ჯავა

·  სასტუმროები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები ჯავაში

·  გასაქირავებელი კერძო ბინები ჯავაში

ჯავის სასტუმროებს, დასასვენებელ სახლებს, საოჯახო სასტუმროებს  და საკურორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტებს შეუძლიათ თავიანთ შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე  mpifarm@gmail.com

ადმინისტრაციული მდებარეობა – რაიონულ ცენტრ ჯავიდან 2 კმ-ის მანძილზე. გეოგრაფიული მდებარეობა – მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირი, ჯავის ქედის ფერდობი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1040-1120 მ. რელიეფი – მთაგორიანი
კლიმატი – საშუალო მთის (ქვედა სარტყელი). ზამთარი ცივი, თოვლიანი
იანვრის საშუალო ტემპერატურაა – 3,60C, თოვლის მდგრადი საფარია შუა დეკემბრიდან შუა მარტამდე. ზაფხული ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18,30C. ნალექების წლიური რაოდენობა – 966 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათი
ფლორა – შერეული (ფოთლოვან-წიწვოვანი) ტყეები
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა; ნახშირმჟავა, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,8-25,8 გ/დმ3; ნახშირმჟავა-ქლორიდული, ნატრიუმიანი (კალციუმიან-ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 25,4-28 გ/დმ3; აზოტიანი, კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 1,1-10,3 გ/დმ3; აზოტიანი, 148 ნახშირმჟავა, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,0-11,0 გ/დმ3 და მეთანიანი, ქლორიდული, კალციუმიან – ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 10,5-28,5 გ/დმ3
მკურნალობის სახეობები: ბალნეოთერაპია (მინერალური წყლის აბაზანები, ინჰალაციები, შესხურებები, გამორეცხვები, დალევა), პასიური კლიმატოთერაპია

ლიტერატურა (წყარო):
1. ნ. სააკაშვილი, ი. თარხან-მოურავი, მ. ტაბიძე, ნ. ქუთათელაძე. საქართველოს კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპია. გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე”. თბილისი 2011