გინგივიტი მწვავე კატარული

..

გინგივიტი მწვავე კატარული – (სტომატ.) მწვავე პროცესს ღრძილში თან ახლავს თვითნებურად განვითარებადი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ჭამის და კბილების წმენდის დროს. მადა არ არის, აღინიშნება ზოგადი სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ჭარბი სალივაცია და ორგანიზმის ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები. დათვალიერებისას აღინიშნება ღრძილის მკვეთრი ჰიპერემია, რომელიც ვრცელდება მიმაგრებულ ღრძილზეც, მაგრამ კბილ-ღრძილის შეერთება დარღვეული არ არის. ღრძილი ადვილად სისხლმდენია, პალპაციით მტკივნეული. მწვავე მოვლენები, ძირითადად, ჩაცხრება 7-10 დღეში. ნარჩენი მოვლენები არ აღინიშნება. მთავარია, რომ ძირითადი დაავადების მკურნალობა სპეციალისტმა ჩაატაროს. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>