პერიოდული თავშეკავება – აბსტინენცია

✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

სპერმიციდები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

კონტრაცეპციის ეს მეთოდი ემყარება ქალის მენსტრუალური ციკლის ,,ნაყოფიერი” დღეების განსაზღვრას, რომლის დროსაც საჭიროა სქესობრივი კონტაქტისაგან თავშეკავება. ამისათვის მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს:

1. ტემპერატურული მეთოდი:

,,ნაყოფიერი” დღეების განსაზღვრა მენსტრუალური ციკლის მანძილზე სხეულის ტემპერატურის მერყეობის საფუძველზე ხდება. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან ყოველდღიურად ხდება სხეულის ტემპერატურის გაზომვა: ტემპერატურა იზომება დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, უზმოზე, უკანა ტანიდან, 7 წუთის განმავლობაში. პირველი ათი დღის მანძილზე ტემპერატურა 36,6-36,8 -ია, მე-11 დღიდან ტემპერატურა იმატებს 37,0-37,2ო-მდე, რაც ოვულაციაზე (ფოლიკულის გასკდომაზე და მომწიფებული კვერცხუჯრედის განთავისუფლებაზე) მიუთითებს. მომატებული ტემპერატურის დაფიქსირებიდან 5 – 12 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია ციკლის ხანგრძლივობაზე) დაორსულების რისკი მაღალია. შემდეგ იწყება “არანაყოფიერი~ პერიოდი.

2. საშოდან ლორწოვანი გამონადენის აღნუსხვის მეთოდი:

განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრა ხდება მენსტრუალური ციკლის მანძილზე ლორწოვანი გამონადენის მოცულობის და წებოვნების ცვლილებების საფუძველზე. ციკლის შუა დღეები, როცა ლორწოვანი გამონადენი თეთრი ფერის ნაცვლად გამჭირვალე ფერს მიიღებს და უფრო გათხელდება, ნაყოფიერებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია;

 3. კალენდარული მეთოდი:

დაორსულებისათვის არახელსაყრელია მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით პირველი ათი და ციკლის ბოლო ათი დღე (როცა ქალს აქვს რეგულარული ციკლი), დანარჩენი დღეები ~ნაყოფიერია~. მაგალითისათვის, 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში “ნაყოფიერია~ ციკლის შუა 8 დღე, 25 დღიანი ციკლისათვის – შუა 5 დღე.

თუმცა ეს მეთოდები ორსულობისაგან თავის დაცვის სრულ გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ფიზიოლოგიურია და გამოსადეგია მათთვის, ვისთვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელი არ არის. აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; გადასვლა >> ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


webპერიოდული თავშეკავება
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

გაფრთხილება!