ღრძილის ჯიბე (კბილ-ღრძილის ჯიბე, პაროდონტული ჯიბე)

..

ღრძილის ჯიბე ( კბილ – ღრძილის ჯიბე , პაროდონტული ჯიბე ) – (სტომატ.) კბილ-ღრძილის შეერთებისა და კბილის წრიული იოგის დაშლის, ძვლოვანი ქსოვილისა და ალვეოლის კედლების რეზორბციის შედეგად წარმოქმნილი სივრცე. მისი სიღრმე 1,5 მმ მეტია. ჯიბის გარეთა კედელი და ფსკერი ამოფენილია მრავალშრიანი ეპითელიუმით დაფარული გრანულაციური ქსოვილით. მასში გროვდება მიკროორგანიზმები, საკვების ნარჩენები, დიდი რაოდენობით დაშლილი ლეიკოციტები.  ი.გ. ლუკომსკის მიხედვით, გამოყოფენ შემდეგ სტადიებს: ღრძილის ანთებითი ინფილტრაციის სტადია ეპითელიუმის ჩაზრდით ფესვის ღერძის გასწვრივ (საწყისი სტადია); ეპითელიუმის მიკრონეკროზის, დესქვამაციის გაზრდის და ღრძილის დვრილების ანთების სტადია (ეროზიისა და ეკსკორიაციის სტადიები); ღრძილის ჯიბის შიგნითა ზედაპირის ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევა ღრძილის შემაერთებელქსოვილოვანი ფუძის გაშიშვლებით (წყლულის სტადია). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>