ჰიპერპლაზია მინანქრის

..

ჰიპერპლაზია მინანქრის – (სტომატ.) მინანქრის ჭარბი წარმოქმნა (მინანქრის წვეთები). აღინიშნება მოსახლეობის დაახლოებით 1,5%-ში. მინანქრის წვეთები მდებარეობს კბილის ყელთან, ხშირად დაფარულია ღრძილის ლორწოვანი გარსით, რაც ზოგიერთი ავტორის აზრით, მათი იშვიათი გამოვლენის მიზეზია. დიამეტრით 4-5 მმ-ია. განაკვეთზე ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს დენტინი, მაგრამ ზოგჯერ ის შედგება მხოლოდ მინანქრისგან. კლინიკურად ჰიპერპლაზია არ ვლინდება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>