✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
ტუჩებისა და ენის ლაგამის პლასტიკა
ტუჩებისა და ენის ლაგამის პლასტიკა: რა ასაკში და რატომ არის ეს საჭირო?
ტუჩებისა და ენის ლაგამები ყბა-კბილთა სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
ისინი ლორწოვანი გარსის ნაოჭებია, რომლებიც ნორმაში მდებარეობენ შუა ხაზზე და უზრუნველყოფენ ტუჩებისა და ენის დამატებით მიმაგრებას ყბის ძვლებზე.
ორგანიზმის ამ პატარა ნაწილებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: სწორი მეტყველება და თანკბილვა, ღეჭვის უნარი, სახისა და ღიმილის ესთეტიკა, ასევე ორივე ყბის ნორმალური განვითარება.
განვიხილოთ, რა ასაკში და რატომ ხდება საჭირო ლაგმების კორექცია.
ენის ლაგამი
მოკლე ენის ლაგამი ახალშობილს ხელს უშლის სწორად წოვაში. ამის გამო ბავშვს არ შეუძლია ნორმალურად კვება, რაც ხშირად იწვევს ზრდასა და წონაში ბავშვის ჩამორჩენას.
ამიტომ, ბავშვის დაბადებისთანავე ექიმები ათვალიერებენ მის პირის ღრუს და ერთი მოძრაობით ჩაუჭრიან ახალშობილს ენის ლაგამს, თუ იგი დამოკლებულია.
მშობლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ბავშვს ტკივილს მიაყენებენ, რადგან ახალშობილი მშობიარობის შემდგომ სტრესში იმყოფება არ განიცდის მტკივნეულ შეგრძნებებს.
ჩაჭრის შემდეგ ბავშვს მაშინვე დედას დაუწვენენ მკერდზე, რადგან დედის რძე საუკეთესო სისხლდენის შემაჩერებელი და ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა.
ზოგჯერ მოკლე ლაგამის მქონე ბავშვებს აგზავნიან სტომატოლოგთან: ჩაჭრა ხორციელდება ნებისმიერ დროს, ვიდრე ბავშვი ძუძუთი იკვებება (რაც ადრე, მით უკეთესი).
თუ მოკლე ენის ლაგამი დროულად არ ჩაიჭრა, წამოზრდილ ბავშვებს ის ხელს შეუშლის ზოგიერთი ბგერის, ძირითადად, სასისმიერის: „რ”, „დ”, „ლ” და ა.შ. წარმოთქმაში.
ბავშვს უჭირს ზედა საჭრელებზე ენის წვერით შეხება და ენის გამოყოფა. ასეთ შემთხვევაში ლაგამის ჩაჭრის ოპერაციაზე ბავშვს უშვებს ლოგოპედი.
მოზრდილ ბავშვებში ენის ლაგმის პლასტიკა უკვე სრულფასოვანი ოპერაციაა: ტარდება ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, ჩაჭრის შემდეგ იდება ნაკერები და საჭირო ხდება ოპერაციის შემდგომი კონტროლი.
ნაკერებს ხსნიან ოპერაციიდან მე-4-6 დღეზე.
ენის ლაგამის პლასტიკისთვის იდეალური ასაკია 5-9 წელი, რადგან სწორედ ამ ასაკში აქცევენ მშობლები ყურადღებას ბავშვის მეტყველების დეფექტებს.
ოპერაციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეიძლება ლოგოპედთან მუშაობის განახლება. იგი, ძირითადად, უფრო წარმატებულად მიმდინარეობს, რადგან ენა უფრო მოძრავია. საჭიროა მხოლოდ ბავშვი მიხვდეს, თუ როგორ უნდა წარმოთქვას „რთული” ბგერები.
ზედა ტუჩის ლაგამი
ზედა ტუჩის მოკლე ლაგამის აღმოჩენა და შესაბამის სპეციალისტთან გაშვება შეუძლია ნეონატოლოგს, ლოგოპედს, ორთოდონტს და პაროდონტოლოგს.
ასეთი ოპერაცია თანკბილვის ანომალიისა და პაროდონტის დაავადებების პროფილაქტიკაა.
იგი ასევე მიზანშეწონილია ზოგიერთი ბგერის გართულებული წარმოთქმისა და ძუძუთი კვების პრობლემების დროს.
ზედა ტუჩის მოძრაობა ისეთივე მნიშვნელოვანი პირობაა ჩვილების ნორმალური კვებისთვის, როგორც ენის მოძრაობა. ამიტომ ამ პრობლემის გაჭიანურება არ შეიძლება და მისი აღმოჩენისთანავე უმჯობესია ოპერაციის ჩატარება ყველაზე ადრეულ ასაკში.
როდესაც ბავშვს იმ ბგერების წარმოთქმა უჭირს, რომლებიც ტუჩების მონაწილეობას საჭიროებენ – „უ”, „ო” და სხვ., ამის მიზეზი ხშირად არის ზედა ტუჩის მოკლე ლაგამი და ლოგოპედი ბავშვს 5 წლის ასაკიდან უშვებს სპეციალისტთან. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ოპერაცია.
ასეთ ოპერაციაზე მიმართვას იძლევა ასევე ექიმი-ორთოდონტი და პაროდონტოლოგი.
კბილთა მწკრივების დათვალიერების დროს ორთოდონტმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ზედა ტუჩის ლაგამის ბოჭკოები ჩაზრდილია ზედა ცენტრალურ საჭრელებს შორის, რის გამოც ეს კბილები დაშორებულია ერთმანეთს და მათ შორის არის დიასტემა.
გარდა ამისა, მოკლე ლაგამის გამო ზედა ტუჩი მოძრაობის დროს ქაჩავს ღრძილის ზედა ნაწილის ლორწოვან გარსს – შედეგად, ღრძილი შორდება წინა საჭრელებს და შიშვლდება კბილების ფესვები.
მოზრდილებში ეს იწვევს პაროდონტოზს, ბავშვებში კი უფრო სერიოზული პრობლემები ვითარდება.
მუდმივი თანკბილვის ჩამოყალიბების პერიოდში ზედა ტუჩის მოკლე ლაგამი იწვევს ზედა ფრონტალური კბილების წინ წამოწევას, განსაკუთრებით მაშინ, თუ კბილთა მწკრივში არასაკმარისი ადგილია.
თანკბილვის ასეთი დარღვევების გასწორება რთული და ხანგრძლივი პროცესია და ამავდროულად, საკმაოდ ძვირიც.
ზედა ტუჩის ლაგამის პლასტიკის მრავალი მეთოდი არსებობს, ზოგჯერ თვითონ ექიმს აქვს საკუთარი მეთოდი. თუ ოპერაციას გამოცდილი სპეციალისტი ატარებს, ოპერაციის შემდგომი გართულებები, ძირითადად, არ ვითარდება.
თუმცა, მშობლები მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ: ზოგიერთი „სპეციალისტი” უბრალოდ გადაკვეთს ლაგამს მაკრატლით, არ ადებს ნაკერებს ან უბრალოდ, მოკვეთს მას ალვეოლური მორჩიდან.
ასეთი „მეთოდი” შეცდომაა, რადგან შედეგად შეიძლება მივიღოთ არაესთეტიკური „ცხენის ღიმილი”, ზედა ტუჩის ზედმეტად მოძრაობის გამო.
გარდა ამისა, წარმოქმნილმა ნაწიბურებმა და ქსოვილის ნაფლეთებმა შეიძლება სერიოზულად გაართულონ სიტუაცია და შედეგად, მისი გამოსწორება ბევრად რთული იქნება.
ქვედა ტუჩის ლაგამი
ზოგიერთ ადამიანს ქვედა ტუჩის ლაგამი შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს ან ჰქონდეს რამდენიმე.
ქვედა ტუჩის ლაგმის კორექცია საჭიროა მაშინ, როდესაც მის გამო ვითარდება თანკბილვის ანომალიები.
ლაგამი, აგრეთვე, შეიძლება გახდეს პაროდონტის დაავადებებისა და ქვედა საჭრელების დაკარგვის მიზეზი, რადგან ის იწვევს ღრძილის რეტრაქციას და ქვედა ყბის ფრონტალური ჯგუფის კბილების ფესვების გაშიშვლებას.
პაციენტების ასაკი 6-7 წლიდან იწყება.
თუ ოპერაცია უკეთდება უფროსი ასაკის პირებს (პაროდონტის დაავადებების დროს), ლაგმის კორექციასთან ერთად ახორციელებენ პირის ღრუს კარიბჭის ჩაღრმავებასა და პლასტიკას.
ძალიან იშვიათ შემთხვევებში ქვედა ტუჩის ლაგამი საკმაოდ მასიურია, ჰგავს ზედა ტუჩის ლაგამს და ხელს უშლის როგორც ბგერების წარმოთქმას, ასევე ახალშობილებში ძუძუს წოვას. ამ შემთხვევაში მას ჩაჭრიან სიცოცხლის პირველივე თვეებში.
ოპერაცია გრძელდება 10-15 წუთი ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ და ხშირად საჭიროებს ნაკერების დადებას. ოპერაციის შემდგომი გართულებები, ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, თუ პლასტიკას ატარებს სპეციალისტი.
მხოლოდ კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია განსაზღვროს, საჭიროებს თუ არა პაციენტი მსგავს ოპერაციას. თუ გაირკვა, რომ იგი აუცილებელია თქვენთვის ან თქვენი ბავშვისთვის, გირჩევთ დრო აღარ დაკარგოთ, რადგან მოკლე ლაგამი შეიძლება უფრო სერიოზული დაავადებების მიზეზი გახდეს. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; >> ,,ბავშვი”
აღებულია dentalcafe.ge –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.