ადენოვირუსული ინფექცია

 ადენოვირუსული დაავადებები

ადენოვირუსული დაავადებები   მწვავე ინფექციური დაავადებებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა გამომწვევიც ადენოვირუსებია, დამახასიათებელია სასუნთქი გზების, თვალების, ნაწლავების ლორწოვანი გარსების და ასევე ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანება. ადენოვირუსები მდგრადია დაბალი ტემპერატურისადმი და იოლად იღუპება ულტრაიისფერი სხივებითა და სადეზინფექციო საშუალებებით ზემოქმედებისას. >>>>

ადენოვირუსული ინფექციის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე დაავადების გადატანის შემდეგ გამოჯანმრთელებული (ვირუსი გამოიყოფა 50 და მეტი დღის განმავლობაში) და ვირუსმტარებელი პირები. ადენოვირუსული დაავადების ფარული პერიოდი საშუალოდ 5-7 დღეს შეადგენს, იწყება მწვავედ, შემცივნებით, ასევე ახასიათებს ზომიერი თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, ტკივილი კუნთებში, სახსრებსა და ძვლებში. ადენოვირუსული ინფექციის მე-2-3 დღეს სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა მოიმატოს 38-390С-მდე. დაავადების დაწყების პირველივე დღიდან აღინიშნება სურდო უხვი სეროზულ-ლორწოვანი, მოგვიანებით კი ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით, ხშირია ყელის ტკივილი, ხველა, ხმის ჩახლეჩვა. ავადმყოფების დიდ ნაწილში  პირველ დღეებში ვითარდება კონიუნქტივიტი, შეინიშნება ლიმფური კვანძების გადიდება. შესაძლებელია კუჭის მოქმედების გახშირება, ვლინდება ტკივილი მუცელში, გულისრევა და ღებინება.

ადენოვირუსული დაავადების მკურნალობა ჩვეულებრივ ტარდება სახლის პირობებში. ავადმყოფი იზოლირებული უნდა იყოს ცალკე ოთახში. ცხელების პერიოდში აუცილებელია წოლითი რეჟიმი, სრულფასოვანი კვება, ვიტამინებით მდიდარი საკვები. ინიშნება ანტივირუსული საშუალებები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები