ფილტვების ანთების პროფილაქტიკა

ფილტვების ანთების პროფილაქტიკა

ფილტვების ანთება, როგორც მწოლიარე მდგომარეობის გართულება, შეიძლება განუვითარდეს:

  • ხანგრძლივად მწოლიარე ავადმყოფებს, რადგან არ ხდება მათი ფილტვების ჯეროვანი განიავება (ვენტილაცია)
  • მოხუც ადამიანებს, რადგანაც ისინი ვერ სუნთქავენ საკმარისად ღრმად
  • ავადმყოფებს ცნობიერების დარღვევით
  • უძრავად მწოლიარე ავადმყოფებს

როგორ უნდა მოვუაროთ პაციენტს ამ დროს?

აუცილებელია მობილიზაცია. შესაძლებლობების ფარგლებში ყველანაირი ფორმა მობილიზაციისა, რომელიც სხეულის აქტიურობასა და სუნთქვის ინტენსივობას განაპირობებს.

თუ ადამიანს არ შეუძლია ადგომა, სუნთქვის გასაადვილებლად აუცილებელია წოლითი მდგომარეობების შეცვლა ბალიშების დახმარებით:

  • წოლითი მდგომარეობა ზედა ტანის წამოწევით
  • გვერდზე წოლითი მდგომარეობა
  • ნახავარმთვარისებური წოლითი მგდომარეობა
  • A, V წოლითი მდგომარეობა
  • თ წოლითი მდგომარეობა

სუნთქვის გამააქტიურებელი ვარჯიშები:

  • ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა
  • ე.წ. ,,კონტაქტური სუნთქვა” (ზურგზე ვადებთ ორივე ხელის გულს და ამოსუნთქვის დროს მსუბუქად ვეხმარებით ტორსის ქვემოდან ზემოთ წამოწევაში)
  • წინააღმდეგობის გადალახვა ამოსუნთქვით (ბუშტის გაბერვა, წყლიან ჭურჭელში მილით ჩაბერვა, ფლეიტაზე ან სხვა ჩასაბერ ინსტრუმენტზე „დაკვრა”)
  • ზურგის ყოველდღიური დამუშავება ქაფურის სპირტითა და ლავანდის ზეთის შეზელვა

ვარჯიშებმა არ უნდა გამოიწვიოს ავადმყოფის გადაღლა!

ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს, მაგრამ არ უნდა იყოს დაბალი ტემპერატურა და ორპირი (გამჭოლი) ქარი.

ყოველი ზემოთ მოყვანილი მოვლითი ღონისძიებების შესრულებისას მომვლელი ვალდებულია დიდი ყურადღებით დააკვირდეს უმნიშვნელოვანეს სასიცოცხლო ფუნქციებს: გულის მუშაობას, სისხლის მიმოქცევას, სუნთქვას, ტემპერატურას.

პულსზე სწორად დაკვირვებისათვის აუცილებელია იმ ადგილების ცოდნა, სადაც პულსი ყველაზე კარგად ისინჯება. ასეთებია: ხელი მტევნის სახსართან, ყელთან, საფეთქელთან (სურ. 20).

პულსის ნორმალური მაჩვენებლებია: ახალშობილისათვის 130 – 140 დარტყმა წუთში, ბავშვებისათვის 80-120, მოზრდილი ადამიანებისათვის 55 –90, ხანდაზმულებისათვის 60. პულსის ცვლილებაზე გავლენას ახდენს როგორც ფიზიკური ისე ემოციური დატვირთვა, სხვადასხვა დაავადებები.

ახშირებული პულსის მიზეზი შეიძლება იყოს: ფიზიკური აგზნება, შიში, სიცხის მომატება, გულის დაავადებები.

პულსი შეიძლება იყოს რიტმული და არა რიტმული. თუ დაკვირვების შედეგად რაიმე დარღვევა იჩენს თავს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს.

სუნთქვის ნორმალური სიხშირე ზრდასრულ ადამიანებთან არის 14-20 სუნთქვითი მოძრაობა წუთში. ამის დათვლა შესაძლებელი მუცელზე ხელის დადებით. მუცლის ერთხელ აწევა და დაწევა შეესაბამება ერთ სუნთქვით მოძრაობას. მწოლიარე ადამიანები ძირითადად მუცლით სუნთქავენ. სასურველია ისე დავთვალოთ სუნთქვის სიხშირე რომ ავადმყოფი ამას ვერ მიხვდეს, რადგან ამ ფაქტზე ცნობიერების გამახვილებისას შეიძლება სუნთქვის სიხშირე შეიცვალოს. სუნთქვის მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია სუნთქვის სიღრმე. ეს ორი მახასიათებელი, როგორც წესი, ერთმანეთზეა დამოკიდებული. მონაცემები აუცილებლად უნდა ჩავინიშნოთ, რათა დაკვირვების შედეგები ეცნობოს ექიმს.

სუნთქვის დარღვევა, გარდა მთელი რიგი დაავადებებისა, შეიძლება გამოწვეული იყოს სასუნთქ გზებში პირნაღები მასების, ნერწყვის, სისხლის თუ ლორწოს გადაცდენით, რაც შეიძლება სუნთქვის შეჩერების მიზეზიც გახდეს. ამ დროს აუცილებელია ექიმის ინფორმირება!

გარდა პულსზე და სუნთქვაზე დაკვირვებისა მომვლელმა უნდა შეძლოს ავადმყოფის მდგომარეობის ზოგადი ანალიზი. მგალითად: კარგად გრძნობს თუ არა თავს, ტკივილები ხომ არ არის გამოწვეული ცუდად წოლით. ყოველგვარი ცვლილება უნდა იქნეს სწორად და დროულად აღქმული: როგორ გამოიყურება ადამიანი, როგორ დადის და უჭირავს თავი, როგორია მისი კანის ფერი _ გაწითლებულია თუ გაფითრებული.

  • კანის სიწითლე შიძლება გამოიწვიოს აგზნებამ, მაღალმა სიცხემ, დამწვრობამ, მაღალმა წნევამ, გამონაყარმა.
  • გაფითრება კი _ შეკრთომამ და შიშმა, შინაგანმა სისხლდენამ, ანემიამ, დაბალმა წნევამ, გულის დაავადებებმა
  • სიყვითლე _ ნაღვლის შეგუბებამ, ჰეპატიტმა, სისხლის დაავადებებმა. სიყვითლე პირველ რიგში თვალის სკლერებზე შეინიშნება.
  • ყურის ბიბილოების, თითების წვერებისა და ტუჩების გალურჯება _ ფილტვებისა და გულის დაავადებებმა.

სხეულის ტემპერატურაზე დაკვირვებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ არსებობს ტემპერატურის გასინჯვის სამი გზა:

  1. იღლიაში – აქსილარული – 10 წუთის განმავლობაში
  2. პირში, ენის ქვეშ – ორალური (მხოლოდ პერსონალური თერმომეტრით არის მიზანშეწონილი) _ 8 წუთის განმავლობაში ბავშვებთან და არაცნობიერ ავადმყოფთან არ შეიძლება!
  3. სწორ ნაწლავში – რექტალური – ხანგრძლივობა 3 წუთი. ამ დროს თერმომეტრს უნდა წავუსვათ ვაზელინის მალამო ან სპეციალურ შალითაში ჩავსვათ.

ტემპერატურის მაჩვენებლები იღლიაში გასინჯვისას:

  • 360C – დან 370C –მდე არის ნორმალური ტემპერატურა.
  • 360C – ზე დაბალი – არის დაბალი ტემპერატურა.
  • 370C – 380C – მომატებული ტემპერატურა
  • 380C – ზე მაღლა – ცხელება
  • 390C – ზე მაღლა – მაღალი ცხელება

მძიმე ავადმყოფებს და ავადმყოფებს ცნობიერების დარღვევებით, ტემპერატურის გაზომვის პროცესში არ უნდა მოვცილდეთ.

მიღებული მონაცემების გაანალიზებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ტემპერატურის გაზომვის ამ სამი გზიდან რომლით ვისარგებლეთ, რადგანაც ეს მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავებას იძლევა.

  • რექტალური გაზომვა /სწორი ნაწლავი/ 2-4 წუთი 37,50C
  • აქსილარული /იღლია/ 8-10 წუთი 37,00C
  • ორალური /პირის ღრუ./ 10 წუთი 37,300C

მიუხედავად გაზომვის გზისა, მოხმარების შემდეგ თერმომეტრი უნდა გავასუფთავოთ!

აგრეთვე აუცილებელია დაკვირვება გამონაყოფ მასებზე და შარდზე, პირნაღებ მასებზე (თუკი ღებინებას აქვს ადგილი) და ნახველზე.

ამ დროს მნიშვნელოვანია მათი ფერი, როდენობა, სიხშირე, მინარევები (სისხლიანი, ჩირქიანი თუ სხვ.), თხევადოვნება (კონსისტენცია), გამჭვირვალება. ამ მონაცემების სწორი ჩანიშვნა მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს ექიმის შემდგომი მოქმედებისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ექიმის დანიშნულების დიდი სიზუსტით შესრულების კონტროლი! ეს პირველ რიგში ეხება ავადმყოფი ადამინისთვის მედიკამენტების დროულ და სწორი გზით მიწოდებას. მომვლელმა უნდა გაითვალისწინოს ყოველი მოხმარებული მედიკამენტის ანოტაციაში მითითებული უმნიშვნელოვანესი მომენტები მედიკამენტის სწორი შენახვის ჩათვლით.

გამონაკლისს წარმოადგენს ბუნებრივი საშუალებების ნაყენის სახით მიწოდება. ისინი ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება მიეცეს ადამიანს მათი ცოდნის შემთხვევაში. აქაც მნიშვნელოვანია დამზადების წესის ზუსტი დაცვა და მათი შეთანხმება ოჯახის ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm

♦ როგორ უნდა შევარჩიოთ და შევიძინოთ თერმომეტრი იხილეთ სპეციალურ სტატიაში >>>

__________________________________________

გადასვლა >>> ,,ავადმყოფის სახლში მოვლა”

..