ურეაპლაზმოზი

ურეაპლაზმოზიურეაპლაზმოზი – დაავადება, რომელიც გამოწვეულია სპეციფიკური მიკროორგანიზმით Ureaplasma urealyticum (ურეაპლაზმა ურეალიტიკუმ). მიეკუთვნება გრამ-უარყოფით მიკრობებს, რომელთაც არ გააჩნიათ უჯრედის კედელი. ურეაპლაზმა მცირე ზომისაა და დიამეტრი შეადგენს მიახლოებით 0.3 მიკრონს.

ქრონიკული დაავადებებით დასნებოვნებულ პაციენტებში (კოლპიტი, ცერვიციტი, ენდომეტრიტი, ადნექსიტი) ხშირად ვლინდება ურეაპლაზმა. გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებშიც, ამიტომ მიჩნეულია, რომ ურეაპლაზმას შეუძლია გამოავლინოს როგორც პათოგენური აქტივობა, ან მტარებლობა კლინიკურად გამოვლენილი პათოლოგიური პროცესის გარეშე.

ურეაპლაზმის პათოლოგიური თვისებები გამოვლინდება ორგანიზმების გარკვეულ მდგომარეობებში, როდესაც დაქვეითებულია ორგანიზმის წინააღმდეგუნარიანობა – სამედიცინო აბორტების შემდეგ, მშობიარობების შემდგომ პერიოდში, მენსტრუალური ციკლისას, ზოგადი დაავადებებისას და გამწვავებებისას.

ურეაპლაზმა ეკრობა ეპითელიუმს, ლეიკოციტებს, სპერმატოზოიდებს, არღვევს უჯრედის მემბრანას და იჭრება ციტოპლაზმაში, რის შემდეგაც იწვევს ანთებით რეაქციას. ურეაპლაზმური ინფექცია მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ფორმით. მისთვის დამახასიათებელია წაშლილი კლინიკური სურათი, ხშირად გვხვდება ტრიქომონიაზთან, გარდნელას, ქლამიდიასთან ერთად, რაც ართულებს დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზის დადგენას და თანდართული ანტიგენის განსაზღვრას, რომელიც ამძიმებს პათოლოგიურ პროცესს.

არსებობს მონაცემები ურეაპლაზმის აღმოჩენის შესახებ განაყოფიერებული კვერცხიდან თვითნებური აბორტის დროს; გახანგრძლივებული სამშობიარო პროცესებისა და წყლების ადრეული დაღვრისას შესაძლებელია ფილტვების, გარეთა სასქესო ორგანოების, კონიუნქტივის დაზიანება.

ურეაპლაზმოზის სიმპტომები:

ურეაპლაზმოზით დაავადებულ ქალებს უხშირესად არ აქვთ დაავადების სიმპტომები. ზოგჯერ უსიმპტომო მიმდინარეობისას, რომელიც გრძელდება რამოდენიმე დღიდან ერთ თვემდე, ჩნდება მსუბუქი წვა და ალერგია შარდგამომყოფი არხის მოდამოში, მოგვიანებით აღნიშნულ სიმპტომებს ემატება საშარდე გზებიდან უმნიშვნელო რაოდენობით გამონადენი. მოგვიანებით ეტაპზე აღნიშნულ სიმპტომებს ემატება ჩირქოვანი გამონადენი. შარდი ხდება მუქი ფერის, რადგანაც პაქტერია აპროდუცირებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას (ფერმენტი), რომელიც ასევე იწვევს უჯრედების მასიურ კვდომას, რადგანაც შარდის გამომყოფი არხის კედლებს ეკვრის შიგნიდან. შესაძლოა გაჩნდეს „შარდის“ სპეციფიური სუნი.

  • ადნექსიტით (დანამატების ანთება) დაავადებული პაციენტების 39%-ს;
  • უნაყოფობით დაავადებული პაციენტების 30%;
  • 29% პაციენტებისა, რომელთაც აქვთ თვითნებური აბორტები;
  • 37%-ს პაციენტებისა, რომელთაც აქვთ საშვილოსნოს ყელის ეროზია, შესაძლოა აღმოვუჩინოთ ურეაპლაზმა;
  • პიელონეფრიტით დაავადებული ავადმყოფების 66,7%-ს აღენიშნება ურეაპლაზმა.

აქედან გამომდინარე, ურეაპლაზმის ქვეშ დღესდღეობით მოიაზრებენ ანთებით პროცესს შარდსასქესო ორგანოებში, როდესაც ლაბორატორულად დასტურდება U.urealyticum და არაა აღმოჩენილი სხვა პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელსაც შეუძლია ასევე გამოიწვიოს აღნიშნული დაავადება.

ურეაპლაზმოზის სახეები

ახალი ურეაპლაზმოზი (მწვავე, ქვემწვავე, დუნედ მიმდინარე)

  • ქრონიკული, რომლისთვისაც დამახასიათებელია მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობა და დაავადების ხანგრძლივობა 2 თვეზე მეტხანს. გარდა ამისა ითვალისწინებენ შარდსასქესო სისტემის სხვადასხვა ორგანოების ანთებითი დაავადებების არსებობას: ურეთრიტი, პროსტატიტი, კოლპიტი, ენდოცერვიციტი, ენდომეტრიტი, სალპინგიტი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ურეაპლაზმა უცნობი ეტიოლოგიის კოლპიტებისა და ცერვიციტების დროს 2-4-ჯერ უფრო სწრაფად გამოიყოფა, ვიდრე კლინიკურად ჯანმრთელ ქალებში.უმეტეს შემთხვევებში ურეაპლაზმა იწვევს ფარულ ინფექციებს, რომლებიც სხვა გარემო სტრესული ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გადავიდეს ქრონიკულ მორეციდივე ან დაავადების მწვავე ფორმაში.

ურეაპლაზმის ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 3-5 კვირა. ქალები უხშირესად არიან ურეაპლაზმის მტარებლები, ხოლო მამაკაცები ავადდებიან მათგან სქესობრივი გზით. ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ანთებითი პროცესის განვითარებას ურეაპლაზმის ფარული მტარებლობისას:

  • თანმხლები ინფექცია სხვადასხვა ბუნების;
  • მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ჰორმონალური ფონის ცვლილებები;
  • ორსულობა;
  • აბორტები, მშობიარობა;
  • ორგანიზმის იმუნური სტატუსის ცვლილება.

 ინფექციური პროცესის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ ურეაპლაზმის არსებობის ან არარსებობის ფაქტს, არამედ მისი ორგანიზმში გავრცელების მასობრივობასა და სიხშირეს.

ურეაპლაზმოზის მკურნალობა

მნიშვნელოვანია გამომწვევის დნმ-ანალიზი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამომწვევის გამოვლენასა და შემდგომ მკურნალობაში საშოს ნაცხში ურეაპლაზმის გამოყოფა და ანტიბიოტიკების შერჩევა.

ურეაპლაზმაზე გამოკვლევა რეკომენდებულია ქალებისათვის, რომელთაც გადაიტანეს საშვილოსნოსა და მისი დანამატების ანთებითი დაავადება, აპირებენ დაორსულებას ან აქვთ უნაყოფობის პრობლემა, საშვილოსნოს ყელის ეროზიები და მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ასევე აწუხებთ ქრონიკული კოლპიტის პრობლემა.

ურეაპლაზმის მკურნალობა კომპლექსურია და ტარდება ჩივილების არსებობისას და ანალიზში გამომწვევის აღმოჩენის შემთხვევაში. მკურნალობის ძირითადი კომპონენტი – ანტიბიოტიკოთერაპიაა. მკურნალობის კომპლექსური სქემა ანტიბიოტიკების გარდა მოიცავს პრეპარატებს იმუნიტეტის სტიმულაციისათვის, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისათვის და სხვა. ანთებითი პროცესის დაწყნარების შემდეგ ნაჩვენებია ფიზიოთერაპია. აუცილებელია პარტნიორის გამოკვლევა და მკურნალობა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია სქესობრივი დასვენება ან კონდომების გამოყენება. საკონტროლო კვლევები ტარდება ანტიბიოტიკების მიღების დასრულებიდან სამი კვირის შემდეგ.

♦ კანისა და ვენერიული დაავადებები ♦ ქალის ორგანიზმი, გინეკოლოგია, მეანობა


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.