კლიმაქტერული პერიოდი (სინონიმი: კლიმაქსი, მენოპაუზა, კლიმაქტერიუმი) – ადამიანის ცხოვრების ფიზიოლოგიური პერიოდი, რომელიც ხასიათდება სასქესო სისტემის უკუგანვითარებით (ინვოლუციით), ვითარდება ორგანიზმის საერთო ასაკობრივი ცვლილებების ფონზე.
კლიმაქტერული პერიოდი ქალებში
ქალებში კლიმაქსის დადგომა დაკავშირებულია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემის ფუნქციურ ცვლილებებთან და მჟღავნდება მენსტრუალური ფუნქციის თანდათანობითი შეწყვეტით, შემდგომ ასევე საკვერცხეების ჰორმონალური აქტივობისაც.
კლიმაქტერული პერიოდის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”
ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი ვიტამინები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი პრობიოტიკები
წონაში დასაკლები საშუალებები მენოპაუზის დროს
ომეგა-3
სტადიები
კლიმაქსის მიმდინარეობაში გამოიყოფა განვითარების 2 ფაზა ან სტადია.
პირველი მათგანი – მენსტრუალური ფუნქციის კლიმაქსური ცვლილებების პერიოდია – დგება 43-45 წლის ასაკში და შემდგომაც, გრძელდება დაახლოებით 1,5 – 2 წლის განმავლობაში მენსტრუალური ფუნქციის (მენოპაუზის) სრულ შეწყვეტამდე. კლიმაქსის პირველი ფაზისთვის უფრო ტიპიურია მენსტრუაციის რითმისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ქალთა უმრავლესობაში მენსტრუაციებს შორის ინტერვალები მატულობს და სისხლდენის ინტენსივობა კლებულობს. იშვიათად აღინიშნება ინტერვალების შემოკლება და სისხლდენების მომატება.
მენოპაუზის დადგომის დრო მერყეობს 45-46 წლიდან 50 წლამდე.
კლიმაქსის მეორე ფაზის ხანგრძლივობის – მენსტრუალური ფუნქციის შეწყვეტის შემდეგ საკვერცხეების ჰორმონალური აქტივობის დაქვეითება – დადგენა საკმაოდ რთულია, მაგრამ ზოგჯერ ასაკოვან ქალებში მენოპაუზის დადგომის შემდეგ 3-5 წლის განმავლობაში შეიძლება აღინიშნოს მენსტრუალური ტიპის სისხლდენა და ასევე შეიძლება ორსულობაც დადგეს.
კლიმაქსის მეორე ფაზის დასრულებისას საკვერცხეების ჰორმონალური აქტივობა წყდება და იწყება ე. წ სასქესო სისტემის ფიზიოლოგიური სიმშვიდე.
მენოპაუზის ადრეული დადგომა (40 წლამდე) აღინიშნება იმ ქალებში რომელთაც შრომისა და საყოფაცხოვრებო არასასურველი პირობები აქვს, ხშირი მშობიარობისა და აბორტების შემდეგ, მშობიარობის დროს მასიური სისხლდენების შემდეგ, ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს.
მენსტრუალური ფუნქციის გვიანი შეწყვეტა (50 წლის შემდეგ) აღინიშნება საშვილოსნოს ფიბრომიომისას, ჰიპერტონული დაავადების, დიაბეტის დროს.
გარდამავალი ასაკის ქალებში მძიმე ფსიქიკურმა ტრავმებმა, ხანგრძლივმა ემოციურმა დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუაციის უეცარი შეწყვეტა.
კლიმაქსის გართულებებს შორის მეტ ყურადღებას იპყრობს საშვილოსნოს კლიმაქსური სისხლდენები და ე. წ კლიმაქტერული სინდრომი.
კლიმაქსური სისხლდენები განპირობებულია საკვერცხეებში ფოლიკულების ზრდის, მომწიფებისა და უკუგანვითარების დარღვევებით. ჰორმონალური ბალანსის დარღვევა არც თუ ისე იშვიათად იწვევს ენდომეტრიუმის ჭარბ ზრდას.
ირღვევა ასევე ლორწოვანი გარსის ფუნქციური შრის განშრევება, რის შედეგადაც ავადმყოფებში იწყება სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ინტენსივობის არარეგულარული სისხლდენები. დაავადებულთა ნაწილში სისხლდენა იწყება მენსტრუაციის შეკავების შემდეგ.
დიაგნოზის დაზუსტებისთვის აუცილებელია კოლპოციტოგრამის მეშვეობით საკვერცხეების ფუნქციის დინამიკის გამოკვლევა, ტესტის გამოყენება ყელის ლორწოს კრისტალიზაციასთან ერთად, ბაზალური (რექტალური) ტემპერატურის გაზომვა.
ყველაზე მნიშვნელოვანია საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, რომელიც უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებამდე.
ნაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევისას გამოვლინდება ენდომეტრიუმის ცვლილებების ხასიათი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კიბოს პროცესის არსებობის გამორიცხვა.
კლიმაქტერულ სინდრომს მიეკუთვნება თავისებური სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვლინდება თავისა და სხეულის ზედა ნაწილში ალებით, გახშირებული გულისცემით, ოფლიანობით, თავბრუსხვევებით, ძილისა და შრომისუნარიანობის დარღვევით.
კლიმაქსური სინდრომის დიაგნოზი ისმება ტიპიური კლინიკური სურათის საფუძველზე, რომელიც ვითარდება მენსტრუალური ფუნქციის კლიმაქსური ცვლილებების პერიოდის დასასრულში ან მენოპაუზის დასაწყისში.
კლიმაქტერულ პერიოდში ქალის არამყარ ნერვულ-ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევებთან დაკავშირებით, აღინიშნება არტერიული წნევის მერყეობა, შეიძლება განვითარდეს ართრიტების ტიპიური ფორმები, შაქრიანი დიაბეტის გამწვავება და სხვ.
მკურნალობა
კლიმაქსურ პერიოდში დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს რაციონალურ რეჟიმს, მოწესრიგდეს კვება (საკვებში მოიმატოს ხილის რაოდენობამ, შემცირდეს ხორცი, ხორცის სუპები);
მცირე მენჯში შეკავებითი პროცესების ასაცილებლად ქალმა მეტი უნდა იმოძრაოს, დილას ივარჯიშოს; გაუვალობისა და გასუქებისას რეკომენდებულია სამკურნალო ფიზკულტურა, ბალნეოთერაპია.
კლიმაქსური სისხლდენების დროს, მკურნალობის დაწყების წინ ჩატარებულმა დიაგნოსტიკურმა გამოფხეკამ შეიძლება მოახდინოს ერთდროულად სამკურნალო ეფექტიც – ავადმყოფთა ნაწილში გამოფხეკის შემდეგ სისხლდენა წყდება.
მორეციდივე კლიმაქსური სისხლდენების დროს, მხოლოდ სპეციალური ფუნქციური გამოკვლევების შემდეგ შეუძლია ექიმს ჰორმონოთერაპიის ჩატარება.
♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦ ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.