ნუმულარული დერმატიტი

ნუმულარული დერმატიტი

ნუმულარული დერმატიტის (ლათ.nummulus – ,,მონეტის მსგავსი“) დროს ჩნდება წვრილი პაპულები ან პაპულოვეზიკულები, რომლებიც წარმოქმნიან მონეტის მსგავს ბალთებს. დაზიანებას აქვს დიამეტრი 1-დან 10 სმ-მდე და შედგება წვრილი ვეზიკულებისა და ეროზიებისაგან. ზოგჯერ დაზიანების კერები ვითარდება ცენტრში, რაც მოგვაგონებს დერმატოფიტიას. გამონაყარი ელემენტების დამახასიათებელი განლაგებაა ქვედა კიდურების გამშლელი ზედაპირები. გამონაყარი უხშირესად განლაგდება სიმეტრიულად და მას თან ახლავს ქავილი. ზედა კიდურები და ტანი პროცესში ერთვება შედარებით იშვიათად.

დაავადება შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა უმეტესწილად გვხვდება 55-65 წლის ქალებსა და მამაკაცებში. ნაკლებად გამოხატული პიკი გვხვდება 15-25 წლის ქალებში.

ნუმულარული დერმატიტის განვითარების მიზეზები უცნობია. ითვლება, რომ კანის მომატებული სიმშრალე მოქმედებს დაავადების განვითარებაზე, ხოლო ატოპია – არა. დერმატოზების მიმდინარეობას ართულებს კონტაქტი მატყლთან, საპონთან, აბანოში ხშირი ბანაობა. პაციენტთა 25%-ს კანზე აღენიშნება ოქროსფერი სტაფილიკოკი, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ბაქტერიების მიმართ ჰიპერმგრძნობელობას.

არც ისე დიდი ხანია დადგინდა დაავადებსი კავშირი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებასთან. ასევე არაა გამორიცხული, რომ ნუმულარული დერმატიტის მხრივ მიდრეკილნი არაინ იმუნური სისტემის პრობლემების მქონე პაციენტები.

ნუმულარული დერმატიტისგან განკურნება შეუძლებელია, თუმცა დაავადება ექვემდებარება კონტროლს. ნუმულარული დერმატიტის მკურნალობაში ფართოდ გამოიყენება ატოპიური დერმატიტის მკურნალობაში გამოყენებული პრინციპები. იზღუდება დაბანა, განსაკუთრებით საპნით, კონტაქტი გამღიზიანებლებთან: გამოიყენება დამარბილებელი საშუალებები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები (ძირითადი საშუალება). ოქროსფერი სტაფილოკოკის ხშირი თანდართვის გამო ბევრი დერმატოლოგი მკურნალობის კურსში რთავს ანტიბიოტიკოთერაპიის 2-3 კვირიან კურსს.

პაციენტთა ორკვირიანი დაკვირვებების შედეგად დადგენილი, რომ 22% შემთხვევაში დაავადება დამთავრდა სპონტანურად, 25%-ში აღინიშნა რემისიები 3-4 კვირით, ხოლო 53% შემთხვევებში გამონაყარი ალაგდა მხოლოდ ადგილობრივი სტეროიდების გამოყენების შედეგად. თუ დერმატოზის დროს მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება ერთი წლის განმავლობაში, მაშინ დაავადება გრძელდება წლების განმავლობაში.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988