლს თამაშობენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებისათვის. ამ პაციენტებში ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების დანიშვნამ შეიძლება, გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზადამოკიდებული შემცირება და მეორადად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება, რამაც შეიძლება, გამოავლინოს თირკმლის დეკომპენსაცია. განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან პაციენტები დარღვეული თირკმლის ფუნქციით, გულის უკმარისობით, ღვიძლის დისფუნქციით, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ და ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებს და ხანდაზმულები. ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების შეწყვეტას ჩვეულებრივად მოყვება მდგომარეობის აღდგენა მკურნალობისწინა მდგომარეობამდე.
ჰემატოლოგიური:
პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებს, ხანდახან შეიძლება, აღენიშნოთ ანემია. ეს შეიძლება, იყოს განპირობებული სითხის შეკავებით, გასტროინტესტინალური სისხლდენით. პაციენტები, რომლებიც დიდხანს მკურნალობენ ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებით, მათ შორის მელოქსიკამით, საჭიროებენ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემოწმებას.
ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას და ნაჩვენები იქნა, რომ ზოგიერთ პაციენტში ახანგრძლივებენ სისხლდენას. ასპირინისგან განსხვავებით, მისი ეფექტი თრომბოციტების ფუნქციაზე
რაოდენობრივად ნაკლებია, ან უფრო მოკლე ხნისაა და შექცევადი. მელოქსიკამი არ ახდენს გავლენას თრომბოციტების რაოდენობაზე, პროთრომბინის დროზე ან ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დროზე (PTT). პაციენტები, რომლებიც ღებულობენ მელოქსიკამს და აღენიშნებათ კოაგულაციური დარღვევები,საჭიროებენ ექიმის მეთვალყურეობას.
სითხის შეკავება და შეშუპება:
სითხის შეკავება და შეშუპება იქნა აღწერილი ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც ღებულობენ ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებებს, მათ შორის მელოქსიკამს. ამის გამო, როგორც სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებები, ასევე მელოქსიკამი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში სითხის შეკავებით, ჰიპერტენზიით ან გულის უკმარისობით.
ასთმა:
ასთმით დაავადებულ პაციენტებს, შეიძლება, აღენიშნებოდეთ ასპირინმგრძნობიარე ასთმა. ასპირინის გამოყენება პაციენტებში ასპირინმგრძნობიარე ასთმით დაკავშირებულ იქნა მწვავე ბრონქოსპაზმთან, რომელიც შეიძლება ფატალურიც აღმოჩნდეს.
იშვიათი გვერდითი ეფექტები, რომელიც შეიძლება იქნას გამოვლენილი მელოქსიკამის გამოყენების დროს ჩამოთვლილია ქვემოთ:
გვერდითი მოვლენები,რომლებიც გამოვლინდა მელოქსიკამის გამოყენებისას სამკურნალო ჯგუფის >/=2 % – ში.
გასტროინტესტინალური სისტემა:
ზოგადი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეპსია, მეტეორიზმი, გულისრევა, შეკრულობა, ღებინება;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
რესპირატორული სისტემა: ფარინგიტი,ზედა სასუნთქი გზების ინფექცია,ხველა.
კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი, ქავილი;
ჰემატოლოგიური სისტემა: ანემია;
ფსიქიატრიული : უძილობა.
საშარდე სისტემა: შარდვის გახშირება,საშარდე სისტემის ინფექციები.
მეტაბოლური და კვებითი : დეჰიდრატაცია.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის დროს მიმართეთ ექიმს !!!
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ. აცეტილსალიცილის მჟავასა და სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჯვარედინი რეაქციების განვითარება.ანამნეზში ბრონქული ასთმა,ცხვირის ლორწოვანი გარსის პოლინოზები, ანგიონევროზული შეშუპეპა,ურტიკარია,აქტიური პეპტიური წყლული.
ორსულობა და ლაქტაცია
მიეკუთვნება კატეგორია C.
მელოქსიკამი ორსულობის დროს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული,როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებელი სჭარბობს მის პოტენციურ რისკს ნაყოფის მიმართ.
ჭარბი დოზირება
მელოქსიკამის დოზის გადაჭარბების შეზღუდული გამოცდილება არსებობს. ცნობილია, რომ ქოლესტრიამინი აჩქარებს მელოქსიკამის კლირენსს.
ანთების საწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების გადაჭარბებული დოზირების სიმპტომები ძირითადად შემოისაზღვრება ლეთარგიით, ძილიანობით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით ეპიგასტრიუმში, რომელიც ხშირად შექცევადია სიმპტომური მკურნალობით. შეიძლება განვითარდეს გასტროინტესტინალური სისხლდენა. მწვავე მოწამვლამ შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტენზია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის დისფუნქცია, რესპირატორული დეპრესია, კომა, კრუნჩხვები, კარდიოვასკულარული კოლაფსი და გულის შეტევა. ანთებისსაწინააღმდეგო არასტერიოდული საშუალებების დოზის გადაჭარბების დროს პაციენტის მკურნალობა სიმპტომატურია. მწვავე მოწამლვების დროს რეკომენდებულია კუჭის ლავაჟი შემდგომში გააქტიურებული ნახშირის მიღებით. კუჭის ლავაჟს დოზის გადაჭარბებიდან 1 საათის შემდეგ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გააქტივებული ნახშირის მიცემა რეკომენდებულია დოზის გადაჭარბებიდან 1-2 საათის განმავლობაში. დოზის აშკარა გადაჭარბების ან მწვავედ სიმპტომატურ პაციენტებში განმეორებით შეიძლება აქტივირებული ნახშირის მიცემა. ფორსირებული დიურეზი, შარდის გატუტოვნება, ჰემოდიალიზი ან ჰემოპერფუზია შეიძლება, არ იყოს სასარგებლო ცილასთან მისი დაკავშირების გამო.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მელოქსიკამის და აცეტილსალიცილის მჟავას, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან მისი კომბინაციით მოსალოდნელია სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება. მელოქსიკამის ლითიუმთან კომბინაცია იწვევს ამ უკანასკნელის კონცენტრციის მომატებას სისხლის პლაზმაში. იგი აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურ ეფექტს ჰემოპოეზზე. ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი. პრეპარატის და კალიუმის შემნახველი დიურეზული სამუალებების ერთროული მიღებით შესაძლებელია, სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება. პრეპარატის და კონტრაცეპტივების კომბინაციით ქვეითდება ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტი. პრეპარატის და ანტიჰიპერტენზული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას, მელოქსიკამის მიერ პროსტაგლანდინ-ვაზოდილატატორების ბლოკირებით ქვეითდება ანტიჰიპერტენზული მოქმედების ეფექტი. ქოლესტირამინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უკავშირდება მელოქსიკამს, რაც იწვევს ორგანიზმიდან მისი გამოყოფის პროცესის დაჩქარებას. პრეპარატისა და ციკლოსპორინის ერთდროული გამოყენებით ადგილი აქვს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიკურობის გაძლიერებას, რის გამოც საჭიროა თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი. ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები იწვევენ ნატრიუმის, კალიუმის, სითხის გამოყოფის შეფერხებას და სალურეზული საშუალებების მოქმედების შესუსტებას, რაც ხელს უწყობს გულის უკმარისობის და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას.
ციმეტიდინი: ციმეტიდინის ერთდროული დანიშვნა (4-ჯერ დღეში) არ ცვლის მელოქსიკამის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკას.
დიგოქსინი: ერთდროულ დანიშვნას მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები არ გამოუწვევია
ვარფარინი: პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ვარფარინს ან მსგავს ანტიკოაგულანტებს უნდა იყვნენ მონიტორირებული ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე, განსაკუთრებით მელოქსიკამით მკურნალობის დაწყების ან ცვლილების პირველ დღეებში, ვინაიდან ასეთი პაციენტების სისხლდენის გაზრდილი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 25oC-მდე ტემპერატურის პირობებში, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა : 4 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.