ანჰიდროზი

ანჰიდროზი

ანჰიდროზი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ოფლის გამოყოფის არარსებობით.

ანჰიდროზის კლასიფიკაცია:

  • მწვავე ანჰიდროზი ვითარდება ოფლის გამოყოფის ფუნქციონალური დარღვევებისას (მაგალითად, ორგანიზმის სწრაფი და მნიშვნელოვანი გაუწყლოებისას, ზოგიერთი მოწამვლებისა და ინტოქსიკაციებისას (მაგ. ქოლერა, ორსულთა ტოქსიკოზი, სხივური დაავადება);
  • ქრონიკული ანჰიდროზი, როგორც წესი, ვითარდება ოფლის ჯირკვლების ჰიპო- ან აპლაზიის დროს;
  • ტროპიკული ანჰიდროზი (ტროპიკული ანჰიდროზული ასთენია, ობრეინის ტროპიკული ანჰიდროზი, შელის ღრმა ოფლიანობა) აღინიშნება ტროპიკული კლიმატის პირობებში და თან ახლავს მას ვეზიკულური გამონაყარი;
  • ლოკალიზაციის მიხედვით განარჩევენ კეროვან და გენერალიზებულ ანჰიდროზს.

ანჰიდროზის მიზეზები:

  • დაბერება;
  • სხივური დერმატიტი;
  • ქრონიკული ატროფიული დერმატიტი;
  • სკლეროდერმია;
  • ზურგის ტვინის დაზიანება;
  • აკრიქინით მოწამვლა;
  • მილიარია;
  • სიმპატექტომია;
  • პერიფერიული ნეიროპათია;
  • განგლიობლოკატორების მიღება;
  • ანჰიდროზული ექტოდერმული დისპლაზია;
  • ქოლინობლოკატორები;
  • ისტერია;
  • ზურგის ტვინის ღეროს სიმსივნეები;
  • ფაბრის დაავადება.

ანჰიდროზის სიმპტომები:

პაციენტს აღენიშნება კანის გამუდმებული სიმშრალე, რომლის ფონზეც მოგვიანებით ვითარდება გამოშრობა, ნახეთქები და დერმატიტები.

ანჰიდროზის მკურნალობა:

ზოგადი თერაპიის სახით პაციენტს ენიშნება ვიტამინები, კერძოდ A და E. ადგილობრივად გამოიყენება სხვადასხვა ხსნარები და ლოსიონები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988