ტროფიკული წყლული

ტროფიკული წყლული (ბერძ. trophē საკვები, კვება) – კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც გამოწვეულია ნეკროზული კანის მოცილების შედეგად და გამოიხასიათდება ტორპიდული მომდინარეობით, შეხორცებისადმი მცირედი ტენდენციით და რეციდივირებისკენ მიდრეკილებით.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

ტროფიკული წყლული ვითარდება სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის დარღვევის შედეგად ან ინერვაციის მოშლის საპასუხოდ, რის შედეგადაც ქვეითდება კანის კვება.


ტროფიკული წყლულის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

ომეგა-3
დიაბეტური წყლულის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
შესახვევი საშუალებები ტროფიკული წყლულის დროს
ფეხზე ტროფიკული წყლულის დროს გამოსაყენებელი საშუალებები


ყველაზე ხშირად ტროფიკული წყლული ვითარდება ქრონიკული ვენური, არტერიული და ლიმფური მიმოქცევის ქრონიკული პათოლოგიების დროს, როგორიცაა ვენების ვარიკოზული გაგანიერება ან პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი. კიდურების სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაზიანებები, სპილოვნობა, სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკები – ჰემანგიომები, პარკს-ვებერის დაავადება. ასევე ნერვული სისტემის პათოლოგიებისას (სირინგომიელია, ზურგის ტვინისა და პერიფერიული ნერვების დაზიანება და სხვ.).

დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობენ ტროფიკული წყლულის განვითარებას:

  • ვენების ვარიკოზული გაფართოება (გვიანი სტადია)
  • თრომბოფლებიტი
  • ათეროსკლეროზი
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ჰიპერტონული დაავადება
  • დამწვრობა, მოყინვა
  • დარიშხანით ან ქრომით მოწამვლა
  • რადიაციული დასხივება
  • ზურგის ტვინის და პერიფერიული ნერვების დაავადებები
  • გართულებული ტუბერკულოზი და ათაშანგი
  • სისხლის დაავადებები
  • ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უმოძრაობა (ნაწოლები)
  • კანის გართულებული დაავადებები, მათ შორის ალერგიული ხასიათის

ცვლილებები მიკროცირკულაციურ სისტემაში

წამყვანი რგოლი ტროფიკული წყლულის პათოგენეზის განვითარებაში არის სისხლის მიკროცირკულაციური მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელიც იწვევს პროგრესირებად იშემიას და ქსოვილების ნეკროზს. ქრონიკული ვენური უკმარისობისას ეს გამოწვეულია სისხლის დინების გაძნელებითა და სისხლძარღვების სპაზმით, არტერიოლებისა და ვენულების თრომბოზითა და ჰიალინიზაციით, კაპილარებში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი გაუარესებით.

  • პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის დაავადებებისა და დაზიანების დროს ტროფიკული წყლულების განვითარების მიზეზია ნერვული სისტემის ტროფიკული ფუნქციის მოშლა.
  • დამწვრობების, მოყინვების, ფართო ჭრილობები დროს ტროფიკული წყლულები ვითარდება ნაწიბუროვანი კანის განვითარების შედეგად, რადგანაც მას აღარ ძალუძს ეპითელური საფარველის სათანადო რეგენერაცია.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ტროფიკის დარღვევას და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებას საფუძვლად უდევს ვასკულიტი.

მიკროცირკულაციის სისტემაში ცვლილებები იწვევს ჟანგვა-აღდგენითი და ცვლის პროცესების დარღვევას იმ ქსოვილებში, რომლებშიც მიმდინარეობს ანაერობული და კატაბოლური ბროცესები.
კანის ნეკროზის უბანში მიკრობის შეჭრა იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას და ალერგიულ რეაქციას.

სიმპტომები, მიმდინარეობა

მორფოლოგიური კვლევებისას აღინიშნება კანის დეფექტი (ზოგჯერ კი უფრო ღრმად მდებარე ქსოვილისა), რომლის ფსკერიც სავსეა გრანულაციური ქსოვილით და ზედაპირი დაფარულია დეტრიტისა და ფიბრინის შრით.
გრანულაციური ქსოვილის ქვემოთ განლაგებულია მკვრივი ფიბროზული ქსოვილის შრე, რომელშიც შეინიშნება ვასკულიტის, ფიბრინოიდული ნეკროზის, თრომბოზისა და სისხლძარღვების ჰიალინოზის ნიშნები.
ტროფიკული წყლულის ზედაპირზე შეინიშნება პათოგენური (ძირითადად ასოცირებული) მიკროფლორა: სტაფილოკოკები, ლურჯ-მწვანე ჩხირი, პარაზიტის ჩხირი, სოკოები და სხვ.

გართულებები

ტროფიკული წყლულისათვის დამახასიათებელია ქრონიკული, პროგრესირედადი მიმდინარეობა ხშირი გამწვავებებით, რეციდივებითა და მკურნალობისადმი რეზისტენტობით.

ჭრილობა და ტროფიკული წყლული

ჩვეულებრივი ჭრილობისაგან ტროფიკული წყლული განსხვავდება:

  1. აქვს ხანგრძლივი, მორეციდივე მიმდინარეობა
  2. დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის (შეხორცების) შეუძლებლობა
  3. ქსოვილების დაკარგვა
  4. დამახასიათებელია შეხორცება ღრმა ნაწიბურით

ზოგიერთი დაავადების დროს ტროფიკულ წყლულს აქვს დამახასიათებელი გარეგნული შესახედაობა და ლოკალიზაცია.
მაგალითად, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისას ტროფიკული წყლული არის მცირე ან საშუალო ზომის, განთავსებულია კოჭის შიგნითა ზედაპირზე, აქვს მრგვალი ან ოვალური ფორმა, მის გარშემო კანი ჰიპერემიულია.
პოსტთრომბოზული დაავადებისას – წყლულები არასწორი ფორმისაა. წყლულის კიდეები გასქელებულია, მტკივნეული, კანი წვივების მიდამოში წყლულის გარშემო ციანოზურია, ინდურირებული. ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდება რამდენიმე
წყლული, ზოგჯერ იკავებენ ცირკულარულად მთელ წვივს მანჟეტის სახით.

არტერიების მაობლიტირებელი დაავადებები

არტერიების მაობლიტირებელი დაავადებებისას განვითარებული წყლულები ლოკალიზდება ტერფის თითებზე და გამოირჩევა მნიშვნელოვანი მტკივნეულობით. ჰიპერტონული დაავადებისას (მარტორელის სინდრომი) წყლულები განლაგებულია წვივების წინა ან გარეთა ზედაპირებზე და მკვეთრად მტკივნეულია.

ნეიროტროფული წყლულები

ნეიროტროფული წყლულები ლოკალიზდება ტერფის ძირის მხარეს, უხშირესად თითების მხარეს, აქვს მომრგვალებული ფორმა, მტკივნეულია, და ახასიათებს წყლულების ირგვლის ანთების მინიმალური ნიშნების განვითარება.
დიფუზური დაავადებებისას შემაერთებელი ქსოვილების წყლულები განლაგდებიან წვივებზე სიმეტრიულად, შაქრიანი დიაბეტისას – ტერფის პირველ თითზე და თითების მიდამოში.

პოსტტრავმული ტროფიკული წყლულები

პოსტტრავმული ტროფიკული წყლულები ლოკალიზდება კანის დაზიანებული უბნების მიდამოში. ანთებითი პროცესის განვითარებას ახლავს წყლულის გარშემო არსებული ქსოვილების მტკივნეულობის გაძლიერება. ჩნდება იქოროზული სუნი და სისხლიანი გამონადენი წყლულუდან, რომელიც ახასიათებს მის ხელმეორედ, ავთვისებიან განვითარებას (ბრტყელუჯრედოვანი კიბო, იშვიათად სარკომა).

გართულებები

ტროფიკული წყლულის მიმდინარეობას ხშირად თან ახლავს დერმატიტის განვითარება, მათ შორის წამლისმიერი ეგზემისაც.
წამლისმიერი ალერგია ხშირად ატარებს პიოალერგიის ხასიათს, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებისა და სულფანილამიდების მიმართ.
იშვიათად ტროფიკული წყლული შესაძლოა გახდეს სეფსისის, ფლეგმონის განვითარების მიზეზი.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს ტროფიკული წყლული ხშირად ურთულდებათ ტერფის განგრენით, რომელიც საჭიროებს ამპუტაციას.

დიაგნოსტიკა

ავადმყოფის ყოველმხრივი გამოკვლევებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კიდურების სისხლძარღვების კვლევას. ინიშნება შემდეგი ლაბორატორიული ანალიზები:

  • სისხლში შაქრის  განსაზღვრა
  • ვასერმანის რეაქცია
  • ციტოლოგიური ანალიზი
  • ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა

ასევე აუცილებელია:

  • ქვედა კიდურების სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევა
  • ანგიოგრაფია
  • რეოვაზოგრაფია
  • ინფრაწითელი თერმოგრაფია
  • სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია

პროგნოზი

არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში ყოველთვის არასახარბიელოა. მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტთა მდგომარეობა კიდურების არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების ქირურგიული მეთოდებით კორექციის შემთხვევაში.

 პროფილაქტიკა

მდგომარეობს დაავადების ადრეულ დიაგნოსტიკაში და რადიკალურ მკურნალობაში 

(ქრონიკული ვენური და არტერიული უკმარისობა), ტრავმების თავიდან აცილებაში, განსაკუთრებით იმ უბნებში, სადაც დარღვეულია სისხლის მიმოქცევა, აუცილებელია სპეციალური ფეხსაცმლის ტარება, ელასტიკური სახვევები (ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების მქონე პაციენტთათვის), შრომის რაციონალიზება. 

ტროფიკული წყლული ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ტროფიკული წყლული – კანის ან ლორწოვანი გარსის დეფექტი, რომელიც გამოწვეულია ნეკროზული კანის მოცილების შედეგად და გამოიხასიათდება ტორპიდული მომდინარეობით, შეხორცებისადმი მცირედი ტენდენციით და რეციდივირებისკენ მიდრეკილებით
⭕️ ყველაზე ხშირად ტროფიკული წყლული ვითარდება ვენური, არტერიული და ლიმფური მიმოქცევის ქრონიკული პათოლოგიების დროს, როგორიცაა:
➡️ ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
➡️ პოსტთრომბოფლებიტური სინდრომი;
➡️ კიდურების სისხლძარღვების მაობლიტირებელი დაზიანებები;
➡️ სისხლძარღვების თანდაყოლილი მანკები – ჰემანგიომები, პარკს-ვებერის დაავადება;
➡️ ნერვული სისტემის პათოლოგიები
👇 გაიგეთ მეტი ტროფიკლი წყლულების შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან: https://bit.ly/3KnXCgH
#ტროფიკულიწყლულები #ვარიკოზულივენები #ვარიკოზულივენებისსტადიები #ტროფიკულიწყლულებისსიმპტომები #ტროფიკულიწყლულებისგამომწვევიმიზეზები #ტროფიკულიწყლულებისმკურნალობა

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

კანისა და ვენერიული დაავადებები


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?

როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება


სოც.ქსელები: 1

 

 

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian