ნაწოლების პროფილაქტიკა და მოვლა

ნაწოლების პროფილაქტიკა და მოვლა

ნაწოლი არის სხეულის გარკვეულ ნაწილზე ზეწოლის შედეგად განვითარებული იშემია (სისხლით მომარაგების გაუარესება), რაც იწვევს ქსოვილის დაზიანებას და შემდგომში კვდომას.

რომელ ავადმყოფებს აქვთ ნაწოლების გაჩენის საშიშროება?

ზოგადად ყველა მწოლიარე და მძიმე ავადმყოფს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც აღენიშნება:

  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება
  • მოძრაობის უნარის დაქვეითება
  • მგრძნობელობის დარღვევები
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ცნობიერების დარღვევა
  • შეუკავებლობა
  • გულის, სისხლის მიმოქცევის და სისხლის დაავადებები.

ნაწოლების განვითარების თვალსაზრისით სხეულის რომელ ნაწილებია ყველაზე სახიფათო?

ყველა ის ადგილი, სადაც ძვლები კანთან ახლოსაა, ანუ სადაც კანქვეშა რბილი ქსოვილები ნაკლებად არის განვითარებული.

როგორია ნაწოლის გაჩენის პირველი ნიშნები?

  • კანის შეწითლება, რომელიც ზეწოლისაგან განთავისუფლების შემდეგ არ გადადის
  • წყლულოვანი ბუშტუკების წარმოქმნა
  • კანის აქერცვლა
  • ზეწოლისას ტკივილი
  • კანის მოლურჯო – მოშავო შეფერილობა

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწოლის წარმოქმნა?

აუცილებელია:

  • კანის ჰიგიენა, მთელი სხეულის ჩამობანა ყოველდღე თბილი წყლით (იხილეთ მთლიანი დაბანა საწოლში)
  • კანის დამუშავება ქაფურის სპირტითა და სპეციალური დამცავი საშულებებით
  • კანის სიმშრალის შენარჩუნება, განსაკუთრებით შეუკავებლობის დროს
  • წოლითი მდგომარეობების შეცვლა ყოველ 3 საათში ერთხელ
  • მოხერხებული წოლა რბილ ბალიშებზე ისე, რომ ის ადგილები, სადაც ნაწოლის გაჩენის საშიშროებაა, არ ეხებოდეს ქვეშაგებს
  • სპეციალური ლეიბების გამოყენება
  • ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიტამინებით მდიდარი საკვებისა და საჭირო რაოდენობის სითხის მიწოდება

ნაწოლების პროფილაქტიკალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔎 ნაწოლი – რბილი ქსოვილების კვდომა იმ ადგილებში, რომლებიც მდებარეობენ ჩონჩხის ამოწეულ ნაწილებს და საწოლის ზედაპირს შორის
⭕️ ნაწოლების პათოლოგია აღენიშნებათ მისუსტებულ და მძიმე ავადმყოფებს, რომელთაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ გაუნძრევლად, ერთი და იგივე მდგომარეობაში ყოფნა
🔴 უხშირესად ნაწოლები ვითარდება გავაზე, დუნდულოებზე, ქუსლებზე, ბეჭებზე, აგრეთვე მჭიდროდ მოჭერილი და არასწორად დადებული თაბაშირის ნახვევის შემთხვევაში
🤔 როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწოლის წარმოქმნა? – აუცილებელია:
✅ კანის ჰიგიენა, მთელი სხეულის ჩამობანა ყოველდღე თბილი წყლით;
✅ კანის დამუშავება ქაფურის სპირტითა და სპეციალური დამცავი საშულებებით;
✅ კანის სიმშრალის შენარჩუნება, განსაკუთრებით შეუკავებლობის დროს;
✅ წოლითი მდგომარეობების შეცვლა ყოველ 3 საათში ერთხელ;
✅ მოხერხებული წოლა რბილ ბალიშებზე ისე, რომ ის ადგილები, სადაც ნაწოლის გაჩენის საშიშროებაა, არ ეხებოდეს ქვეშაგებს;
✅ სპეციალური ლეიბების გამოყენება;
✅ ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება, ვიტამინებით მდიდარი საკვებისა და საჭირო რაოდენობის სითხის მიწოდება
👉 გაიგეთ მეტი ნაწოლების პროფილაქტიკის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3IFmX6u
#ნაწოლები #ნაწოლებისპროპილაქტიკა #ნაწოლებისსიმპტომები #ნაწოლისსიმპტომები #ნაწოლისპირველადინიშნები #ნაწოლებისთავიდანაცილება #ვისუვითარდებანაწოლები #ნაწოლებისგანვითარება #ნაწოლებისნიშNები #ნაწოლებისსტადიები #ნაწოლისტიპები #ნაწოლებისმკურნალობა #გართულებულინაწოლები #კანისშეწითლება #ნეკროზი #წყლულოვანიბუშტუკებისწარმოქმნა #კანისაქერქცვლა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში :1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 


აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; ავადმყოფის სახლში მოვლა