ქსეროსტომია (xerostomia)

..

ქსეროსტომია (xerostomia) – (სტომატ.) პირის ღრუს სიმშრალე სანერწყვე ჯირკვლის სეკრეციის შემცირების გამო. ძირითადად, ვითარდება ხანდაზმულ ქალებში, მიკულიჩის, კოსტენის სინდრომების, სკლეროდერმიის, დერმატომიკოზის, B ვიტამინის დეფიციტის, დიაბეტის, ნერვული დარღვევების დროს. ადგილობრივი მიზეზები: სანერწყვე ჯირკვლების დაავადებები, ადგილობრივი რენტგენოთერაპიის შემდგომი მდგომარეობა, სიფილისი. ვითარდება ატროპინის მიღების შემდეგ. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>