სებივო

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტელბივუდინი/TELBIVUDINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:სისტემური გამოყენების ანტივირუსული აგენტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ტელბივუდინი……   600 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზას, პოვიდონს, სახამებლეს, მაგნიუმის სტეარატს, კოლოიდურ კრემნიუმის დიოქსიდს, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტელბივუდინი წარმოადგენს თიმიდინის ნუკლეოზიდის სინთეზურ ანალოგს, რომელიც აქტიურია HVB პოლიმერაზ დნმ წინააღმდეგ. იგი ფოსფოლირდება უჯრედული კინაზებით აქტიურ ტრიფოსფატურ ფორმამდე რომელსაც გააჩნია არსებობის უჯრედშიგა ნახევარპერიოდი 14 საათი. ტელბივუდინ-5-ტრიფოსფატი აინჰიბირებს HVB დნმ-ს ბუნებრივ სუბსტრატთან თიმიდინ-5-ტრიფოსფატთან კონკურენციის გზით. ტელბივუდინ-5-ტრიფოსფატის ჩანერგვა ვირუსის დნმ-ში იწვევს დნმ-ის ჯაჭვის დაგრძელებას, რაც იწვევს HVB რეპლიკაციის ინჰიბირებას. ტელბივუდინი წარმოადგენს HVB როგორც პირველი ჯაჭვის (EC50=0.4-1.3 მკგ), ასევე მეორე ჯაჭვის (EC50=0.12-0.24 მკგ) სინთეზის ინჰიბიტორს, და იწვევს მეორე ჯაჭვის წარმოქმნის გამოხატულ ინჰიბირებას. ამის საპირისპიროდ, ტელბივუდინ-5-ტრიფოსფატი, კონცენტრაციით 100 მკგ, არ აინჰიბირებს ალფა, ბეტა და გამა პოლიმერაზების უჯრედულ დნმ-ს. ანალიზებში რომლებიც ეხება მიტოქონდრულ სტრუქტურებს, ადამიანს დნმ-ის ფუნქციასა და შემცველობას, ტელბივუდინი 10 მკმ-დე კონცენტრაციით მნიშვნელოვან ტოქსიკურ გავლენას არ ახდენს და არ იწვევს რძემჟავას პროდუქციის მატებას in vitro.
ტელბივუდინის ანტივირუსული აქტიურობა in vitro შესწავლილია ადამიანის ჰეპატოადენომის უჯრედებში, რომლებიც აექსპრესირებენ HVB, ასევე იხვის პირველად ჰეპატოციტებში, რომლებიც დაინფიცირებული იხვების B ჰეპატიტის ვირუსით (DHVB). ტელბივუდინის კონცენტრაციამ, რომელიც ეფექტურად აინჰიბირებს (EC50) ვირუსის სინთეზის 50%-ს, ორივე სისტემებში, შეადგინა დაახლოებით 0.2 მკგ. ტელბივუდინის ანტივირუსული აქტიურობა სპეციფიკურია ჰეპატიტი B-ის მიმართ. არ გამოვლენილა აქტიურობა მრავალი სხვა რნმ და დნმ ვირუსების წინააღმდეგ, მათ შორის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისადმი (I ტიპი) (მაჩვენებელი EC50 >200 მკმ).
ჰეპადვირუსით დაინფიცირებული ზაზუნების 4 და 12 კვირიან გამოკვლევებში ტელბივუდინი მნიშვნელოვნად აქვეითებდა ვირუსის დნმ-ის დონეს. 28 დღის განმავლობაში 10 მგ/კგ/დღეში დოზით შეყვანისას ვირუსის დნმ-ის დონე შრატში ქვეითდება 8 log10-დან არადეტექტირებად დონემდე (<300 უკოპ/მლ). ტელბივუდინის მოხსნის შემდეგ ვირუსის აღდგენა ხდება ნაკლები დოზით (1 მგ/კგ/დღეში) 12 კვირის განმავლობაში, ყველა ცხოველთან აღინიშნა ვირუსული დატვირთვის დაქვეითება არანაკლებ 6log10 შეფასებულ იქნა ტელბივუდინის აქტიურობა. უჯრედულ ანალიზში, HVB გენომური ვარიაციების მიმართ, რომელიც უკავშირდება რეზისტენტობას ლამივუდინისა და ადენოფოვირისადმი HVB ინფიცირებულ პაციენტებთან. ტელბივუდინი ინარჩუნებს ფენოტიპურ აქტიურობას M204V მიმართ, რაც ლამივუდინის შემთხვევაში იწვევს აქტიურობის 25-ჯერ შემცირებას. ტელბივუდინმა გამოავლინა აქტიურობის 2-ჯერადი მომატება N236T მუტაციის საწინააღმდეგოდ, HVB ინფიცირებულ პაციენტებთან.
HVB ინფიცირებულ პაციენტებთან ლამივუდინის ტიპის ნუკლეოზიდურმა ანალოგებმა შესაძლებელია გამოიწვიონ აიდ ვირუსის რეზისტენტული ხაზების გამოვლენა. რამდენადაც ტელბივუდინი არ არის აქტიური აიდ ვირუსის მიმართ, გამოირიცხება რისკი იმისა, რომ პრეპარატი მოახდენს აიდ ვირუსის YMDD ჯვარედინ-რეზისტენტული ხაზების გაჩენას.

ფარმაკოკინეტიკა:
მისი ერთეული და განმეორებითი დოზების შეყვანისას შესწავლილია ჯანმრთელ სუბიექტებთან და ქრონიკული B ჰეპატიტით დაავადებულებთან. ორივე პოპულაციაში სებივოს ფარმაკოკინეტიკა ერთნაირია.
შეწოვა და ბიოშეღწევადობა: ტელბივუდინი პერორალურად მიღების შემდეგ დოზით 600 მგ დღეში ჯანმრთელ მოხალისეებთან (n=12) მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს საშუალოდ 2 საათში და შეადგენს 3.69±1.25 მკგ/მლ. AUC ტოლი იყო 26.1±7.2 მკგ/სთ-მლ და პლაზმაში კონცენტრაცია დაახლოებით 0.2-0.3 მკგ/მლ. წონასწორული მდგომარეობა დღეში ერთხელ შეყვანისას მიიღწეოდა 5-დან 7 დღემდე პერიოდში დაახლოებით 1.5 ჯერადი კუმულაციის დროს, რაც მიუთითებს ნახევარპერიოდის ეფექტურობაზე, დაახლოებით 15 სთ.
საკვების გავლენა ორალურ შეწოვაზე 600 მგ ერთეული დოზით მიღებისას საკვებთან ერთად ტელბივუდინის შეწოვა და ექსპოზიცია არ იცვლება.
განაწილება: პლაზმის ცილებს ტელბივუდინი უკავშირდება დაბალი ხარისხით (3.3%). პერორალურად მიღების შემდეგ განაწილების დადგენილი მოცულობა აღემატება ორგანიზმში წყლის მოცულობას, რაც მიუთითებს, რომ ტელბივუდინი ფართოდ ვრცელდება ქსოვილებში. ტელბივუდინი ერთნაირად ვრცელდება სისხლის პლაზმასა  და უჯრედებში.
ბიოტრანსფორმაცია: 14C მონიშნული ტელბივუდინის შეყვანის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მისი მეტაბოლიტები არ ვლინდება. ტელბივუდინი არ არის სუბსტრატი, ინჰიბიტორი ან ინდუქტორი ციტოქრომ P450(CYP450) ფერმენტული სისტემისა.
გამოყოფა: პლაზმაში ტელბივუდინის კონცენტრაცია პიკის მიღწევის შემდეგ ქვეითდება ბიოექსპონენციალური პრინციპით ნახევარგამოყოფის (t1/2) საბოლოო პერიოდით 40-49 საათი. ტელბივუდინი გამოიყოფა ძირითადად შარდთან უცვლელი სახით. ტელბივუდინის რენული კლირენსი განაპირობებს გლომერული ფილტრაციის ნორმალურ სიჩქარეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ექსკრეციის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს პასიური დიფუზია. ერთეული ორალური დოზის 500 მგ შეყვანის შემდეგ დოზის დაახლოებით 42%-ის გამოყოფა შარდში გრძელდება 7 დღის განმავლობაში. ვინაიდან გამოყოფის ძირითად გზას წარმოადგენს რენული ექსკრეცია, თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებთან აუცილებელია დოზირების ინტერვალების კორექცია.
პაციენტთა მახასიათებლები
სქესი: ტელბივუდინის ფარმაკოკინეტიკაში არ არსებობს განსხვავებები განპირობებული პაციენტის სქესით.
რასა: ტელბივუდინის ფარმაკოკინეტიკაში არ არსებობს განსხვავებები განპირობებული პაციენტის რასით.
პედიატრიული და გერიატრიული პაციენტები: პედიატრიულ და ხანში შესულ სუბიექტებთან ფარმაკოკინეტიკის გამოკვლევები არ ჩატარებულა.
რენული დარღვევები: ტელბივუდინის ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ ხდებოდა ფარმაკოკინეტიკის შეფასება ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებოდათ ასევე რენული დარღვევები (შეფასება ხდებობა კრეატინინის კლირენსით). გამოკვლევების თანახმად, იმ პაციენტებისათვის, რომელთაც კრეატინინის ინდექსი <50 მლ/წთ, რეკომენდებულია ტელბივუდინის დოზირების ინტერვალის კორექცია ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით.

რენული ფუნქცია

(კრეატინინის კლირენსი მლ/წთ)

Cmax(მკგ/მლ) AUC0-INF (მკგ/მლ) CLრენალ(მკგ/მლ)
ნორმა (>80) (n=8) 600 მგ 3.4 ± 0.9 28.5+9.6 7.6+2.9
სუსტები (50-80) (n=8) 600 მგ 3.2 ± 0.9 32.5 ±10.1 5.0 ±1.2
ზომიერები (30-49) (n=8) 400 მგ 2.8 ± 1.3 36.0 ±13.2 2.6 ±1.2
სერიოზულები (<30) (n=8) 200 მგ 1.6 ± 0.8 32.5 ± 13.2 0.7 ± 0.4
ESRD/ჰემოდიალიზი

ნორმალური (n=6) 200 მგ

2.1 ± 0.9 32.5 ± 13.2

ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები; ჰემოდიალიზი (4 საათამდე) აქვეითებს ტელბივუდინის სისტემურ ექსპოზიციას დაახლოებით 23%-ით. ჩვეულებრივი ჰემოდიალიზის დროს დოზირების ინტერვალის კორექციის შემდეგ, კრეატინინის მაჩვენებლების მიხედვით, დოზის დამატებითი ცვლილება საჭირო არ არის. ტელბივუდინის მიღება რეკომენდებულია ჰემოდიალიზის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ტელბივუდინის ერთჯერადი დოზის შეყვანის შემდეგ აფასებდნენ ფარმაკოკინეტიკას ქრონიკული B ჰეპატმტით დაავადებულ იმ პაციენტებთან, რომელთაც აღენიშნებოდათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. ამგვარი დარღვევების შემდეგ ტელბივუდინის ფარმაკოკინეტიკის ცვლილებები არ აღნიშნულა. ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე სუბიექტებთან შედარებით. ამ გამოკვლევების შედეგები აჩვენებს, რომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებთან დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ჩვენებები:
სებივო ნაჩვენებია ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე ავადმყოფთა სამკურნალოდ, ვირუსის დადგენილი რეპლიკაციითა და ღვიძლის აქტიური ანთებით. ეს ჩვენებები: ეფუძნება HbeAg პოზიტიური და HbcAg-ნეგატიური ქრონიკული B ჰეპატიტიით დაავადებული მოზრდილი პაციენტების ვირუსოლოგიურ, სეროლოგიურ და ჰისტოლოგიურ გამოკვლევებს, მკურნალობიდან ერთი წლის შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: სებივოს რეკომენდებული დოზა ქრონიკული B ჰეპატიტის დროს მოზრდილთათვის შეადგენს 600 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში ერთხელ პერორალურად, საკვებთან ან მის გარეშე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.
რენული დარღვევები/უკმარისობა: სებივოს გამოყენება შეიძლება ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტების მკურნალობისათვის, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დარღვევა. პაციენტებს, რომლებსაც კრეატინინის კლირენსი e”50 მლ/წთ, საჭირო არ არის ტელბივუდინის რეკომენდებული დოზების კორექცია. პაციენტებისათვის, კრეატინინის ინდექსით <50მლ/წთ მათ შორის თირკმლის დაავადების ბოლო სტადიაში (ESRD) მყოფ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე, აუცილებელია დოზების ინტერვალის კორექცია, როგორც ქვემოთაა მოცემული ცხრილში.

კრეატინინის
კლირენსი (მლ/წთ)
ტელბივუდინის დოზა
≥50 600 მგ დღეში ერთხელ
30-39 600 მგ ყოველ 48 სთ-ში
<30 (არ საჭიროებს დიალიზს) 600 მგ  ყოველ 72 სთ-ში
ESRD* 600 მგ ყოველ 96 სთ-ში

* თირკმლის დაავადება ბოლო სტადიაში.
პაციენტები თირკმლის დაავადებით ბოლო სტადიაში: ESRD პაციენტებისათვის სებივო ინიშნება ჰემოდიალიზის შემდეგ.
მიღება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების დროს: ამ კატეგორიის პაციენტებისათვის საჭირო არ არის რეკომენდებული დოზების კორექცია.
პედიატრიული პაციენტები (16 წელზე უმცროსი ასაკისა): 16 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში გამოკვლევები არ ჩატარებულა. ამიტომ საჭირო ინფორმაციის მიღებამდე, სებივოს გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
ხანში შესული პაციენტები (65 წელზე უფროსი ასაკისა): ამჟამად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ასაბუთებენ სპეციალური რეკომენდაციების აუცილებლობას დოზების შერჩევის შესახებ 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისათვის.

გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ გამოკვლევებში დაახლოებით 1500 სუბიექტი ღებულობდა ტელბივუდინს დოზით 1800 მგ/დღეში. გვერდითი რეაქციების შეფასება ჩატარდა ძირითად გამოკვლევებში 007GLOBE, რომელშიც B ქრონიკული ჰეპატიტით დაავადებული 1367 პაციენტი ღებულობდა ტელბივუდინს 600 მგ/დღეში (n=680) ან ლამივუდინს (n=687) ორმაგი ბრმა მეთოდით, 104 კვირის განმავლობაში. 007GLOBE, კვლევებში მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობამ შეადგინა 60 კვირა იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა ტელბივუდინით და ლამივუდინით. ამ გამოკვლევებში, მთლიანობაში, ადარებდნენ ტელბივუდინისა და ლამივუდინის უსაფრთხოების პროფილს.
ტელბივუდინი მაღალი ტოლერანტობისაა, გვერდითი ეფექტების უმრავლესობა კლასიფიცირდება როგორც სუსტი ან ზომიერი. 007GLOBE, გამოკვლევებში იმ პაციენტების რიცხვმა, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა გვერდითი ეფექტების, დაავადების პროგრესირების ან უეფექტობის გამო, მკურნალობის პირველი 52 კვირის განმავლობაში, შეადგინა ტელბივუდინისათვის 0.3% და 1.2% ლამოვუდინისათვტს.
ქვემოთ მოცემულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაფიქსირდა მკურნალობის პირველ 52 კვირაში 007GLOBE, გამოკვლევებში, ორგანოთა სისტემების კლასიფიკაციისა და სიხშირის მიხედვით შემდეგი გრადაციების გამოყენებით: გავრცელებულები (≥1/100 და <1/10); გაუვრცელებელი (≥1/1000 და <1/100). თითოეულ ჯგუფში გვერდითი ეფექტები წარმოდგენილია სერიოზულობის შემცირების მიხედვით.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული – თავბრუსხვევა (სუსტი (10/680); 1.5%)), თავის ტკივილი;
გასტროინტენსტინური დარღვევები გავრცელებული – სისხლში ამილაზის მომატება, დიარეა, ლიპაზის მომატება, გულისრევა;
ჰეპატობილიარული დარღვევები: გავრცელებული – მინოტრანსფერაზის ალანინის მომატება. გაუვრცელებელი – მინოტრანსფერაზის ალანინის მომატება;
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გავრცელებული – გამონაყარი;
კუნთებისა და ჩონჩხის დარღვევები, დარღვეები შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: გავრცელებული – ფოსფოკინაზის კრეატინის მომატება. გაუვრცელებელი – მიოპათია, ართრალგია, მიალგია;
ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მდგომარეობა: გავრცელებული – დაღლილობა (სუსტი (27/680; 4%) ზომიერი – (2/680; 0.3%) გაუვრცელებელი – სისუსტე, დისკომფორტი.
ორივე ნამკურნალებ ჯგუფში აღინიშნა CK მომატება. თუმცა CK საშუალო დონე მაღალი იყო იმ პაციენტებთან, რომელთაც უტარდებოდათ მკურნალობა. ტელბივუდინით 52 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი აღარ მომატებულა. CK მომატება 3/4 ხარისხით 52 კვირის განმავლობაში, აღინიშნა პაციენტთა 7.5 %, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა ტელბივუდინით, და პაციენტების 3.1%, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა ლამივუდინით. უმრავლეს შემთხვევაში CK მომატება იყო ასიპტომატური, და შემდგომში მკურნალობის ფონზე მაჩვენებლები ქვეითდებოდა. მომატებული CK მქონე პაციენტებთან გვერდითი ეფექტების კლინიკურმა ანალიზმა ვერ გამოავლინა არსებითი განსხვავება ტელბივუდინით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფებსა და ლამივუდინით ნამკურნალებ პაციენტთა ჯგუფებს შორის.
ალანინ ამინოტრანსფერაზის უეცარი მკვეთრი მომატების შემთხვევები ანალოგიური იყო ორ ჯგუფში პირველ 6 თვეს, მაგრამ ნაკლები იყო ტელბივუდინისათვის მკურნალობიდან 24 კვირის შემდეგ, როგორც ეს მოყვანილია ქვემოთ ცხრილში.

ალანინამინოტრანსფერაზების აფეთქების კატეგორია1 ტელბივუდინი 600 მგ
(n=680)
ლამივუდინი 100 მგ
(n=687)
ალტ≥2X საწყისი დონე ≥2X ULN (ნორმის ზედა ზღვარი) 0.3% 1.0%
ალტ≥3X საწყისი დონე ≥ 3XULN 0.1% 1.9%
ალტ≥500 სე ≥2X საწყისი
დონე
0.1% 1.2%
ალტ≥2X საწყისი დონე
და ბილირუბინი 2X ≥ საწყისი დონე≥2X ULN
0% 0.4%
სულ 24-დან 52 კვირადე 0.06% 4.5%

1თითოეული პაციენტი წარმოდგენილია მხოლოდ ერთ კატეგორიაში.
B ჰეპატიტის გამწვავება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ პაციენტებში, რომლებმაც შეწყვიტეს B ჰეპატიტის ანტივირუსული თერაპია, აღენიშნათ ჰეპატიტის სერიოზული გამწვავება ტელბივუდინით მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ჰეპატიტის პოსტ-თერაპიული გამწვავების მონაცემები არასაკმარისია.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა ტელბივუდინის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტელბივუდინის მიღების შესახებ ორსულ პაციენტებთან. ცხოველებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა არ აჩვენა რაიმე პირდაპირი ან ირიბი გავლენა ორსულობაზე, ემბრიონის/ნაყოფის განვითარებაზე, მშობიარობაზე ან პოსტნატალურ განვითარებაზე. სებივო გამოიყენება ორსულობის დროს, თუკი დედისათვის მკურნალობის წარმატება აღემატება შთამომავლობისათვის პოტენციურ რისკს.
არ არსებობს მონაცემები დედიდან ახალშობილზე HVB-ის გადაცემაზე ტელბივუდინის ზეგავლენის შესახებ, ამიტომ საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების მიღება, რათა აცილებულ იქნას HVB ინფექციის პოსტნატალური გადაცემა.
შვილოსნობის უნარის მქონე ქალები: სპეციალური მითითებები არ არსებობს.
ლაქტაცია: ტელბივუდინი გამოიყოფა ვირთაგვების რძეში, ცნობილი არ არის, ექსკრეტირდება თუ არა ტელბივუდინი ქალის რძეში. ქალებმა რომლებიც ღებულობენ სებივოს, უნდა შეწყვიტონ ბავშვის ძუძუთი კვება.
ფერტილობა: არ არსებობს კლინიკური მონაცემები ტელბივუდინის გავლენის შესახებ მამაკაცის ან ქალის ფერტილობაზე. რეპროდუქციული ტოქსიკურობის გამოკვლევებში არ დაფიქსირებულა ფერტილობის დარღვევა დედალ ან მამალ ვირთაგვებში სისტემური ექსპოზიციის  დროს, რომელიც 14-ჯერ აღემატება ასეთივეს ადამიანისათვის პრეპარატის თერაპიული დოზის გამოყენებისას.

განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს B ჰეპატიტის მკურნალობა, აღნიშნავდნენ დაავადების სერიოზულ გამწვავებას. ასეთი ავადმყოფებისათვის აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მუდმივი კონტროლი თერაპიის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. თუკი აუცილებელია, გამართლებულია B ანტიჰეპატიტური თერაპიის განახლება. ნუკლეოზიდ/ნუკლეოტიდური ანალოგების გამოყენებისას, ცალკე ან ანტირეტროვირუსულ აგენტებთან კომბინაციაში, აღინიშნებოდა რძის აციდოზი და ძლიერი ჰემატომეგალია ცხიმოვანი დენეგერაციით, მათ შორის ფატალური გამოსავლით.
ტელბივუდინის მიღებისას თერაპიის დაწყებიდან რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვის განმავლობაში, აღინიშნა მიოპათის შემთხვევები. არსებობს მონაცემები მიოპათიის განვითარების შესახებ ამ კლასი სხვა პრეპარატების გამოყენების დროსაც.
ტელბივუდინით ნამკურნალებ პაციენტებთან  გამოვლინდა გაურთულებელი მიალგია.  მიოპათიის არსებობა, რომელსაც განსაზღვრავენ როგორც აუხსნელ მყარ კუნთოვან ტკივილ და/ან კუნთოვან სისუსტეს CK დონეთა მომატების ხარისხის მიხედვით, ნებისმიერ პაციენტთან უნდა განიხილებოდეს აუხსნელ დიფუზურ მიალგიასთან, კუნთების მტკივნეულობასთან ან მათ სისუსტესთან. ტელბივუდინით გამოწვეული მიოპათიის მქონე პაციენტთა შორის არ არსებობს CK მომატების ხარისხის ან პერიოდის უნივერსალური თავისებურებები. გარდა ამისა, ტელბივუდინის რეციპიენტთათვის ცნობილი არ არის მიოპათიის წინასწარგანმწყობი ფაქტორები. პაციენტებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს მყარი კუნთოვანი ტკივილის წარმოქმნის შესახებ. მიალგიის დიაგნოსტირების შემთხვევაში ტელბივუდინით თერაპია წყდება. ცნობილი არ არის, მატულობს თუ არა მიოპათიის რისკი ამ კლასის პრეპარატების ერთდროულად გამოყენებისას სხვა წამლებთან ერთად, რომელთა მიღებას უკავშირებენ მიოპათიის განვითარებას. აუცილებელია ექიმმა დაწვრილებით შეაფასოს პოტენციური რისკი და წარმატება და ჩაატაროს პაციენტის მონიტორინგი.
რენული ფუნქცია: ტელბივუდინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. ამიტომ პაციენტთათვის კრეატინინის კლირენსით 50 მკგ/მლ რეკომენდებულია დოზირების ინტერვალის კორექცია. მათ შორის იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი. გარდა ამისა, სებივოს გამოყენება იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ტელბივუდინის და/ან თანმხლები პრეპარატის კონცენტრაციის ცვლილება.
პაციენტები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ანტივირუსული თერაპიისადმი HVB: ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ინფექციური ვირუსული ჰეპატიტის B მქონე ავადმყოფებთან ტელბივუდინის გამოყენების შესახებ, არ ჩატარებულა. In vitro ტელბივუდინი აქტიურია ჰეპატიტი B(HVB) ვირუსის მუტანტური ხაზის M204V წინააღმდეგ, მაგრამ არ არის აქტიური ორმაგი მუტანტის M204V/L180M ან ერთეული მუტანტის M2041HVB ხაზის წინააღმდეგ.
არ ჩატარებულა ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები ტელბივუდინის გამოყენების შესახებ ადეფოვირის მიმართ რეზისტენტული ინფექციური B ჰეპატიტის მქონე პაციენტებთან; In vitro ტელბივუდინი აქტიურია N236THVB მუტანტური ხაზების წინააღმდეგ.
რეციპიენტები გადანერგილი ღვიძლით: ტელბივუდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ღვიძლის გადანერგვის შემდეგ რეციპიენტ პაციენტებთან დადგენილი არ არის. ტელბივუდინის განმეორებით შეყვანის შემდეგ ციკლოსპირინთან ერთად, მისი ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში არ იცვლება. თუკი აუცილებელია ტელბივუდინის გამოყენება გადანერგილი ღვიძლის მქონე პაციენტთან, რომელიც ღებულობდა ან ეხლა ღებულობს იმუნოდეპრესანტებს, როგორიცაა აციკლოსპორინი ან ტაკროლიმი, სებივოთი მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის კონტროლი.
გამოყენება ხანში შესული პაციენტებთან: ტელბივუდინის კლინიკური გამოყენება არ შესწავლილა 65 წლის ასაკზე უფროს პაციენტებთან; ხანში შესულ პაციენტებთან სებივოს დანიშვნისას აუცილებელია სიფრთხილე, თირკმლის ფუნქციის გამოხატული დაქვეითების გამო, რომელიც დაკავშირებულია თანმხლებ დაავადებასთან ან სხვა სამედიცინო პრეპარატების ერთდროულად მიღებასთან.
ინფორმაცია პაციენტებისათვის: საჭიროა პაციენტების
გაფრთხილება, რომ სებივოთი მკურნალობა არ ამცირებს HVB გადაცემის რისკს სხვა პირებზე სქესობრივი კონტაქტის დროს ან სისხლით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ვინაიდან ტელბივუდინი ძირითადად გამოიყოფა რენული ექსკრეციით, სებივოს მიღებამ იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებიც გავლენას ახდენენ თირკმლის ფუნქციაზე, შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში ტელბივუდინის და/ან ერთდროულად მიღებული ნივთიერებების კონცენტრაციის ცვლილება.
კონცენტრაციებში, რომლებიც  12-ჯერ აღემატება ადამიანის მიერ გამოყენებულს, ტელბივუდინი არ აინჰიბირებს in vitro მეტაბოლიზმს, რომელიც დაკავშირებულია P450(CYP) ციტოქრომის ღვიძლის იზოფერმენტთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, მონაწილეობენ წამლების მეტაბოლიზმში ადამიანებთან: 1A2, 2C9, 2C19, 2D6,2E1, 3A4, ტელბივუდინი არ ახდენს ციტოქრომ P450 იზოფერმენტების ინდუცირებას ცხოველებში. ამ მონაცემების ასევე ტელბივუდინის ელიმინაციის გზის გათვალისწინებით, სებივოს შესაძლო ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პროდუქტებთან, ნაკლებ წარმოსადგენია. ტელბივუდინის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. მისი განმეორებით შეყვანისას ლამივუდინთან, ადეფოვირთან, დიპივოქსილონთან, ციკლოსპორინთან, ან ინტერფერონ-ალფა-2ა კომბინაციაში.

გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე: სპეციალური რეკომენდაციები არ გამოიყენება.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები ჭარბი დოზის შესახებ არ არსებობს. 1800 მგ/დღეში საცდელი დოზების გამოყენებამ, რომელიც 3-ჯერ აღემატება რეკომედებულ დღიურ დოზას, აჩვენა მაღალი ტოლერანტობა. ტელბივუდინის მაქსიმალური ტოლერანტული დოზა განსაზღვრული არ არის. ჭარბი დოზის შემთხვევაში სებივოს მიღება წყდება და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება შემანარჩუნებელი ღონისძიებები.

შეუთავსებლობა: დადგენილი არ არის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: NOVARTIS PHARMA, შვეიცარია

გაფრთხილება