ბაზისი პროთეზის

..

ბაზისი პროთეზის – (სტომატ.) ნაწილობრივ ან სრულად მოსახსნელი პროთეზის ფუძე. არის პოლიმერის ან ლითონის ფირფიტა, მდებარეობს საპროთეზო სარეცელის ქსოვილებზე. ხელოვნური კბილების საყრდენია, ავსებს დაკარგულ ალვეოლურ სტრუქტურებსა და ღრძილის ქსოვილებს. განასხვავებენ პროთეზის ბაზისს გამოყენების დროის (დროებითი და მუდმივი), კონსტრუქციის (მონოლითური, ორშრიანი, მრავალშრიანი), მასალის (ცვილის, პლასტმასის, ლითონის), დანიშნულების (ზედა და ქვედა ყბის), კბილთა მწკრივების დაზიანების ფორმის (კბილთა მწკრივის ნაწილობრივი დეფექტის და ყველა კბილის სრული არარსებობის დროს) მიხედვით.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>