პარაფარისებრი ჯირკვლის ადენომა

ფარისებრი ჯირკვლის ადენომა – კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელსაც აქვს ოვალური ან მომრგვალო კვანძის ფორმა, კარგად გამოხატული ფიბროზული კაფსულით. ვითარდება ნელა, გვხვდება ნებისმიერ ასაკში, ძირითადად ქალებში. ის აღწევს დიდ ზომებს და ახდენს ზეწოლას ირგვლიბმდებარე ორგანოებზე და კისრის სტრუქტურებზე. ფარისებრი ჯირკვლის კიბოში ტრანსფორმაციის პოტენციური უნარი გააჩნია. >>>>>

ეს დაავადება უფრო გავრცელებულია 40 წლის ასაკის ქალებში. ქალებში ფარისებრი ჯირკვლის ადენომა 3-4 ჯერ ხშირია ვიდრე მამაკაცებში. კეთილთვისებიანობის მიუხედავად, ფარისებრი ჯირკვლის ადენომა საკმაოდ საშიში დაავადებაა. ფარისებრი ჯირკვლის ადენომის შედეგია ფარისებრი ჯირკვლის მიერ დიდი რაოდენობით ჰორმონების გამოყოფაა, რაც თავის მხრივ აქვეითებს ჰიპოფიზის ფუნქციას, მცირდება თიროტროპინის პროდუქცია, ფარისებრი ჯირკვლის დანარჩენი ქსოვილის ფუნქცია კი ქვეითდება.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომის პათოგენეზი. ფარისებრი ჯირკვლის ადენომის მორფოლოგიური ვარიანტები:

1. ფოლიკულური ადენომა:
ა) მაკროფოლიკულური (კოლოიდური);
ბ) მიკროფოლიკულური;
გ) ფეტალური;
დ) ემბრიონული (ტრაბეკულური).
2. პაპილარული ადენომა.
3. ადენომა გიურტლეს უჯრედებისგან შემდგარი.
4. ნათელუჯრედოვანი ადენომა.
5. მოფუნქციონირე ადენომა (პლამერის დაავადება).
6. სხვა

ფოლიკულური ადენომა წარმოადგენს მრგვალ, ინკაფსულირებულ, მკვრიველასტიკურ კვანძს, როგორც წესი ის მოძრავია. სიმსივნე, რომელიც კოლოიდით შევსებული მსხვილი ფოლიკულებისგან შედგება, მაკროფოლიკულური ეწოდება. ასევე გვხვდება მიკროფოლიკულური ადენომა, კოლოიდის გარეშე. ემბრიონულ ადენომაში ფოლიკულური სტრუქტურები არ არის.

პაპილარულ ადენომას ახასიათებს კისტოზური შემადგენლობა. კისტებში-ყავისფერი სითხე და დვრილოვანი გამონაზარდებია.

ოქსიფილური ადენომა (გიურტლეს უჯრედებისგან შემდგარი ადენომა) შედგება ეოზინოფილური ციტოპლაზმის და მსხვილი ბირთვის შემცველი უჯრედებისგან. ფოლიკულები კოლოიდს არ შეიცავენ.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომის სიმპტომები:

ადენომის დამახასიათებელი კლინიკური ნიშაანია-ფარისებრ ჯირკვალში კვანძის აღმოჩენა, რომელსაც გააჩნია მრგვალი ან ოვალური ფორმა, გლუვი ზედაპირი და მკვეთრი საზღვრები. ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის  ერთ ან ორივე წილში აღინიშნება მრავლობითი ადენომები. შესაძლებელია ადენომოს პარალელურად იყოს ჩიყვი და კიბო, იზოლირებული კვანძების სახით.

ადენომის დროს იშვიათად ირღვევა ჯირკვლის ფუნქცია. გამონაკლისს წარმოადგენს პლამერის დაავადება, რომლის დროს აღინიშნება ჰიპერთირეოზის სიმპტომები.

ფარისებრი ჯირკვლის ტოქსიკური ადენომის დაწყებითი გამოვლინებები:

  1. კვების და ცხოვრების წესის ცვლილების გარეშე წონაში დაკლება;
  2. გაღიზიანებადობა;
  3. სიცხის და სითბოს აუტანლობა;
  4. სიწყნარეში და ძილში შენარჩუნებული გახშირებული გულისცემა;
  5. ოფლიანობა;
  6. ფიზიკური დატვირთვისას სწრაფი დაღლილობა.

ფარისებრი ჯირკვლის ადენომის შემდგომი მსვლელობისას აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევები, მატულობს არტერიული წნევა, ზოგჯერ აღინიშნება სხეულის მცირე მუდმივი ტემპერატურის მომატება.

ასაოვან პაციენტებში შეიძლება იყოს მხოლოდ შემდეგი ჩივილები: გახშირებული გულისცემა, ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას, სისუსტე, ძილიანობა ან უძილობა. დაავადების შემდგომი მსვლელობისას შეიძლება აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევები, მატულობს არტერიული წნევა, ზოგჯერ აღინიშნება სხეულის მცირე მუდმივი ტემპერატურის მომატება. პაციენტის კანი ნამიანია, კიდურები თბილია. მაგრამ კანის ფერის ცვლილება და სიმპტომები თვალების მხრიდან ამ დაავადების დროს არ აღინიშნება. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცვლილებები თანდათან პროგრესირებს, აღინიშნება მოციმციმე არითმია, თირეოტოქსიკური მიოკარდიოდისტროფია, რომელიც ჯამში გულის უკმარისობას იწვევს.

_________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები

……