სარქვლოვანი ზონა

..

სარქვლოვანი ზონა – (სტომატ.) ფუნქციური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება მხოლოდ უკბილო ყბაზე პროთეზის არსებობის დროს. პროთეზის პერიფერიული კიდე ეხება რბილ ქსოვილებს, წარმოიქმნება სარქველი. სარქვლოვანი ზონა გარდამავალ ნაოჭზე მნიშვნელოვნად ფართოა. ის მის ზემოთაც და ქვემოთაც მდებარეობს. პროთეზის პერიფერიული კიდე ებჯინება გარდამავალ ნაოჭს, რამდენამდე ჭიმავს მას, პროთეზის პერიფერიული კიდის ლოყისკენა დახრილობა კი ეხება ლოყის ლორწოვან გარსს. საკვების ღეჭვის დროს პროთეზი ყბაზე თავის მდებარეობას იცვლის, მისი კიდის რომელიმე ნაწილი შეიძლება რამდენადმე გაიჭიმოს სარქვლოვანი ზონის ზედა საზღვრიდან. ამ შემთხვევაში სარქვლის წარმოქმნაში მონაწილეობს ალვეოლური მორჩისა და ლოყის ლორწოვანი გარსი, რომელიც წარმოქმნის სარქვლოვანი ზონის ქვედა საზღვარს. სასის მხრიდან სარქველი წარმოიქმნება პასიურად მოძრავ ქსოვილებში პროთეზის კიდის ჩაშვებით, მაგარი სასის რბილ სასაში გადასვლის ადგილზე. სარქვლოვანი ზონის ტოპოგრაფია ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათგან მნიშვნელოვანია: ყბების აგებულების ინდივიდუალური თავისებურებები; ალვეოლური მორჩისა და ყბის სხეულის ატროფიის ხარისხი; ყბის მფარავი რბილი ქსოვილების აგებულების ინდივიდუალური თავისებურებები. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>