პიომეტრა (pyometra ბერძნ. pyon ჩირქი + mētra საშვილოსნო) – ჩირქის დაგროვება საშვილოსნოს ღრუში, წარმოიქმნება საშვილოსნოში ჩირქოვანი მიკროფლორის შეღწევისას ( სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) და ჩირქოვანი ექსუდატის გამოსვლის დარღვევა.
ეტიოლოგია, პათოგენეზი
ხშირად აღინიშნება მშობიარობის შემდგომი ან აბორტის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს, რომელსაც თან სდევს საშვილოსნოს არასაკმარისი შეკუმშვის გამო საშვილოსნოს ყელის არხის სისხლის კოლტებით ან პლაცენტარული ქსოვილის ნარჩენებით დაცობის გამო საშვილოსნოში გამონადენის შეგუბება.
პიომეტრა ასევე შეიძლება განვითარდეს ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნის დაშლისას, საშვილოსნოს ინფიცირების შედეგად ან ლორწქვეშა მიომატოზური კვანძის დაჩირქებისას, საშვილოსნოში გამონადენის დაცობის შედეგად.
♥ ქალის ჯანმრთელობის ,,ამაზონის” განყოფილება >>
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ქალის მოვლის საშუალებები
მენოპაუზის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
მენსტრუალური ტკივილის შესამსუბუქებელი საშუალებები
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პეიოდისათვის
საფუარის სოკოთი გამოწვეული ინფექციების დროს გამოსაყენებელი საშუალებები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
სიმპტომები, მიმდინარეობა
პიომეტრის დროს აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, სპაზმური ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში. ზოგიერთ ავადმყოფში აღინიშნება მხოლოდ ჩირქისებრი გამონადენი. ვაგინალური გამოკვლევისას აღინიშნება გადიდებული ზოგჯერ მტკივნეული საშვილოსნო.
საშვილოსნოს ყელის დათვალიერებისას ვაგინალური სარკეების დახმარებით შეიძლება აღინიშნოს ჩირქისებრი გამონადენი საშვილოსნოს ყელის არხიდან. ჩამოთვლილი სიმპტომები არის ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე მიმანიშნებელი.
დიაგნოსტიკა
სტაციონარში პიომეტრის განვითარების მიზეზის დაზუსტების გამო ატარებენ საშვილოსნოს ექოგრაფიას, რომელიც ადგენს საშვილოსნოს ზომებს, მისი კედლების სისქეს, საშვილოსნოს ღრუს ზომებსა და შემცველობას.
საჭიროების შემთხვევაში ატარებენ დამატებით გამოკვლევებს. ლორწქვეშა მიომატოზური კვანძის დაჩირქების ვარაუდის შემთხვევაში ატარებენ საშვილოსნოს ზონდირებას და ჰისტეროსკოპიას; ენდომეტრიუმის კიბოს ვარაუდის შემთხვევაში ჰისტეროსკოპიას და საშვილოსნოს ყელის არხისა და სხეულის ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკურ გამოფხეკას.
მკურნალობა
პიომეტრის დროს, რომელიც ვითარდება აბორტის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში საშვილოსნოში გამონადენის გამოსვლის გართულებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საშვილოსნოს ღრუს ინსტრუმენტული გამოკვლევა და პლაცენტის ნარჩენი ნაწილების ამოღება, სისხლის კოლტების ამორეცხვა ანტისეპტიკური ხსნარებით.
ლორწქვეშა მიომატოზური კვანძის დაჩირქებისას პერიტონიტისა და სეფსისის განვითარების საშიშროების გამო საჭიროა სასწრაფო ოპერაცია. პიომეტრის მკურნალობა, რომელიც განპირობებულია ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნით, ტარდება ამ დაავადების თერაპიის საერთო პრინციპების მიხედვით.
პროგნოზი
დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე. პროფილაქტიკა მოიცავს ღონისძიებებს რომელიც მიმართულია აბორტებისა და მშობიარობის დროს ინფიცირების თავიდან აცილებისაკენ, საშვილოსნოს სიმსივნეების ადრეულ გამოვლენაზე და მკურნალობაზე.
პიომეტრა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
⭕️ ხშირად აღინიშნება მშობიარობის შემდგომი ან აბორტის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს, რომელსაც თან სდევს საშვილოსნოს არასაკმარისი შეკუმშვის გამო საშვილოსნოს ყელის არხის სისხლის კოლტებით ან პლაცენტარული ქსოვილის ნარჩენებით დაცობის გამო საშვილოსნოში გამონადენის შეგუბება.
📌 პიომეტრა ასევე შეიძლება განვითარდეს:
✔ ენდომეტრიუმის ავთვისებიანი სიმსივნის დაშლისას;
✔ საშვილოსნოს ინფიცირების შედეგად;
✔ ლორწქვეშა მიომატოზური კვანძის დაჩირქებისას
✔ საშვილოსნოში გამონადენის დაცობის შედეგად.
🌡 პიომეტრის დროს აღინიშნება სხეულის მაღალი ტემპერატურა, სპაზმური ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში.
👉 გაიგეთ მეტი პიომეტრას შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან –
#პიომეტრა #რაარისპიომეტრა #პიომეტრასნიშნები #პიომეტრასსიმპტომები #პიომეტრასმიზეზები #პიომეტრასმკურნალობა #პიომეტრასდიაგნოსტიკა #მშობიარობა #მშობიარობისშემდგომიგართულებები #ყაბზობა #საკეისროკვეთა #გამონადენისაშვილოსნოდან #მუცლისტკივილი #მშობიარობისშემდგომიპერიოდი #აბორტი #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10
გადასვლა >> გინეკოლოგიური დაავადებები
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.