პარასაგიტალური სტაბილიზაცია

..

პარასაგიტალური სტაბილიზაცია – (სტომატ.) ერთი ყბის ორივე მხარის საღეჭი კბილების ერთ სისტემად გაერთიანება. ასეთი სტაბილიზაციის დროს ერთ მხარეს განვითარებული ღეჭვითი დატვირთვა საღეჭი კბილების ორივე ჯგუფზე ნაწილდება ერთიანი ბლოკის გამო. ის უზრუნველყოფს ღეჭვითი წნევის სწორ გადანაწილებას, რაც აადვილებს საკვების დაღეჭვას, მას უმტკივნეულოს და ატრავმულს ხდის დაზიანებული საყრდენი ქსოვილებისთვის. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>