მიკულიჩის დაავადება

..

მიკულიჩის დაავადება – (სტომატ.) 1892 წ. პოლონელმა ექიმმა მიკულიჩმა აღწერა დაავადება, რომელიც ხასიათდება სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების გადიდებით. მოცულობაში იზრდება დიდი (ყბაყურა, ყბისქვეშა, ენისქვეშა) და მცირე (ტუჩის, ლოყის, სასის, ენის) სანერწყვე ჯირკვლები. დაავადება ხანგრძლივად მიმდინარეობს. სანერწყვე ჯირკვლების გადიდების შესაბამისად, იზრდება პირის სიმშრალე, საცრემლესი – (სტომატ.) კონიუნქტივის სიმშრალე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>