პალპაცია

..

პალპაცია – (სტომატ.) გასინჯვა. განსაზღვრავენ სიმსივნური შეშუპების, გამკვრივების, პირის ღრუს ორგანოების ან ქსოვილების მოძრაობას, კბილების მოძრაობას. დამოკიდებულია დაზიანების კერის მდებარეობასა და ზომაზე. პირის ლორწოვანი გარსის წყლულების გასინჯვისას დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს კიდეების სიმკვრივის, მათი მტკივნეულობის დადგენას. მკვრივი კიდეების მქონე წყლულების პალპაციისას ტკივილის არარსებობა ეჭვს იწვევს მის გაავთვისებიანებაზე ან სიფილისური წყლულის არსებობაზე. ყბა-სახის მიდამოს რბილი ქსოვილების პალპაცია ტარდება ერთი ხელის თითებით, მეორეთი კი უჭირავთ საჭირო მდგომარეობაში. ჯერ სინჯავენ ქვედა ტუჩს, ნიკაპს, სხეულს, კუთხეს, ქვედა ყბის ტოტს, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარს, ყბაყურა ჯირკვლის მიდამოს, ლოყებს, ზედა ტუჩს, ცხვირს. შემდეგ ნიკაპისა და ქვედა ყბის ქვეშა მიდამოს, კისრის გვერდით ზედაპირს და ლავიწზედა მიდამოს. აღნიშნავენ ყველა უსწორმასწორობას, გასქელებას, ლიმფური კვანძების ცვლილებებს, განსაზღვრავენ ფლუქტუაციის უბნების არსებობასა და მდებარეობას, შესივებების კონსისტენციას, საზღვრებს, ზომებს. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>