✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
შიში ბავშვებში
ისეთივე ბუნებრივი და ჩვენი ცხოვრებისგან განუყოფელი ემოციური განცდაა, როგორებიც არის სიხარული, აღფრთოვანება, გაოცება თუ დარდი.
ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას.
8-10 თვის ასაკში
ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია.
1,5-2 წლის ასაკში
მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება.
3-4 წლის ბავშვს
ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება “გამოძვრნენ”. ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან.
5-6 წლის ასაკში
ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება. გადასვლა >>> ,,ბავშვი”
აღებულია: http://bavshviszrdaganvitareba.blogspot.com/p/blog-page_2815.html
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
შიში ბავშვებში