ასთენიური სინდრომი

ასთენიური სინდრომი

ასთენიური სინდრომი (ბერძნ. Astheneia სისუსტე, უძლურობა) – ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება დაქანცულობით, და ასევე გამაღიზიანებელი სისუსტით (ძლიერი აგძნებადობა შესაძლებელია შეიცვალოს ტირილით ან სინანულის შეგრძნებით), არამდგრადი, როგორც წესი, დაქვეითებული ხასიათით. შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სომატური დარღვევების, ინტოქსიკაციების, ქალა-ტვინის ტრავმების  შედეგი. ასეთი დაავადებების დროს აღინიშნება  ჰიპერტონული დაავადება, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი, პროგრესირებადი დამბლა, ენცეფალიტი და სხვა.

ასთენიური სინდრომის განვითარებას უკავშირებენ პრემორბიდას და კონსტიტუციის თავისებურებებს. ასთენიური სინდრომის გაჩენა აიხსნება ასევე ნერვული ელემენტების გამოფიტვით ენერგიის ჭარბი ხარჯვის, არასრულფასოვანი კვების, უჯრედშიდა ცვლის დარღვევის შედეგად და სხვა.

საბოლოო ჯამში ასთენიური სინდრომი უმჯობესია განიხილებოდეს როგორც  ადამიანის ადაპტაციური რეაქცია, რომელსაც თან სდევს სხვადსხვა ორგანთა სისტემების მოქმედების ინტენსივობის შემცირება  დარღვეული პროცესების შემდგომი აღდგენის შესაძლებლობით.

ასთენიური სინდრომის პირველ გამოვლინებებს წარმოადგენენ  დაქანცულობა და გაღიზიანებადობა, რომელიც თანდართულია მოუთმენლობით და ქმედებისადმი  მუდმივი მისწრაფებით ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც დასვენებისათვის განკუთვნილ ვითარებაში. დამახასიათებელია ჰიპერესთეზია – კაშკაშა შუქის, ხმამაღალი ხმების, მძაფრი არომატების აუტანლობა. არაიშვიათად აღინიშნება თავის ტკივილები, ძილის დარღვევები მუდმივი ძილიანობის ან უძილობის სახით, ვეგეტატიური დარღვევები. ავადმყოფებს აღენიშნებათ ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილება ატმოსფერულ წნევაზე დამოკიდებულებით, მისი დავარდნისას ძლიერდება დაქანცულობა, გაღიზიანებადობა, სისუსტე, ჰიპერესტეზია (პიროგოვის სიმპტომი, განსაკუთრებით გამოკვეთილია ცნს-ის ორგანული დაზიანებების დროს). ასთენიური დარღვევები, როგორც წესი, ვითარდება უეცრად, მზარდი ინტენსივობით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია თანხლებული იყოს ასპონტანურობით, პასიურობით, აპათიით.

კლინიკური სურათი

კლინიკურ სურათს გააჩნია რიგი თავისებურებები ასთნიური სინდრომის გამომწვევი მიზეზების მიხედვით. სომატური დაავადებების შემდეგ არაიშვიათად ვითარდება ემოციურ-ჰიპერსთენიული სისუსტის მდგომარეობა, რომლის დროსაც დაქანცულობის შეგრძნება და არამდგრადი გუნებაგანწყობა თანხლებულია უმნიშვნელო ემოციური დაძაბულობის აუტანლობით, ასევე ჰიპერტენზიით. ქალა-ტვინის ტრავმის შემდგომ ასთენიური დარღვევები ხასიათდება გამაღიზიანებელი სისუსტით, არამდგრადი გუნეგანწყობით, მენთიზმით, რომელიც თანდართულია თავის ტკივილებით და ვეგეტატიური დარღვევებით.  ჰიპერტონული დაავადების საწყის პერიოდში ასთენიური სინდრომი იღებს „ მოუსვენარი დაღლილობის“ ხასიათს;  თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს  ვითარდება მკვეთრად გამოხატული დაღლილობა,  გამაღიზიანებელი სისუსტე, გუნებაგანწყობის დავარდნა ტირილიანობით.

დიაგნოზი

დიაგნოზი დგინდება კლინიკური სურათის საფუძველზე.  ასთენიური სინდრომის თავისებურებები, ასევე ასთენიური სინდრომის შეხამება დაავადების სხვა გამოვლინებებთან იძლევა საშუალებას განისაზღვროს მდგომარეობის ნოზოლოგიური კუთვნილება. აუცილებელია ასთენიური სინდრომი  განვასხვავოთ არამკაფიოდ გამოხატული დეპრესიულ მდგომარეობებისაგან, რომელიც ვლინდება არამხოლოდ დავარდნილი გუნებაგანწყობით, არამედ სისუსტის, გარემომცველი გარემოსადმი გულგრილობის, შეუძლოთ ყოფნის სუბიექტური შეგრძნებით.

მკურნალობა

მკურნალობა მიმართულია ასთენიური სინდრომის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისაკენ.

ფსიქიკური დაავადებები


ლალი დათეშიძეარჩილ შენგელიასამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ასთენიური სინდრომი – ასთენია. მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ადვილად დაღლით, ხასიათის სწრაფი ცვალებადობით. გამღიზიანებლობით. ჰიპერესთეზიით. ვეგეტატიური დარღვევებით. უძილობით. არჩევენ ჰიპერსთენიულ (შედეგად აქტიური შემუხრუჭების ფუნქციის დარღვევის), ჰიპოსთენიურ (აღგზნებადობის პროცესის დაქვეითებისას), ინტოქსიკაციურს (ტოქსიკომანიის და ინტოქსიკაციის ნიადაგზე), ინფექციურ (ინფექციური დაავადებების დროს ან შემდეგ – სინონიმია ბონგეფერის ასთენია). არჩევენ ორგანულ ანუ ფსევდონევრასთენიას, (აღინიშნება თავის ტვინის ორგანულ დაზიანებათა დროს), პერიოდულ, ფსიქიკურ (ძირითადად ფსიქიკური პროცესების აღდგენითი დამუხრუჭებით), ფიზიკურ (სწრაფი ფიზიკური გამოფიტვის სიჭარბით) ასთენიებს. [“3”]