ქრონიკული ლეიკოზი

ქრონიკული ლეიკოზი

ქრონიკული მიელოლეიკოზი სუბსტრატს წარმოადგენენ ძირითად გრანულოციტური რიგის მომწიფებადი და მწიფე უჯრედები (მეტამიელოციტები, ჩხირისებრბირთვიანი და წილოვანბირთვიანი გრანულოციტები). ქრონიკული მიელოლეიკოზი-ლეიკოზთა ჯგუფში ერთ-ერთი ხშირი დაავადებაა, 20-60 წლის პირებში იშვიათად გვხვდება; მოხუცებში და ბავშვებში მიმდინარეობს წლების განმავლობაში. >>>>

ქრონიკული ლეიკოზი – სიმპტომები. კლინიკური სურათი დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.

განარჩევენ ქრონიკული ლეიკოზი 3 სტადიას – დაწყებითი, გარდამავალი და ტერმინალური.

დაწყებით სტადიაში ქრონიკული მიელოლეიკოზი პრაქტიკულად არ დიაგნოსტირდება ან გამოვლინდება სისხლის შემთხვევითი გამოკვლევისას, რადგან ამ პერიოდში სიმპტომატიკა არ არის. ყურადღებას მიიქცევს ნეიტროფილური პროფილის მუდმივი და არამოტივირებული ლეიკოზი მარცხნივ გადახრით. დიდდება ელენთა, რაც იწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს მარცხენა თეძოში, სიმძიმის შეგრძნებას, განსაკუთრებით ჭამის შემდეგ. ლეიკოციტოზი მატულობს 40-70გ/ლ-მდე. მნიშვნელოვანი ჰემატოლოგიური ნიშანია სხვადასხვა სიმწიფის ბაზოფილების და ეოზინოფილების რაოდენობის მომატება. ამ პერიოდში ანემია არ აღინიშნება. აღინიშნება თრომბოციტოზი 600-1500გ/ლ-მდე. პრაქტიკულად ამ სტადიის გამოვლენა შეუძლებელია. დაავადება, როგორც წესი დიაგნოსტირდება სიმსივნის ძვლის ტვინში ტოტალური გენერალიზაციის სტადიაში, ანუ გარდამავალ  სტადიაში.

გარდამავალი  სტადია ხასიათდება დაავადების ლეიკემიურ პროცესთან დაკავშირებული კლინიკური ნიშნების გაჩენით. ავადმყოფები უჩივიან დაღლილობას, ოფლიანობას, სუბფებრილურ ტემპერატურას, წონის დაკარგვას. მარცხენა ნეკნქვეშა სივრცეში აღინიშნება სიმძიმე, განსაკუთრებით სიარულის შემდეგ. ობიექტური გამოკვლევისას ამ პერიოდის მუდმივი ნიშანია ელენთის მნიშვნელოვანი გადიდება. ელენთის პალპაციისას ტკივილი არ აღინიშნება. დაავადებულთა ნახევარში ვითარდება ელენთის ინფარქტი, რომელიც გამოვლინდება მწვავე ტკივილით მარცხენა ნეკნქვეშა მიდამოში მარცხენა გვერდში ირადიაციით, ჩასუნთქვისას გაძლიერებით.

ასევე გადიდებულია ღვიძლიც, მაგრამ მისი ზომები ინდივიდუალურად ვარირებს. ღვინძლის ფუნქციური დარღვევები უმნიშვნელოა თითქმის. ჰეპატიტი ვლინდება დისპეფსიური დარღვევებით, სიყვითლით, ღვიძლის ზომაში გადიდებით, სისხლში ბილირუბინის მომატებით. ქრონიკული მიელოლეიკოზის გარდამავალ სტადიაში ლიმფადენოპათია აღინიშნება იშვიათად, ჰემორაგიული სინდრომი არ არის.

შეიძლება აღინიშნებოდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები (გულის ტკივილი, არითმია). ეს ცვლილებები განპირობებულია ანემიის დროს ორგანიზმის ინტოქსიკაციით. ანემია ნორმოქრომული ხასიათისაა, არც თუ ისე იშვიათად ანიზო – და პოიკილოციტოზითაა გამოხატული. ლეიკოციტურ ფორმულაში ჩართულია მთელი გრანულოციტური რიგი მიელობლასტებამდე. ლეიკოციტების რაოდენობა აღწევს 250-500 გ/ლ-მდე.  ციტოსტატიკური თერაპიის გარეშე ამ სტადიის ხანგრძლივობა შეადგენს 1, 5-2, 5 წელს. მკურნალობისას კლინიკური სურათი შესამჩნევად იცვლება. ავადმყოფთა თვითშეგრძნება ხანგრძლივად დამაკმაყოფილებელია, შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია, ლეიკოციტების რაოდენობა 10-20გ/ლ, ელენთის პროგრესირებადი ზრდა არ აღინიშნება. ციტოსტატიკის მიმღებ ავადმყოფებში შემობრუნებული სტადია გრძელდება 4-5 წელი, ზოგჯერ მეტიც.

ტერმინალურ სტადიაში  აღინიშნება საერთო მდგომარეობის გაუარესება, ოფლიანობის მომატება, ტემპერატურის მდგრადი არამოტივირებული მომატება. ძვლებსა და სახსრებში აღინიშნება ძლიერი ტკივილები. დამახასიათებელი ნიშანია ჩატარებული თერაპიის მიმართ რეფრაქტერობის გაჩენა. მნიშვნელოვნადაა მომატებული ელენთა. მატულობს ანემია, თრომბოციტოპენია. ლეიკოციტების რაოდენობის მომატებისას ფორმულა ახალგაზრდავდება უწიფარი უჯრედების (პრომიელოციტები, მიელობლასტები) პროცენტის მომატების ხარჯზე.

შემობრუნებულ სტადიაში არ არსებული ჰემორაგიული სინდრომი, თითქმის ყოველთვის ჩნდება ტერმინალურ სტადიაში. ტერმინალურ სტადიაში სიმსივნური პროცესი ვრცელდება ძვლის ტვინის საზღვრებს გარეთ: ჩნდება ნერვული მორჩების ლეიკემიური ინფილტრაცია, რომელიც იწვევს რადიკულარულ ტკივილებს, წარმოიქმნება კანქვეშა ლეიკემიური ინფილტრატები (ლეიკემიდი), ლიმფურ კვანძებში აღინიშნება სარკომული ზრდა. ლეიკემიური ინფილტრაცია ლორწოვან გარსებზე იწვეს მათში სისხლდენას შემდგომი ნეკროზიით. ტერმინალურ სტადიაში ავადმყოფები მიდრეკილნი არიან ანთებითი გართულებების მიმართ, რომელიც არც თუ ისე იშვიათად სიკვდილის მიზეზი ხდება.

ქრონიკული მიელოლეიკოზის დიფერენციული დიაგნოზი უნდა ტარდებოდეს მიელოიდური ტიპის ლეიკემოიდურ რეაქციებთან. ქრონიკული მიელოლეიკოზის ბლასტური კრიზი შეიძლება ასახავდეს მწვავე ლეიკოზის კლინიკური სურათის მსგავსს. ამ შემთხვევაში ქრონიკულ მიელოლეიკოზს ადასტურებს ანამნეზური მონაცემები, გამოხატული სპლენომეგალია, ფილადელფიური ქრომოსომის არსებობა ძვლის ტვინში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

სიმსივნური დაავადებები