ულტრაბგერის აპარატი

..

ულტრაბგერის აპარატი – (სტომატ.) გამოიყენება ულტრაბგერით კბილის ქვისა და ნადების მოსაცილებლად. ეს  ადვილად, სწრაფად და ირგვლივმდებარე ქსოვილების დაზიანების, ტკივილისა და სისხლდენის გარეშე ხდება. სხვადასხვა ფორმის, ადვილად ცვლადი ბუნიკების ნაკრებით მუშაობა შესაძლებელია პირის ღრუს ნებისმიერ უბანზე, კბილები უფრო კარგად იწმინდება, ვიდრე ჩვეულებრივი მეთოდის დროს. კბილის ქვაზე ულტრაბგერის ეფექტური ზემოქმედებისთვის, საკონტაქტო აკუსტიკურ გარემოდ გამოიყენება წყალი, რომელიც ასევე აუცილებელია сердечника გასაგრილებლად. მოძრავი ბუნიკის ჩამომრეცხავ წყალში ვითარდება კავიტაცია. კავიტაციის მოვლენა იწვევს კბილების ეფექტურ გაწმენდას ულტრაბგერით, აბრაზივის სუსპენზიის გამოყენების გარეშე. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>