პიომეტრა
პიომეტრა (pyometra ბერძნ. pyon ჩირქი + mētra საშვილოსნო) – ჩირქის დაგროვება საშვილოსნოს ღრუში, წარმოიქმნება საშვილოსნოში ჩირქოვანი მიკროფლორის შეღწევისას ( სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) და ჩირქოვანი ექსუდატის გამოსვლის დარღვევა. ეტიოლოგია, პათოგენეზი ხშირად აღინიშნება მშობიარობის შემდგომი ან აბორტის შემდგომი მწვავე ენდომეტრიტის დროს, რომელსაც თან სდევს საშვილოსნოს არასაკმარისი შეკუმშვის გამო საშვილოსნოს ყელის არხის სისხლის კოლტებით ან პლაცენტარული ქსოვილის