კვინკეს შეშუპება

..

კვინკეს შეშუპება – (სტომატ.) ეტიოლოგია: ვაზომოტორული ინერვაციის კონსტიტუციური დარღვევები. საფუძვლად უდევს პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის მომატება, ვლინდება კაპილარებისა და არტერიოლების ადგილობრივი გაფართოებით და მათი გამტარებლობის გაზრდით. ვითარდება სენსიბილიზებულ ორგანიზმში სპეციფიკური ალერგენების (კვების პროდუქტები – (სტომატ.) კვერცხი, მარწყვი და სხვ., ყვავილები, ცხოველები) და არასპეციფიკური გამღიზიანებლების (გაცივება, ინფექცია, ინტოქსიკაცია, ფსიქიკური და ფიზიკური ტრავმა) გავლენით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>