გვირგვინი კბილის (ლათ. corona)

გვირგვინი კბილის ( ლათ . corona) – (სტომატ.) მინანქრით დაფარული გასქელებული ნაწილი (ანატომიური გვირგვინი). არსებობს ცნება „კლინიკური გვირგვინიც” – (სტომატ.) ღრძილის ზემოთ მდებარე კბილის ნაწილი. ანატომიური გვირგვინი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ბორცვების ან საჭრელი კიდის მოცვეთის შედეგად. კლინიკური გვირგვინი კი შეიძლება გაიზარდოს ალვეოლის კედლის რეზორბციის და ფესვის გაშიშვლების შედეგად. ამგვარად, ის მოიცავს გარკვეული მდგომარეობების დროს ანატომიურ გვირგვინს და ფესვის ნაწილს. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>