მოძრაობების ნევროზი

მოძრაობების ნევროზი

მოძრაობების ნევროზი ვითარდება როგორც აკვიატებული აზრების ნევროზის შემადგენელი, რომელიც გამოიხატება ადამიანის მუდმივ დაძაბვაში, წუხილის შეგრძნების ქონაში, მოუშორებელ აზრებში, შიშში, რის შედეგადაც აღინიშნება ზედმეტი მოძრაობითი აქტივობა. მოძრაობების ნევროზი როგორც წესი დამახასიათებელია  იმ პაციენტებესათვის, რომლებსაც გააჩნიათ სტრესისადმი გამძლეობის დაბალი ზღვრული მაჩვენებელი, მათ არ შეუძლიათ თავისი ემოციური მდგომარეობის კონტროლი, რაც გამოიხატება იმ პრობლემების ვიზუალურ გამოსახვაში რაც პაციენტს აწუხებს.

მოძრაობების ნევროზი აქტიურად, მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლონაში  ინკურნება.გადაჭარბებული მოძრაობითი აქტივობა გამომნჟღავდება მანამდე სანამ  ის  კონფლიქტური სიტუაცია, რომელმაც გამოიწვია ეს დაავადება, არ გადაწყდება და ადამიანი შინაგანად არ დამშვიდდება.

მოძრაობების ნევროზი ასევე შესაძლებელია განვითარდეს აკვიატებული შიშებით, რომლებიც ყალიბდება რომელიმე ფსიქიკური ტრავმის შედეგად. თავდაპირველად ის იწვევს ორგანიზმის უეცარ პასუხს უძლიერესი დაფეთების  და დაძაბვის სახით, რასაც თან სდევს ძლიერი ვეგეტატიური დარღვევები – გაძლიერებული გულისცემა, თავბრუ, ტკივილი გულის არეში. თუ შეტევა მეორდება რამოდენიმეჯერ, მაშინ ადამიანს უჩნდება ქვეცნობიერი შიში, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით – სიმაღლით, დახურული სივრცით, ცხოველებით, ტრანსპორტით. აკვიატებული შიშები აყალიბებს პასუხს შემდეგ გარეგან მოქმედებებზე ანუ ზუსტად მოძრაობების ნევროზით, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ცდილობს დაიცვას საკუთარი თავი ამ სიტუაციაში.

მოძრაობების ნევროზს მიეკუთვნება არამხოლოდ წიკები, ის გამოიხატება უფრო ღრმა დონეზეც. მაგალითად, რომელიმე ინფექციით დასნემოვნების შიშით ადამაინს შეუძლია რამოდენმე საათში ათჯერ და ოცჯერ დაიბანოს ხელი, უარი თქვას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ვიზიტზე თავდაცვის საშუალებების (ხელთატმანი, ნახვევი) გარეშე.

მათ შეუძლიათ უარი თქვან სხვა ადამიანის ხელით მიწოდებული საგნების აღებაზე, არ დადიან ბასეინზე.  სიმაღლის შიშით მათ შეუძლიათ უარი თქვან ფრენაზე, ლიფტის გამოყენებაზე. ყველაზე ხშირ ნევროვზს წარმოადგენს  ავადმყოფად მოჩვენება, ხშირად დადიან ექიმებთან.

აკვიატებული მოძრაობების ნევროზი შესაძლებელია გამოწვეული იყოს აკვიატებული მისწრაფებებით ან აკვიატებული აზრებით. მაგალითად, მელოდია, ფრაზა, კაშკაშა ნახატი, მონაგონი, რისგანაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში არ შეუძლია განთავისუფლება. აკვიატებული შიშები გამოიხატება ეჭვებით საკუთარ შესაძლებლობებში. მაგალითად, წარუმატებელი სახალხო გამოსვლის შემდგომ შესაძლებელია განვათარდეს მეტყველების ფუნქციების შეჩერება. გამოთქმის ყველა საშუალებას ავადმყოფი აღიქვამს როგორც წამებას, რაც უფრო მეტად გააღრმავებს მის ღელვას და შეაჩერებს მის მეტყველებით უნარებს.

 აკვიატებული მოძრაობები, რომლებსაც თან სდევს შინაგანი შისები შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ან რომელიმე ერთი მოძრაობით (მაგალითად, ხელების, თავის ან თვალის უნებლიე მოძრაობები), ან ამ მოძრაობების სრული კომპლექსით, რომელთა შეჩერება ავადმყოფს როგორც არ უნდა ეცადოს არ შეუძლია. ამ მოძრაობების შეჩერების წარუმატებელი მცდელობები მიყავს პაციენტი კიდე უფრო მეტი განცდებისაკენ, აღძნებისაკენ, ანუ ეს დაავადება გვაგონებს ლაბირინტს, რომელის დაპყრობაც პროფესიონალთა დახმარების გარეშე შეუძლებელია. ექიმი შეაფასებს  პაციენტის მდგომარეობას, გაანალიზებს მის შინაგან შიშებს და კომპლექსებს, რომლებიც წარმოადგენენ ნერვული მოძრაობითი აქტივობის, გამოიმუშავებს ფსიქოთერაპევტულ მეთოდიკებს და ამოირჩევს პრეპარატებს.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com
ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია
ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988