კბილების ტრავმა ბავშვებში

კბილების ტრავმა ბავშვებში

ყბა-კბილთა სისტემის დაზიანებები ყველაზე ხშირად 2-3 წლის და 8-11 წლის ასაკის ბავშვებში აღინიშნება. ამ წლებში ბავშვს ახასიათებს ყველაზე აქტიური მოძრაობითი განვითარება.
კბილების ტრავმების ძირითადი მიზეზებია ხშირი ვარდნა მაგარ ზედაპირებზე, კბილების ტრავმირება მაგარი სათამაშოებით. ყველაზე ხშირად ზიანდება ზედა ყბის საჭრელები.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

პირველ ადგილზეა სარძევე კბილების ამოვარდნილობები, მეორეზე – მუდმივი კბილების მოტეხილობები. იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ბავშვებში კბილის ღრძობა.

კბილების ტრავმების კლასიფიკაცია ბავშვებში: 

  1. – კბილის ღრძობა;
  2. – კბილის ამოვარდნილობა (ტრავმული დისტოპია);
  3. – კბილის მთლიანობის დარღვევა;
  4. – კომბინირებული ტრავმა.

კბილის ღრძობა 

ჩივილები: კბილის ტკივილი მოკბეჩის დროს.

კბილის ღრძობა კბილზე ტრავმულ მექანიკურ ზემოქმედებას (ანატომიური მთლიანობის დარღვევის გარეშე) ეწოდება. დაზიანების მომენტში კბილის პულპაში ვითარდება სისხლჩაქცევა ნერვულ-სისხლძარღვოვანი კონის გაგლეჯვის გამო. მკურნალობის მიზნით ბავშვს ენიშნება დამზოგველი დიეტა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ღრძობის შემდეგ კბილს შეიძლება შეუწყდეს ფესვის ჩამოყალიბება, დაირუპოს პულპა.

კბილის ამოვარდნილობა 

ჩივილები: კბილი გადანაცვლებულია ან შემობრუნებულია, მორყეულია.

ამოვარდნილობის დროს კბილი გადაადგილდება კბილბუდეში, პერიოდონტის ბოჭკოების გაგლეჯვის გამო. მკურნალობა: კბილი უნდა მოთავსდეს სწორ მდებარეობაში, რის შემდეგ მას ადებენ არტაშან-ბრჭყალს ან არტაშან-კაპას, რომლებიც დაზიანებულ კბილს აფიქსირებენ მის მეზობლად მდებარე 2-3 კბილთან.

კბილის მთლიანობის დარღვევა

განასხვავებენ შემდეგ დაზიანებებს – გვირგვინის ნაწილის მოტეხილობა, კბილის ფესვის ნაწილის მოტეხილობა.

ჩივილები: კბილის მინანქრის ჩამოტეხვა, მტკივნეული რეაქცია ცივსა და ცხელზე. კბილის ფესვის მოტეხილობის დროს ბავშვი უჩივის ტკივილს საკვების მოკბეჩისას, ღრძილის ტკივილს, შესივებას.

სტომატოლოგიურ კლინიკაში მიმართვისას ექიმი მოქლიბავს მოტეხილობის ადგილის მახვილ კიდეებს და მის ზედაპირს ფარავს ფტორლაქით. ტრავმიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, თუ კბილის პულპა სიცოცხლისუნარიანი დარჩა, კბილის დეფექტს აღადგენენ  ფოტოპოლიმერული მასალებით.

ფესვის მოტეხილობა დგინდება მხოლოდ კბილის დამიზნებითი რენტგენოგრაფიის შემდეგ. სურათზე ჩანს ფესვის ქსოვილების მთლიანობის დარღვევის ადგილი. სარძევე კბილის ფესვის მოტეხილობის შემთხვევაში მას აფიქსირებენ სპეციალური არტაშანი-კაპათი 4 კვირით.
მუდმივი კბილის ფესვის მოტეხილობის დროს მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია მოტეხილობის ადგილმდებარეობაზე. ჩატარებული მანიპულაციების შემდეგ ბავშვი აუცილებლად უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ.

ძვირფასო მშობლებო!

როგორც კი თქვენი ბავშვი დაიწყებს ჩივილს მტკივნეულ შეგრძნებებზე პირის ღრუში, დაუყოვნებლივ მიიყვანეთ იგი სტომატოლოგთან.
გახსოვდეთ, რომ სარძევე კბილების მკურნალობა და მათი დაცვა სხვადასხვა დაზიანებებისგან აუცილებელია ჯანმრთელი მუდმივი თანკბილვის ჩაოყალიბებისათვის.
გადასვლა 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი