მოსწავლის კუთხე

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ქვემოთ მოცემული რჩევები განსაკუთრებით იმ მშობლებს დაეხმარება, ვისი შვილიც წელს პირველად შევიდა სკოლაში და ამ მხრივ ნაკლები გამოცდილება აქვს. კარგი და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობები არა მხოლოდ ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვისაა მიზანშეწონილი, არამედ სწავლისადმი მისი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

სკოლის ზურგჩანთები
ზურჩანთები გოგონებისათვის
ზურგჩანთები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმები გოგონებისათვის
ქვედაბოლოები მოსწავლე გოგონებისათვის
სკოლის უნიფორმები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმა – პერანგები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმა – შარვლები ბიჭებისათვის
სკოლის უნიფორმები უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის
სკოლის უნიფორმები უმცროსი ასაკის ბიჭუნებისათვის 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები სკოლის მოსწავლეებისათვის >>

მაგიდა

კარგია, თუ სამეცადინო ავეჯი ბავშვის პროპორციების შესაბამისია. ზედმეტი ხარჯის თავიდან აცილების მიზნით კი ეცადეთ, ისეთი მაგიდა აარჩიოთ, რომელსაც ტრანსფორმირებადი კონსტრუქცია აქვს (ასეთი მაგიდები ოდნავ ძვირი ღირს, თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში გამოიყენებთ). ბავშვი ყოველ წამიერად იზრდება, ამრიგად მაგიდის ზომის მის სიმაღლესთან მორგება არ გაგიჭირდებათ.
თუ ბავშვი 110-120 სანტიმეტრის სიმაღლისაა, მაშინ მაგიდის სიმაღლე 55 სანტიმეტრს არ უნდა აღმატებოდეს – მთავარია, რომ წერისას ბავშვი არ მოიხაროს, მუშაობას მხრებში გამართული ახერხებდეს და არც იდაყვებზე ჩამოყრდნობა გაუჭირდეს.
მოსწავლეებს აუცილებლად სჭირდებათ კომპიუტერი და მაგიდის შერჩევისას ამ ფაქტორის გათვალისწინებაც გმართებთ. ამრიგად, მაგიდის ზედაპირის ფართობი დიდი უნდა იყოს იმისთვის, რომ ზედ მონიტორი, კლავიატურა და მაუსი დაეტიოს და სამეცადინო (წერისთვის, კითხვისთვის) ადგილიც დარჩეს. ეცადეთ, შეარჩიოთ მაგიდა, რომელსაც ბევრი სათავსო აქვს, რადგან წლიდან წლამდე მოსწავლის ნივთებისა და სახელმძღვანელოების რაოდენობა იზრდება. ამიტომ თუ თავიდან ბევრი უჯრა ზედმეტად მოგეჩვენებათ, მომდევნო წელს ნამდვილად არ ინანებთ.

სკამი

სპეციალისტები ტრანსოფრიმირებად კონსტრუქციაზე არჩევანის გაკეთებას გვირჩევენ სკამის ყიდვისასაც. ეცადეთ შეარჩიოთ ისეთი სკამი, რომლის არა მხოლოდ სიმაღლე, არამედ ზურგის დახრილობაც რეგულირდება. სიმაღლე ისე დააყენეთ, რომ ჯდომისას ბავშის ფეხები მყარად ეხებოდეს იატაკს, ხოლო მუხლები სწორ კუთხეს ქმნიდეს და მაგიდას არ ებჯინებოდეს. მუშაობისას ბავშვის მკერდსა და მაგიდას შორის 8-10 სანტიმეტრიანი დისტანცია უნდა დარჩეს.
სწორად უნდა დააყენოთ კომპიუტერის მონიტორიც. მისი სიმაღლე ისე დაარეგულირეთ, რომ ბავშვის თვალებიდან მონიტორის ცენტრამდე 30 გრადუსიანი დახრა იქმნებოდეს. კომპიუტერთან სამუშაოდ იდეალურია მბრუნავი ღერძის მქონე სავარძელი, რომელიც ბავშვს მთელი სხეულით შემობრუნების საშუალებას მისცემს და არა მხოლოდ კისრის ან წელის.

***
თუ ბავშვი ცაცია არ არის, მაშინ მაგიდა ისე დადგით, რომ ფანჯრიდან შემომავალი სინათლე მარცხენა მხრიდან ეცემოდეს. საუკეთესოა თუ მაგიდა ფანჯრის გვერდით დგას, ოღონდ ბავშვი აუცილებლად ზურგით კედლისკენ უნდა იჯდეს და არა პირიქით.
იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს მეცადინეობა დაბნელებისას უწევს, მაშინ მის სამუშაო მაგიდაზე აუცილებლად დადგით სანათი და არამც და არამც არ ენდოთ მხოლოდ ძირითად განათებას. ეცადეთ, რომ სანათის ნათურა აბაჟურით (ნაჭრის ან შუშის) იყოს დაფარული, რათა მისი მკვეთრი სხივი თვალს არ აღიზიანებდეს. თუ ბავშვი სანათით მუშაობს, ნუ გამორთავთ ძირითად განათებას, რათა მისი მხედველობისთვის საზიანო მკვეთრად კონტრასტული განათება არ შეიქმნას.

***
სამუშაო ადგილის ორგანიზების პროცესი ბავშვთან ერთად ჩაატარეთ. დაე, თავად გადაწყვიტოს, სად დაალაგებს წიგნებს, რვეულებს, კალმებისა და ფანქრების ნაკრებს. ასეთ შემთხვევაში ყველა ნივთს ადვილად მიაგნებს. ასწავლეთ, რომ მაგიდა მუდამ მილაგებული უნდა იყოს და რომ ეს, პირველ რიგში, მისი მოვალეობაა.
თუ რემონტის გაფუჭებას ერიდებით, მაშინ შეიძინეთ კორპის ზედაპირიანი დაფა, რომელსაც მხოლოდ ერთი ლურსმანით დაკიდებთ, ზედ კი უამრავ ინფორმაციას განათავსებთ. თუმცა აქ ალბათ ვერ დატევთ მსოფლიო რუკას, რაც მოსწავლისთვის აუცილებელია, ამრიგად რემონტის უმნიშვნელო დაზიანება მაინც მოგიწევთ… აღებულია: http://skolebi.com/