აუტისტური სპექტრის აშლილობა

ამ გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ნივთები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის   ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

♦ სხვადასხვა ნივთები ბავშვებისათვის აუტისტური სპექტრის აშლილობით

საჩუქრები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისათვის  ,,ამაზონზე” >>

  ლოგისტიკის განყოფილება ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

აუტისტური სპექტრის აშლილობა  – ადამიანის ნეი­რო­გან­ვითარების დარ­ღვევა, რომლისთვისაც და­მა­­ხა­სიათებელია ქცევითი დარ­ღვე­ვები, გა­დახ­რები სო­ცია­ლურ ურთიერ­თო­ბებ­ში. აუტისტური სპექტრის აშლილობა გამოხა­ტულია სხვა­დას­ხვა ფორმებით, გარდა ამისა შე­საძ­ლოა აღინიშ­ნე­ბო­დეს სხვა გო­ნებ­რივი გან­ვი­თარე­ბის პათოლოგიებთან ერთად.
დაავადების გამოვლინების სიმძიმე ვარირებს მსუბუქი ფორმებიდან საკმაოდ მძიმედ გამოხატულ დარღვევებამდე. მსუბუქი ფორმების დროს ადამიანი შესაძლოა სრულიად ნორმა­ლუ­რად გამოიყურებოდეს, მძიმე ფორმის დროს კი ხშირად მთლიანად არის მოშლილი თავის ტვინის ფუნქცია. წარსულში ხშირად ხდებოდა დაავადების არევა ბავშვთა შიზოფრენიასა და ფსიქოზთან.  ინფორმაციის დაგროვებასთან ერთად გახშირდა დიაგნოსტიკის შემთხვევები.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მეცნიერები გამოყოფენ სამ დამახასიათებლ ნიშანს,  რომელთა მეშვეობითაც  შეიძლება განვსაზღვროთ, აქვს თუ არა ადამიანს აუტისტური სპექტრის აშლილობა:

  • სოციალური ურთიერთობის დარღვევა
  • სირთულეები სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის მხრივ
  • ქცევითი თავისებურებები

სოციალური ურთიერთობის დარღვევა

აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული ადამიანისათვის სიძნელეს წარმოადგენს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვნია საზოგადოებაში არსებობისათვის. დარღვევები შესაძლოა იმდენად სერიოზული იყოს, რომ გავლენა იქონიოს დედისა და შვილის ურთიერთობაზე. მნიშვნლოვანია იმის ცოდნა, რომ დაავადებული ბავშვები ნორმალურ ბავშვებთან შედარებით  განსხვავებულად გამოხატავენ მიჯაჭვულობასა და სიყვარულს მშობლებისა და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მასზე ზრუნავენ.
საწყის ეტაპზე, როდესაც  ბავშვი ნაკლებად ურთიერთობს სხვა ბავშვებთან და მშობლებთან,  ძნელია დაავადების დიაგნოზის დასმა. განვითარებასთან ერთად საზოგადოებასთან ურთიერთკავშირი  უფრო და  უფრო უცნაური ხდება. ქცევის თავისებურებები ხშირად ეხება ვიზუალურ კონტაქტს, სახის გამომეტყველებასა და სხეულის პოზიციას.
ჩვეულებრივ აუტისტ ბავშვს უჭირს თანატოლებთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება, რის გამოც საზოგადოებისაგან იზოლირებულნი არიან. გარდა ამისა მათი თანატოლებისაგან განსხავებით არ გამოხატავენ ინტერესს თამაშებისა და სხვადასხვა სახის  საქმიანობის მიმართ. მძიმე შემთხვევებში აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებულმა ბავშვმა შესაძლოა ვერც შენიშნოს მის ირგვლივ სხვა ადამიანების არსებობა.

სირთულეები სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში

დაავადებულებში ჩვეულებრივ დარღვეულია კომუნიკაციური შესაძლებლობები, ასეთი ადამიანები უბრალოდ ვერ გებულობენ მას რას  ეუბნებიან, ვერ გებულობენ სხვადასხვა საბავშვო თამაშების აზრს, როგორიცაა მაგალითად, დამალობანა.
აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად არ ერთვებიან დიალოგში. ჩვეულებრივ მეორე ადამიანის საუბარი და ის თუ როგორ გამოხატავს ის თავის აზრს, მათმიერ აღიქმება, როგორც გაუგებარი რამ. ასევე დამახასიათებელია ყოველგვარ ემოციებს მოკლებული მონოტონური საუბრის მანერა, ხშირად ამოკლებენ ფრაზებს, იმეორებენ სხვის ნათქვამს, რასაც ექოლალია ეწოდება. ზოგ ადამიანს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ ეს გამეორება ნიჭის მანიშნებელია (მაგალითად სიმღერის გამეორება), თუმცა მათთვის სრულიად გაუგებარია  საკუთარი ნათქვამის შინაარსი.

ქცევითი თავისებურებები

აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული ბავშვი ან მოზრდილი გამოირჩევა მგრძნობელობის მომატებით, ეს შეიძლება ეხებოდეს სენსორულ ან ტაქტილურ ნაწილს. შედეგად კი აღინიშნება ხმაურის, ხალხმრავლობის, ვიზუალური  და ტაქტილური სტიმულაციის ძლიერი აუტანლობა. ზოგიერთი მათგანისათვის ხმაურიანმა  საღამოებმა და ხალხმრავლობამ  შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიღოს.
გასაოცარია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებულების მიერ ტანსაცმლის იარლიყიც კი აღიქმება, როგორც რაღაც ავადმყოფური. ასევე მათთვის შეიძლება აუტანელი იყოს: ფეხშიშველი სიარული, თამაში  საგნების  მოდელირებით, და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს სადღესასწაულო ტორტიც კი. მეორეს მხრივ ზოგ შემთხვევაში ვლინდება იგივე სახის გამღიზიანებელზე განუვითარებელი რეაქციები.

აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული ადამიანის საქციელის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასეთი ადამიანები ხშირად ეხებიან სხვადასხვა საგნებს, რათა შეიგრძნონ მათი ფორმა. მათთვის სირთულეს წარმოადგენს სხვებისთვის ერთი შეხედვით მარტივი პროცედურების ჩატარება, როგორიცაა მაგალითად აბაზანის მიღება; აუტისტს ესაჭიროება განსაზღვრული  მოცულობის წყალი აბაზანაში, წყლის ზუსტი ტემპერატურა, ერთიდაიგივე პირსახოცი და საპონი, რომლითაც ის ადრე სარგებლობდა.
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს არამიზანმიმართული ქცევა ან ქმედება, მაგალითად, საკუთარი თმის მუდმივი მოქაჩვა,  თითებზე დახვევა, თითისწვერებზე სიარული, ტაშის დაკვრა და სხვა მსგავსი ქმედებები, ერთიდაიგივე თამაში, სათამაშო, მოზრდილის შემთხვევაში აკვიატებულ საგანს ხშირად წარმოადგენს ესა თუ ის ტანსაცმელი ან ყოველდღე ერთიდაიგივე მოქმედების შესრულება.
ნებისმიერი ხელის შეშლის მცდელობისას აუტისტისაგან მოსალოდნელია არაპროოგნოზირებადი საქციელი, ასეთ დროს მათგან უნდა ველოდეთ თავდასხმასაც. დაავადებულების ყურადღებას განსაუთრებით იქცევს საგნები, რომელთა მობრუნება, გახსნა და დაკეტვაა შესაძლებელი. მარტო დარჩენის შემთხვევაში აუტისტს შეუძლია საათობით ატრიალოს ესა თუ ის საგანი, ჩართოს და გამორთოს შუქი. ზოგ მათგანს „უყვარდება“ ისეთი უსულო საგნები, როგორიცაა სკრეპები ან ქაღალდის ნაჭრები.

გამომწვევი მიზეზები

დაავადება წლების წინ შეტანილი იყო ფსიქიატრიულ დაავადებათა რიცხვში, თუმცა საბოლოოდ დღეისათვის  არაა დადგენილი მისი გამომწვევი რეალური მიზეზი. არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევების დროს ერთერთი სიმპტომთაგანი შესაძლოა იყოს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ასეთია მაგალითად  სკლეროზი  (გენეტიკური დარღვევა), ზოგიერთი თანდაყოლილი დეფექტები, დაკავშირებული მეტაბოლური პროცესების დარღვევასთან, ნევროლოგიური დარღვევები, რომლებიც თავის ტვინის განვითარებაზე მოქმედებენ. არსებობს ასევე გარკვეული კავშირი  ეპილეფსიასთან,  დაავადებულ პაციენტებში, 20-30% -ში აღინიშნება კრუნჩხვითი შეტევები, და პირიქით ეპილეფსიით დაავადებულებში  შეიძლება განვითარდეს დაავადება.

არის თუ არა აუტისტური სპექტრის აშლილობა გენეტიკური დაავადება?

რადგანაც დაავადება კავშირშია ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებასთან (სკლეროზი, მსხვრევადი X ქრომოსომა), ისმის კითხვა, შეიძლება თუ არა აუტისტური სპექტრის აშლილობა იყოს გენეტიკური დაავადება, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი რთულია. ბოლო კვლევების მიხედვით დაავადების ერთერთი გამომწვევი მიზეზი 13 ქრომოსომის უბნის დარღვევაა,  ზოგიერთ ოჯახში აღინიშნება მისი გადაცემა მემკვიდრეობით, თუმცა სხვა შემთხვევებში წინა თაობაში არ გვხვდება დაავადების შემთხვევები, მაგრამ ერთდროულად დაავადებით დაავდებულია დედმამიშვილები. აქედან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მეცნიერების მიერ მალე მოხდება აუტიზმის გენის აღმოჩენა.

დიაგნოსტიკა

აუტიზმზე ეჭვი უნდა მივიტანოთ, თუ სამი წლის ასაკისათვის ბავშვი  ჩამორჩება განვითარების მხრივ, არ ურთიერთობს სხვა ადამიანებთან. აუცილებელია ნევროლოგიური და ფსიქიკური კუთხით გამოკვლევის ჩატარება სპეციალისტის მიერ.

მკურნალობა

აუტისტური სპექტრის აშლილობის განკურნება არ ხდება, მკურნალობა მოიცავს მშობლების სწორ განათლებასა და ინფორმირებას. აღინიშნება ტენდენცია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული  ბავშვი მოთავსებულ იქნეს მცირე კლასებში, რადგან თავისუფალნი იყვნენ სმენითი და ვიზუალური სტიმულაციისაგან.
აუცილებელია მკურნალობის პროცესში მთელი ოჯახის ჩართვა. დაავადებულ ბავშვს უნდა ვასწავლოთ ურთიერთობა ხალხთან. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დაავადება საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს  ინდივიდუალურად.


აუტისტური სპექტრის აშლილობა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 აუტისტური სპექტრის აშლილობა – ადამიანის ნეი­რო­გან­ვითარების დარ­ღვევა, რომლისთვისაც და­მა­­ხა­სიათებელია ქცევითი დარ­ღვე­ვები, გა­დახ­რები სო­ცია­ლურ ურთიერ­თო­ბებ­ში.
👩‍🔬 მეცნიერები გამოყოფენ სამ დამახასიათებლ ნიშანს, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება განვსაზღვროთ, აქვს თუ არა ადამიანს აუტისტური სპექტრის აშლილობა:
➡️ სოციალური ურთიერთობის დარღვევა;
➡️ სირთულეები სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის მხრივ;
➡️ ქცევითი თავისებურებები;
🫂 დაავადებულებში ჩვეულებრივ დარღვეულია კომუნიკაციური შესაძლებლობები, ასეთი ადამიანები უბრალოდ ვერ გებულობენ მას რას ეუბნებიან, ვერ გებულობენ სხვადასხვა საბავშვო თამაშების აზრს, როგორიცაა მაგალითად, დამალობანა.
⭕️ აუტისტური სპექტრის აშლილობით დაავადებული ბავშვი ან მოზრდილი გამოირჩევა მგრძნობელობის მომატებით, ეს შეიძლება ეხებოდეს სენსორულ ან ტაქტილურ ნაწილს.
🔈 შედეგად კი აღინიშნება ხმაურის, ხალხმრავლობის, ვიზუალური და ტაქტილური სტიმულაციის ძლიერი აუტანლობა.
👉 შეიტყვეთ მეტი სტატიიდან –

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

იხ. ასევე: 1. აუტიზმი და შინაური ცხოველები; 2. რა ვაჩუქოთ აუტისტ ბავშვს?; 3. შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.