რენტგენოლოგიური კვლევა

..

რენტგენოლოგიური კვლევა – (სტომატ.) ფართოდ არის გავრცელებული სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში, ძირითადად, გამოიყენება პირშიდა ახლოფოკუსური კონტაქტური რენტგენოგრაფია, რომლითაც მიიღება ალვეოლური მორჩის გამოსახულება 4-5 კბილით. მისი საშუალებით განისაზღვრება კბილის მყარი ქსოვილების მთლიანობა, ფესვის არხების ტოპოგრაფია და ობტურაციის ხარისხი პულპისა და პერიოდონტის დაავადებების მკურნალობის დროს, ფასდება მწვერვალის მიმდებარე ქსოვილების მდგომარეობა და ყბების ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურა. რენტგენოგრამაზე კბილის მინანქარი მკვრივ ჩრდილს იძლევა, დენტინი და ცემენტი – (სტომატ.) ნაკლები სიმკვრივისას. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>