მასტოპათია

მასტოპათია

განასხვავებენ მასტოპათიის 3 სახეს:

  1. დიფუზური მასტოპათია – ვლინდება ტკივილითა და სიმძიმის გრძნობით მკერდის არეში, განსაკუთრებით მენსტრუაციის დაწყებამდე 1 -2 კვირით ადრე. ტკივილი ვრცელდება ორივე სარძევე ჯირკვალზე. პალპაციით აღინიშნება ჯირკვლოვანი კომპონენტი
  2. ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია – სიმპტომატიკით მსგავსია  დიფუზურისა, თუმცა პალპაციით აღინიშნება აგრეთვე მცირე ზომის, მრგვალი, ხშირად მტკივნეული წარმონაქმნები.
  3. კვანძოვანი მასტოპათია – ყოველთვის არაა ტკივილის კომპონენტი; ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ხოლო კვანძოვანი წარმონაქმნები ვლინდება ულტრაბგერითი კვლევით და სხვა პროცედურებით

მასტოპათიის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

მასტოპათიის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები


მასტოპათიის მიზეზები:

სარძევე ჯირკვლების ზრდა-განვითარებას არეგულირებენ ესტროგენები, პროჟესტერონი, პროლაქტინი, სომატოტროპული ჰორმონი. მასტოპათია ვითარდება მათი დისბალანსის შედეგად. მიზეზებია:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • რეპროდუქციული სისტემის პრობლემები
  • გინეკოლოგიური დაავადებები
  • აბორტები
  • ძუძუთი კვების ძალიან ხანმოკლე, ან ძალიან ხანგრძლივი პერიოდი
  • ლაქტაციის აკრძალვა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • იოდის დეფიციტი ორგანიზმში
  • ქრონიკული გადაღლა, სტრესი, დეპრესია
  • სარძევე ჯირკვლების ტრავმები
  • ღვიძლის დაავადებები
  • გვიანი მენოპაუზა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება
  • სიმსუქნე
  • თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლიზმი
  • სიმსივნე ჰიპოთალამუსის, ან ჰიპოფიზის მიდამოში

სიმპტომები

ფიბროზული მასტოპათია იწყება მენსტრუაციის წინ სარძევე ჯირკვლებში ტკივილის შეგრძნებით. ტკივილის მიზეზია შეშუპება და სისხლის შეგუბება სისხლძარღვებში. მენსტრუაციის დამთავრებისთანავე ტკივილი თავისთავად გაივლის. ქალების უმრავლესობა ამას ყურადღებას არ აქცევს. თუმცა დროთა განმავლობაში ტკივილი ღებულობს მუდმივ ხასიათს, ირადირებს ხელში, იღლიის ფოსოში. ჩნდება სხვა სიმპტომებიც:

  • გამკვრივებების, ახალწარმონაქმნების გაჩენა სარძევე ჯირკვლების მიდამოში
  • ლიმფური კვანძების გადიდება იღლიის ფოსოებში
  • გამონადენი ძუძუს დვრილებიდან, ნახეთქები
  • სიმძიმის გრძნობა სარძევე ჯირკვლებში; ყრუ ტკივილი

დიაგნოსტიკა

სწორი დიაგნოზის დასასმელად ექიმი ნიშნავს:

  • სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა ან მამოგრაფია
  • ზოგიერთი ჰორმონის დონის განსაზღვრა
  • საეჭვო კვანძების აღმოჩენისას – ბიოფსია

ანალიზების შდეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი კონსულტაციები სხვა სპეციალისტებთან – გინეკოლოგთან, ენდოკრინოლოგთან.

მკურნალობა

დიფუზური მასტოპათია კარგად ექვემდებარება მკურნალობას, ვინაიდან პათოლოგია გამოწვეულია ჰორმონული დისბალანსით; პაციენტს ენიშნება პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ჰორმონების დონეს ორგანიზმში.

პროფილაქტიკა

რეკომენდებულია:

  • სტრესების თავიდან აცილება
  • ნორმალური ძილი
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი
  • რაციონალური კვება

ასევე მნიშვნელოვანია ქვედა თეთრეულის შერჩევა. ბიუსჰალტერი კარგად უნდა იჭერდეს მკერდს; უპირატესობა ენიჭება ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებულს.
პროფილაქტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია თვითგასინჯვა – სასურველია მენსტრუალური ციკლის მე-5 – 6 დღეს (მენოპაუზის დროს ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში).
კვება როგორც მასტოპათიის დროს, ასევე მისი პროფილაქტიკის მიზნით, უნდა იყოს ბალანსირებული.
და ბოლოს – დაავადების პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებლად მიმართეთ ექიმს! 
გადასვლა >>> გინეკოლოგიური დაავადებები


მასტოპათია ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1 ,


 

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian