ავადმყოფის პირის ღრუს მოვლა

ამ  გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ავადმყოფის პირის ღრუს მოვლის საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

რითი შეიძლება დამუშავდეს პირის ღრუ?

  • ლიმონიანი ხსნარით – ჯირკვლებიდან სეკრეტის გამოყოფის გასააქტიურებლად და გემოს გასაუმჯობესებლად (1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი 1 ჭიქა წყალზე)
  • სალბის ნაყენით – სადეზინფექციოდ და სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად (1 სუფრის კოვზ სალბის გამხმარ ფოთლებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი)
  • გვირილის ნაყენით – ანთებითი კერების ჩასაქრობად (1 ჩაის კოვზს გამხმარ ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი)

♦ პირის ღრუს მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე” oral care >>  


მნიშვნელოვანია ენაზე გაჩენილი ნადების მოცილება იგივე ნაყენების გამოყენებით. უმოძრაობამ და არასწორმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა). ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფს უნდა მიეცეს:

  • ბალასტით მდიდარი საკვები (მარცვლეული, უმი ბოსტნეული, ხილი), რომელიც აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას
  • სითხით მდიდარი საკვები, დაახლოებით 1.5 ლიტრი სითხე 24 სთ-ში, ბოსტნეულით მდიდარი საკვები

საჭმლის მონელების ხელშესაწყობად აგრეთვე აუცილებელია მოძრაობის გააქტიურება, მუცლის შეზელვა დიდი კამის ზეთით. თუ ეს ღონისძიებები არ აღმოჩნდება საკმარისი პრობლემის მოსახსნელად, ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს სხვადასხვა ფორმის საფაღარათო საშუალებების (მათ შორის სანთლების) გამოყენება. აუცილებლობის შემთხვევაში კეთდება ოყნა დიდი სიფრთხილით. ოყნის გაკეთების უკუჩვენებებია:

  • მუცლის ტკივილი და გაურკვეველი წარმოშობის პირღებინება
  • სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
  • ფეხმძიმობის პირველი თვეები ან ფეხმძიმობის ნაადრევად შეწყვეტის საშიშროება..

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; გადასვლა >>ავადმყოფის სახლში მოვლა


..