ოსმიდროზი

ოსმიდროზი

ოსმიდროზი (osmidrosis; ბერძ. Osme – სუნი + hidros – ოფლი; სინონიმებია: ბრომიდოზი, ცუდსუნიანი ოფლი) – არის უსიამოვნო სუნის მქონე ოფლი, განპირობებულია ცუდი მქონე ნივთიერებებით, ასევე ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად ოფლის გამოყოფის შედეგად (როგორც წესი, ოქროსფერი სტაფილოკოკის). განარჩევენ აპოკრინულ (აქსილარულ) ოსმიდროზს, რომლის დროსაც სუნის წყაროს წარმოადგენს იღლიის ფოსოში განლაგებული ჯირკვლები, და ეკრინული ოსმიდროზი, რომელსაც ვხვდებით ჰიპერჰიდროზის დროს ფეხის გულების, და დიდი ნაკეცების დროს ჭარბწონიან პირებში.

ოსმიდროზს განაპირობებს ჰიგიენის წესების დაუცველობა, ოფლიანობის სიჭარბე, ენდოკრინული ხასიათის დარღვევები, ზოგჯერ ოსმიდროზს განაპირობებს ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, რომელიც შეიცავს გოგირდს. ოსმიდროზის დროს, ოფლის შემადგენლობა, როგორც წესი ნორმალურია, თუცა შესაძლოა ჰქონდეს მრავალნაირი სუნი. ოსმიდროზი ძირითადად გამოვლინდება მოზრდილებში.

მკურნალობა მდგომარეობს საპნით კანის ხშირად დაბანვაში, ანტიბაქტერიული პრეპარატების გამოყენებაში, რომლებიც ხელს უშლიან ოფლის ჩალაგებას (ალუმინის კვასცი, ანტიბაქტერიული საპონი და სხვ.), დეზოდორანტები, ადსორბენტები.

პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა მოიცავს პირადი ჰიგიენის წესების დაცვასა და ჰიპერჰიდროზის მკურნალობას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988