ეროზია და ორსულობა

ეროზია და ორსულობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ გადასვლა >> ინტერნეტ-მაღაზიები

საშვილოსნოს ყელის ეროზია – ერთერთი გავრცელებული დიაგნოზია, რომელიც ხშირად გვხვდება ახალგაზრდა ქალბატონებში. მასში მოიაზრება საშვილოსნოს ყელის რღვევითი პროცესი, ადგილი აქვს საშვილოსნოს ყელის ამომფენი უჯრედების ტრანსფორმაციას. საშვილოსნოს ყელის ეროზიის მიზეზები მრავარიცხოვანია, ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ყელის თანდაყოლილი  პათოლოგია, მექანიკური დაზიანება, ინფექციური ხასიათის გინეკოლოგი იური დაავადება და სხვა. მთავარია გვახსოვდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საშვილოსნოს ყელის ეროზიის უყურადღებოდ დატოვება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროზია შესაძლოა გახდეს მთელი ორგანიზმის ინფიცირების წყარო. ყველაზე  ცუდი გამოსავალია საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება.
საშვილოსნოს ყელის ეროზია განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს დაორსულებისათვის.

ეროზიაზე  ეჭვის მიტანისას აუცილებელია:

  • სასწრაფოდ მივაკითხოთ ექიმ-გინეკოლოგს, რომელიც სპეციალიზირებულია უშუალოდ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიაზე;
  • ჩავიტაროთ კოლპოსკოპია, რაც საშუალებას აძლევს გინეკოლოგს დასვას ზუსტი დიაგნოზი;
  • ჩატარდეს ნაცხის ანალიზი ინფექციებზე და მისი აღმოცენისთანავე მოხდეს სათანადო მკურნალობის კურსის დანიშვნა ეროზიის მკურნალობამდე;
  • ციტოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. ამ მიზნით ხდება საშვილოსნოს ყელიდან ანაფხეკი მასალის აღება. აღნიშნული ანალიზი იძლევა ინფორმაციას უჯრედების მდგომარეობის შესახებ;
  • აუცილებლობის შემთხვევაში ბიოპსია – საშვილოსნოს ყელის ქსოვილის, ბიოპტატის ჰისტოლოგიური შესწავლა. ბიოპსიის  ჩატარება უნდა მოხდეს ინფექციის მკურნალობის შემდეგ;
  • თუ დადგა საშვილოსნოს ყელის ეროზიის მოწვის აუცილებლობა, აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე უნდა ვუმკურნალოთ საშვილოსნოსა და საშოს ანთებით პროცესებს

მკურნალობა

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ არანამშობიარებ ქალებში არ არსებობს საშვილოსნოს ყელის ეროზიის მოწვის აუცილებლობა.
ეს მოსაზრება ემყარება იმ ფაქტს, რომ ადრე მოწვა ეროზიის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი იყო და მოცემული პროცედურა ტარდებოდა მოძველებული ინსტრუმენტებით, ტოვებდა ნაწიბურს, რაც შემდგომ სამშობიარო მოქმედების დროს საშვილოსნოს გასკდომის მიზეზი ხდებოდა.
საშვილოსნოს ყელის მკურნალობის შედარებით თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს – დაზიანებული უბნების ლაზერული ამოკვეთა, არ ტოვებს ნაწიბურს და იძლევა საშუალებას მოხდეს დაზიანებული უბნების სხვადასხვა სიღრმეზე ამოკვეთა. არსებობს მკურნალობის სხვა მეთოდებიც – კრიოთერაპია რომლის დროსაც გამოიყენება თხევადი აზოტი და ეროზიის რადიოტალღური მოცილება.
უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ეროზიის ზომას, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც დიდი, ისე მცირე ზომის დაზიანების დროსაც უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა. ექიმები კატეგორიულად კრძალავენ მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენებას.
წარმატებული მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ შეიძლება ორსულობის დაგეგმვა.
თუ ეროზია აღმოჩნდა ორსულობის დროს, მისი მოცილება არაა რეკომენდებული, საშვილოსნოს ყელის ეროზია საფრთხეს არ უქმნის არც დედას და არც ბავშვს, მკურნალობა უნდა ჩატარდეს მშობიარობის შემდეგ.
ნებისმიერი ასაკის ქალის მთავარი ამოცანაა დროული მიმართვა გინეკოლოგი თან და აღმოჩენილი პათოლოგიის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

 

.