ტაილოლფენ ჰოტი

  ტაილოლფენ ჰოტი

ტაილოლფენ ჰოტის ზოგადი ინფორმაცია

ტაილოლფენ ჰოტი. TYLOLFEN HOT. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ქლორფენამინი. Paracetamol + Phenylephrine + Chlorphenamine. მწარმოებელი ფირმა – Nobel Ilac Sanayii Ve Ticaret A.S. (თურქეთი).

ტაილოლფენ ჰოტის შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ტაილოლფენ ჰოტი. TYLOLFEN HOT გამოდის ორალური ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილის ფორმით. 1 პაკეტი შეიცავს პარაცეტამოლს (მიკრონიზებული) 500 მგ, ქლორფენირამინის მალეატს 4 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს 10 მგ.თითოეულ პაკეტი აგრეთვე შეიცავს შემდეგ დამხმარე ნივთიერებებს: ნატრიუმის ბენზოატს, საღებავს – ყვითელ ქინოლინს, შაქარ რაფინადს, შაქრის ფხვნილს, ფხვნილს ლიმონის არომატით.

ტაილოლფენ ჰოტის ფასები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე

ტაილოლფენ ჰოტის ფასები ფარმადეპოში
ტაილოლფენ ჰოტის ფასები ავერსში
ტაილოლფენ ჰოტის ფასები psp-ში
ტაილოლფენ ჰოტის ფასები სხვა აფთიაქებში

ინფორმაცია სხვა პრეპარატების შესახებ, რომლებიც იგივე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავენ, რასაც ტაილოლფენ ჰოტი, იხილეთ ქვემოთ, შესაბამის რუბრიკაში.აფთიაქებს დინამიური ინფორმაცია ტაილოლფენ ჰოტის ფასების შესახებ შეუძლიათ მოგვაწოდონ  mpifarm@gmail.com

ტაილოლფენ ჰოტის აქტიური ნივთიერებები

პარაცეტამოლი + ფენილეფრინი + ქლორფენამინი. Paracetamol + Phenylephrine + Chlorphenamine. პარაცეტამოლს + ფენილეფრინს + ქლორფენამინს მიაკუთვნებენ ანილიდების  ჯგუფს.

ტაილოლფენ ჰოტის სინონიმები

ეფექტი ფლუ (Ephact Flu, AVERSI, საქართველო).

ტაილოლფენ ჰოტის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • გაციებასთან დაკავშირებული სიმპტომები
  • გრიპთან დაკავშირებული სიმპტომები

ტაილოლფენ ჰოტის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ტილოლფენ ჰოტს გააჩნია ანალგეზიური, სიცხის დამწევი, ანტიჰისტამური, შეგუბების საწინააღმდეგო თვისებები პარაცეტამოლის, ქლორფენირამინის მალეატის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველობის გამო.
პარაცეტამოლი კლინიკურად დადასტურებული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა. იგი იწვევს ანალგეზიას ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლის გაზრდით და სიცხის დაწევას ჰიპოთალამუსში თერმო-რეგულაციის ცენტრზე მოქმედებით.
ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1 – რეცეპტორის ბლოკატორს და შესაბამისად ამსუბუქებს შემდეგ სიმპტომებს: რინორეა, ცხვირის შეგუბება, სიწითლე და/ან თვალების მომატებული მგრძნობელობა.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს პოსტსინაპსური α – რეცეპტორის ბლოკატორს კარდიოსელექციური ბეტა-რეცეპტორის მცირე მსგავსებით და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მინიმალური მოქმედებით. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი სისხლძარღვებზე შემავიწროვებელ მოქმედებას ახდენს მგრძნობელობის ნერვების დაბოლოებებიდან ნორადრენალინის გამოყოფით და სიხლძარღვებში α – ადრენორეცეპტორების პირდაპირი სტიმულაციით. წარმოადგენს აღიარებულ შეგუბების შემამსუბუქებელ საშუალებას და სისხლძარღვების შევიწროვების საშუალებით ამცირებს ცხვირის შეშუპებას.
ფარმაკოკინეტიკა
ორალურად მიღების შემდეგ პარაცეტამოლი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში 10-დან 60 წუთში ვლინდება. პარაცეტამოლი სწრაფად და რეგულარულად მიეწოდება სხეულის უმეტეს ქსოვილებს. პლაზმის ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 1.25-დან 3 საათს. პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში მიკროსომალური ფერმენტების მეშვეობით. პარაცეტამოლის მიღებული დოზის დაახლოებით 85% შარდით გამოიყოფა როგორც თავისუფალი და კონიუგირებული პარაცეტამოლი 24 საათის განმავლობაში.
ქლორფენირამინის მალეატი ნელა და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პიკური კონცენტრაცია პლაზმაში პრეპარატის მიღებიდან 2.5-დან 6 საათში ვლინდება. ბიოშეღწევადობა 25-დან 50%-ია. აბსორბირებული მედიკამენტის ძირითადი ნაწილი (70%) პლაზმის პროტეინს უკავშირდება. ქლორფენირამინის მალეატი მიეწოდება ქსოვილების უმეტესობას, ცენტრალური ნერვული სისტემის ჩათვლით. ნახევრადდაშლის პერიოდი 2-დან 43 საათამდე მერყეობს და მისი მოქმედების ხანგრძლივობა 4-დან 6 საათამდე გრძელდება. პრეპარატის უმეტესი ნაწილი მეტაბოლიზირდება. მედიკამენტის უცვლელი ნაწილი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდთან ერთად, მცირე ნაწილი კი განავალთან ერთად.
ფენილეფრინის აბსორბაცია ხდება კუჭნაწლავის ტრაქტში, მაგრამ ორალურად მიღებისას ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის ინტესივობის გამო ბიოშეღწევადობა დაბალია. Oორალურად მიღებისას იგი ინარჩუნებს ცხვირში შეგუბების მომხსნელ მოქმედებას. ცხვირში შეგუბების მოსახსნელად ფენილეფრინის ორალურად მიღებისას პრეპარატი 4-6 საათის ინტერვალში მიიღება. ფენილეფრინიც და მისი მეტაბოლიტებიც შარდთან ერთად გამოიყოფა.
ჩვენებები
ტილოლფენ ჰოტი გამოიყენება გაციებასთან და გრიპთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
მიღების წესები და დოზები
ტილოლფენ ჰოტი მიიღება ორალურად ქვემოთ მოცემული მითითებების მიხედვით:
თითოეული პაკეტის შიგთავსი გახსენით 160მლ (=სტანდარტული ზომის ჭიქა)Oცხელ წყალში და დაუყოვნებლივ დალიეთ. პრეპარატის განმეორებით მიღების შემთხვევაში დროის შუალედმა 6 საათი უნდა შეადგინოს. რეკომედირებული მაქსიმალური დღიური დოზა 4 პაკეტია.
სურათების ქვეშ წარწერები:
ჩაყარეთ პაკეტის შიგთავსი ჭიქა წყალში;
გაავსეთ ჭიქის 2/3 ცხელი წყლით;
მოურიეთ, მთლიანად დალიეთ.
პარაცეტამოლის დღიური დოზა პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ღვიძლზე ტოქსიკური მოქმედების საშიშროების გამო.
გვერდითი მოვლენები
ზოგადად პაციენტები ტილოლფენ ჰოტს ადვილად იტანენ.
პარაცეტამოლის თერაპიული დოზები ტოქსიურ ზემოქმედებას არ იწვევს. მან იშვიათად, შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მგრძნობელობითი რეაქციები, როგორიც არის ჭინჭრის ციება, კანის სიწითლე და ქავილი; მისი ხანგრძლივი დროის განმავლობაში და დიდი დოზით გამოყენებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ტრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და პანციტოპენია. ძალიან იშვიათია ნეიტროპენიის, თრომბოციტური პურპურის და აგრანულოციტოზის შემთხვევები.
ქლორფენირამინის მალეატმა, შეიძლება, გამოიწვიოს სედაციური მოქმედება, ბუნდოვანი მხედველობა, შარდის შეკავება, პირის ღრუს სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მადის დაკარგვა, პირღებინება, დიარეა, გახშირებული გულისცემა, არითმია, ჰიპოტონია, ჰეპატიტი, ჰემოლიზური ანემია და ანტიმუსკარინული რეაქცია.
ფენილეფრინის უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოვლინდეს ტაქიკარდიის, კარდიალური არითმიის, გულის ხშირი ცემის, ჰიპერტონიის, პირღებინების, თავის ტკივილის, კანის ალერგიული რეაქციების, ძილის დარღვევების, ჰალუცინაციების და დროდადრო მამაკაცებში შარდის შეკავების სახით.
არასასურველი მოქმედების შემთხვევაში რჩევისთვის ექიმს მიმართეთ.
უკუჩვენება
ტილოლფენ ჰოტის მიღება არ არის რეკომენდირებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა მისი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. ტილოლფენ ჰოტის მიღების წინ პაციენტებს უნდა ეცნობოთ, იმის შესახებ, რომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად და რომ მათი მიღება უნდა შეწყვიტონ ტილოლფენ ჰოტის მიღებამდე 2 კვირით ადრე.
უსაფრთხოების ზომები:
პაციენტებმა, რომლებსაც აწუხებთ ღვიძლის, თირკმლის, გულის და ფილტვის დაავადებები და ანემია, პრეპარატი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მიიღონ.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, თუ ჩ კატეგორიის უკმარისობა აქვთ ჩაილდ-ფუგის კლასიფიკაციის მიხედვით, დღიური დოზა 50% პროცენტით უნდა შემცირდეს.
ტილოლფენ ჰოტის მიღება არ არის რეკომენდირებული ბავშვების მიერ 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში და უფროსების მიერ 10 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ტკივილის გაყუჩების მიზნით. არ შეიძლება პრეპარატის მიღება შებრუნებული ციებისას, რომელიც 3 დღეზე მეტხანს გრძელდება და teperatura 39,50°С მაღალია, თუ ამას ექიმი არ გირჩევთ. პრეპარატს არ აქვს წნევის ამწევი მოქმედება, რომელიც შეინიშნება ფენილეფრინის გამოყენებისას ნორმოტენზიული პირების მიერ. მაგრამ პაციენტებმა, რომელთაც ჰიპერტენზია აწუხებთ, აღნიშნული პრეპარატი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღონ.
პრეპარატებმა, რომლებიც წარმოქმნიან ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებს, როგორიც არის, ალკოჰოლი, ბარბიტურატები, მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, სამციკლიანი ანტიდეპრესანტები, შესაძლოა, გაზარდონ პარაცეტამოლის ჰეპატოტოქსიურობა, განსაკუთრებით ჭარბი დოზის მიღების შემდეგ.
პაციენტებისთვის, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ, პარაცეტამოლის მთლიანი დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, რადგან არსებობს ჰეპატოტოქსიურობის საშიშროება.
ტილოლფენ ჰოტის მიღება არ არის რეკომენდირებული გულის მძიმე დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ბრონქიალური ასთმის, გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის და ჰიპერტონიის მქონე პაციენტებისთვის.
პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიპერტონიის და/ან დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს, ექიმს უნდა მიმართონ შესაბამისი რჩევის მისაღებად.
ტილოლფენ ჰოტის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის რეკომენდირებული.
ფენილეფრინის ერთდროულად მიღებამ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან, ინდომეციტინთან, მეთილდოფასთან, α – და -ადრენერგულ ბლოკატორებთან, შეიძლება, გამოიწვიოს ჰიპერტონული კრიზი.
ორსულობა და ლაქტაცია
პარაცეტამოლი და ქლორფენირამინი – B კატეგორია. ცხოველებზე ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევება აჩვენა, რომ პრეპარატს ფეტოტოქსიური გავლენა არ აქვს; ორსულ ქალებზე პრეპარატის მოქმედებაზე საფუძვლიანად კონტროლირებადი კვლევები არ არის ჩატარებული. პარაცეტამოლი დედის რძეში ძალიან მცირე რაოდენობით გადადის, მაგრამ მისი მოქმედება ჩვილზე არ არის ცნობილი. ქლორფენირამინი აგრეთვე გადადის დედის რძეში. რადგან ანტიჰისტამინური საშუალებები გადაჭარბებულ აღგზნებულობას და შეტევებსაც კი იწვევს, განსაკუთრებით ახალშობილებში და ნაყოფში, პრეპარატის გამოყენება მეძუძური ქალებისთვის მიზანშეწონილი არ არის.
კატეგორია C კატეგორია. აღნიშნულ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად ჭარბობს ჩვილსა და ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.
პრეპარატის გამოყენება ორსული და მეძუძური ქალების მიერ მიზანშეუწონელია თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული.
განსაკუთრებული მითითებები

გავლენა მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის დროს:
ტილოლფენ ჰოტით მკრუნალობისას შესაძლებელია თავბრუსხვევა, შესაბამისად მანქანის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვისას სიფრთხილეა საჭირო. თილოლფენ ჰოტის ალკოჰოლთან ერთად მიღება არ არის მიზანშეწონილი, რადგან შესაძლებელია ამან კიდევ უფრო მოადუნოს ადამიანის ყურადღება.
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნელბივ სამედიცინო პუნქტს უნდა მიმართოს.
პარაცეტამოლის გადაჭარბებული დოზის მიღებამ, შესაძლოა, ზოგიერთ პაციენტში ჰეპატოტოქსიურობა გამოიწვიოს. 12-დან 48 საათში ღვიძლის ფერმენტის დონემ, შეიძლება, აიწიოს. პროთრომბინის დროის ხანგრძლივობამ, შეიძლება, ჩვეულებრივს გადააჭარბოს. მაგრამ კლინიკური სიმტომები თავს იჩენს პრეპარატის მიღებიდან 1-დან 6 საათში. ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოიწვიოს 10 გრ პარაცეტამოლის მიღებამ ზრდასრულ ადამიანებში; ბავშვებში 150 მგ/კგ-ზე ნაკლები დოზით პარაცეტამოლის მიღება ტოქსიკურ ზემოქმედებასთან კავშირში არ არის. ღვიძლზე ტოქსიური ზემოქმედების ადრეული სიმპტომებია გულისრევის შეგრძნება, პირღებინება, ჭარბი ოფლიანობა და დაღლილობის შეგრძნება. რეკომენდირებულია აცეტილცისტეინის დაუყოვნებლივ მიღება ჭარბი დოზის მიღების შემდეგ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დადგენამდე. მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა და იპეკაკუანას სიროფით გულისრევის გამოწვევა. დაკვირვება შეიძლება მოხდეს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაციის დადგენით ჭარბი დოზის მიღებიდან სულ მცირე 4 საათის შემდეგ, აგრეთვე, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ჩატარებით 24 საათიანი ინტერვალებით ჭარბი დოზის მიღების შემდეგ სულ ცოტა 96 საათის განმავლობაში, თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია ღვიძლზე ტოქსიური მიქმედების შესაძლებლობაზე მიუთითებს.
ბავშვებში პარაცეტამოლის მეტაბოლიზმის მრავალფეროვნების გამო, შედარებით იშვიათია მძიმე ინტოქსიკაციის შემთხვევები. თუ პრეპარატის მიღებული დოზა აჭარბებს 150 მგ/კგ-ს, უნდა განისაზღვროს პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია, მაგრამ არა მიღების შემდეგ 4 საათის განმავლობაში. მიზანშეწონილია იპეკაკუანას სიროფით პირღებინების გამოწვევა.
თუ პლაზმაში პარაცეტამოლის კონცენტრაცია აღემატება მითითებულ “ჭარბი დოზის ნომოგრამას”, საჭიროა, აცეტილცისტეინის მიღება. თუ პარაცეტამოლის პლაზმაში კონცეტრაციის დადგენა შეუძლებელია და სავარაუდოდ მიღებული პრეპარატის დოზა 150მგ/კგ-ს აჭარბებს, აგრეთვე მიზანშეწონილია, აცეტილცისტეინის მიღება.
ქლორფენირამინის ტოქსიურობა ვლინდება მიღებიდან რამდენიმე საათში; მკურნალობა ხდება ისევე, როგორც ანტიჰისტამინური/ანტიქოლინერგიული საშუალებების გადაჭარბებული დოზის მიღების შემთხევაში.
ძლიერ გადაჭარბებული დოზის მიღება ვლინდება ჰემოდინამიკური ცვლილებებით და კოლაფსით, რომელსაც თან ახლავს გაძნელებული სუნთქვა. რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა, სიმტომური მკურნალობა და სხვა დამხმარე ზომები. ჰიპერტენზიული ეფექტების მკურნალობა შესაძლებელია i.v. α – რეცეპტორის ბლოკატორით.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თერაპიულ დოზებთან ურთიერთმოქმედება არ ვლინდება. ხანგრძლივი თერაპია მაღალი დოზებით აძლიერებს ანტიკოაგულანტების მოქმედებას. პარაცეტამოლის გაზრდილი დოზებით და ხანგრძლივი დროის მიღების შემთხვევაში, შეიძლება, ურთიერთმოქმედება კურმარინთან, ინდადიონის წარმოებულებთან და ფენოთიაზინთან. ურთიერქმედება შესაძლებელია ანტიფსიქოზურ ფენოთიაზინებთან.
პაციენტებისთვის, რომლებიც კარბამაზეპინის, ფენობარბიტალის, ფენიტოინის, პირიმიდონის მსგავს ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს იღებენ, პარაცეტამოლის შემცირებული დოზის მიღება მიზანშეწონილია.
ქლორფენირამინმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ფენიტოინის მეტაბოლიზმი ღვიძლში და შესაბამისად გაზარდოს პლაზმაში კონცენტრაცია. ქლორფენირამინი იწვევს გაძლიერებულ დამამშვიდებელ მოქმედებას ცენტრალური ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ძილის მომგვრელ საშუალებებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, აგზნების საწინააღმდეგო საშუალებებთან და ფსიქოზური მდგომარეობის სამკურნალო პრეპარატებთან.
შესაძლებელია, სისხლის წნევის მომატება ფენილეფრინის შეგუბების მომხსნელ, სამციკლიან ანტიდეპრესანტებთან, მადის საწინააღმდეგო, ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულანტებთან და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში. მეთილდოპამ, ალფა – და ბეტა – ადრენერგულმა ბლოკატორებმა, განეთიდინმა, შესაძლოა, დაკარგონ ეფექტიანობა ფსევდოეფედრინის ჰიდროქლორიდთან ერთად მიღების შემთხვევაში.
შენახვის პირობები და ვადები
პროდუქტის გამოყენებამდე რჩევისთვის ექიმს მიმართეთ
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ კონტროლირებად ოთახის ტერმერატურაზე, 25oC ქვემოთ, მისივე პაკეტებში.