სკლეროთერაპია

სკლეროთერაპია წარმოადგენს მცირედ ინვაზიურ პროცედურას, რომელიც გამოიყენება ვენური და ლიმფური სისტემის დაავადებების, ასევე სისხლძარღვოვანი ახალწარმონაქმნების მკურნალობისათვის.  ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს სკლეროთერაპიის ეფექტურობა 85% შეადგენს.

პროცედურის არსი მდგომარეობს მასკლეროზირებელი ნივთიერებების, სკლეროზანტების ზემოქმედების შედეგად სისხლძარღვის ფიბროზულ ჭიმად გადაგვარებაში. სკლეროთერაპია გამოიყენება ბავშვთა ასაკში ძირითადად სისხლძარღვოვანი მალფორმაციების, მოზრდილებში კი ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ.

სკლეროთერაპია ტარდება უშუალო ვიზუალური კონტროლის ან სპეციალური მოწყობილობის კონტროლის მეშვეობით, ხორციელდება ვენის პუნქცია და ვენაში სკლეროზანტის შეყვანა. მაგისტრალური ვენების (დიდი და მცირე კანქვეშა ვენები) სკლეროთერაპია ხორციელდება ულტრაბგერითი კონტროლით.

ცალკე გამოყოფენ ე.წ. “foam form” სკლეროთერაპიას, რომლის დროსაც მასკლეროზირებელი ნივთიერება ვენაში შეყავთ ქაფის სახით. მისი უპირატესობა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: უკეთ ხორციელდება კონტაქტი ვენის კედელთან, იზრდება სამოქმედო ზედაპირი, გარდა ამისა არ ხდება სკლეროზანტის შერევა სისხლთან, რაც კიდევ უფრო ზრდის მის ეფექტურობას. სკლეროთერაპიის აღნიშნული მეთოდის გამოყენება შესაძლებელს ხდის ნებისმიერი კალიბრის ვენის სკლეროზირებას.

სკლეროთერაპიის უკუჩვენებები:

სკლეროთერაპიის პროცედურის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს სილურჯე, რომელიც გაივლის თავისით, ასევე რიგ შემთხვევებში აღინიშნება ქავილი, ტკივილი, ალერგიული რეაქცია სკლეროზანტზე, გამონაყარი ვენის მიდამოში. ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა ღრმა ვენების თრომბოზი, თრომბოფლებიტი, კანის ნეკროზი ძალზედ იშვიათია, განსაკუთრებით კი სწორად ჩატარებული პროცედურის შემდეგ.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები


  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

..