ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (გასტროსკოპია, ფიბროგასტროსკოპია, ვიდეოგასტროსკოპია) – წარმოადგენს კვლევის ენდოსკოპიურ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ხდება საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევა. ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ტარდება მუცლის არეში ტკივილის, ღებინების, გულძმარვის, ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში.  საუკეთესო სადიაგნოსტიკო მეთოდს წარმოადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის მიზეზის დასადგენად, ტარდება ასევე საყლაპავზე, კუჭზე, თორმეტგოჯა ნაწლავზე ოპერაციის ჩატარების შემდეგ გართულებების დროულად აღმოჩენის მიზნით.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია სიზუსტით ბევრად აღემატება კვლევის რენტგენოლოგიურ მეთოდს ლორწოვანი გარსის ანთებითი ცვლილებების, წყლულებისა და რაც ყველაზე მთავარია სიმსივნების დროულად გამოვლენის თვალსაზრისით, რადგანაც კვლევის დროს შესაძლებელია ლორწოვანი გარსის დეტალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში ბიოპსიის ჩატარება.

გარდა დიაგნოსტიკისა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია გამოიყენება მკურნალობის მიზნითაც, ენდოსკოპის მეშვეობით შესაძლებელია ჩატარდეს პოლიპექტომია, მოხდეს  უცხო სხეულების ამოღება, სისხლდენის შეჩერება.

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარების უკუჩვენებები:

  • ინფექციური დაავადებები
  • გულის რითმის დარღვევები, ბრონქული ასთმის ხშირი შეტევები და სტენოკარდია
  • მეორე-მესამე ხარისხის სისხლის მიმოქცევის უკმარისობა
  • უახლოეს პერიოდში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი
  • ფსიქიური დაავადებები გამწვავების პერიოდში

ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარება ხდება უზმოზე, საკვების მიღება უნდა მოხდეს წინა დღით არაუგვიანეს 19-20 საათისა, გამოკვლევის დღეს არ შეიძლება სითხისა და მედიკამენტის მიღება.    ანალიზები, დიაგნოსტიკა >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.