პერკუსია

..

პერკუსია – (სტომატ.) დაკაკუნება კბილზე. გამოიყენება პაროდონტის ქსოვილების მდგომარეობის დასადგენად. პინცეტით ან ზონდის ტარით აკაკუნებენ კბილის საჭრელ კიდეზე ან საღეჭ ზედაპირზე. ჯანმრთელი პერიოდონტის პერკუსია უმტკივნეულოა. პერიოდონტში ანთებითი პროცესის დროს პერკუსიით ვითარდება ტკივილი. პერკუსიის ჩატარებისას დარტყმა მსუბუქი და თანაბარი უნდა იყოს. პერკუსია იწყება ჯანმრთელი კბილებიდან, რომ ავადმყოფმა შეძლოს შეგრძნებების შედარება ჯანმრთელ და დაზიანებულ კბილზე. არსებობს ვერტიკალური (დარტყმების მიმართულება კბილის ღერძს ემთხვევა) და ჰორიზონტალური (დარტყმებს გვერდითი მიმართულება აქვთ) პერკუსია. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>