კბილების მოვერცხლა

კბილების მოვერცხლა

სარძევე კბილები ადვილად ზიანდება კარიესით. როდესაც პროფილაქტიკის ტრადიციული მეთოდები, მაგალითად, კბილების ყოველდღიური გაწმენდა უშედეგოა, მრავალ დედას ურჩევენ ბავშვს გაუკეთოს კბილების მოვერცხვლა.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ეს საკმაოდ ძველი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია კარიესის განვითარების საწყის სტადიებზე. ექიმი ბავშვის კბილებს ამუშავებს ვერცხლის ნიტრატის სპეციალური ხსნარით. კბილის ზედაპირზე ხსნარი წარმოქმნის აპკს – უხსნადი მარილების თხელ ფენას, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ებრძვიან კარიესს და ანადგურებენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს. პროცედურა სწრაფად, უმტკივნეულოდ და ცრემლების გარეშე ხორციელდება. ნებისმიერი დედა დაადასტურებს, რომ ეს ამ მეთოდის დადებითი მხარეა.
თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, კარიესი წყვეტს განვითარებას და ბორმანქანის გამოყენება საჭირო აღარ არის. ეს სარძევე კბილის შენარჩუნების საშუალებას იძლევა იმ მომენტამდე, ვიდრე იგი მუდმივი კბილით არ შეიცვლება. მოვერცხვლის მეორე უპირატესობაა პროცდურის სიიაფე.

უარყოფითი მხარე

მაგრამ, მეთოდს აქვს მნიშვნელოვანი ნაკლიც. მრავალი ექიმი თვლის, რომ მოვერცხვლა პრობლემას წყვეტდა, როდესაც შემუშავებული არ იყო კარგი საანესთეზიო საშუალებები ბავშვებისთვის, ხოლო ბორმანქანები საწამებელ იარაღებს ჰგავდა.
ამჟამად, თანამედროვე სტომატოლოგია გვთავაზობს გაუტკივარების მრავალ მეთოდს, რომლებიც მავნებელნი არ არიან ბავშვის ჯანმრთელობისთვის და არ საჭიროებენ ინექციას. სტომატოლოგიური ტექნიკაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრე არსებულისგან. ამიტომ, ამჟამად დაბჟენაზე უარის თქმის ნაკლები მიზეზია. ეს მეთოდი გარანტირებულად აჩერებს კარიესის განვითარებას, რასაც ვერ ვიტყვით მოვერცხვლაზე. იგი ეფექტურია მხოლოდ კარიესის საწყის სტადიებზე, ხოლო თუ დაიწყო კბილის ქსოვილის დაშლა, პროცესის შეჩერება შეუძლებელია, რამდენი ვერცხლიც არ უნდა წაუსვა კბილზე. ამიტომ, ექიმები გვირჩევენ მოვერცხვლას პანაცეად ნუ მივიჩნევთ. ეს პროფილაქტიკური საშუალებაა, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პირობებში აჩერებს კარიესის განვითარებას.
მეთოდის შემდეგი ნაკლია ის, რომ ვერცხლის ნიტრატი მინანქარზე ზემოქმედებისას კბილს ამუქებს. ამიტომ, მოვერცხვლა გამოიყენება მხოლოდ სარძევე კბილებზე. ამავდროულად გაუგებარია, რა არის უკეთესი ბავშვისთვის – რამდენიმე საათი მოითმინოს სავარძელში და გაიკეთოს ბჟენი თუ რამდენიმე წელი იაროს შავი კბილებით.
ამგვარად, მშობელმა უნდა აწონ-დაწონოს და ისე გადაწყვიტოს კარიესთან ბრძოლის რომელი მეთოდი იქნება ყველაზე საუკეთესო მისი ბავშვისთვის. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.